წლის ცივ სეზონზე, როცა მზის სინათლე იკლებს, რეკომენდებულია D ვიტამინის დანამატის სახით მიღება, თუმცა მისი გადაჭარბება ორგანიზმისთვის შეიძლება საზიანო იყოს. Vivien გიამბობთ, თუ რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს D ვიტამინის გადაჭარბებული მიღება და რატომ არის სახიფათო ორგანიზმისთვის.ექიმები D ვიტამინს მთავარ მკვებავ ნივთიერებად მიიჩნევენ, რომელიც ორგანიზმს კალციუმის ათვისებასა და ძვლების გაძლიერებაში ეხმარება. მისი დეფიციტი უკავშირდება ძვლოვანი ქსოვილების განვითარებას დარღვევას, რაც ბავშვებში რაქიტს და ზრდასრულებში ოსტეომალაციის გამო ძვლების ტკივილს იწვევს.
ასევე D ვიტამინს „მზის“ ვიტამინსაც უწოდებენ. ადამიანის ორგანიზმს მისი წარმოება მზის სინათლის ზემოქმედებით შეუძლია. სწორედ ამიტომ, შემოდგომის ბოლოდან და მარტის ჩათვლით, როცა გარეთ მზის სინათლე იკლებს, ვიტამინის დამატებითი სახით მიღება აუცილებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც შენობაში დიდ დროს ატარებს.ამავდროულად, D ვიტამინის გადაჭარბება არ უნდა დაუშვათ. ეს შეიძლება საზიანო იყოს. ბრიტანული NHS–ის (ჯანდაცვის ეროვნული სამსახური) ცნობით, D ვიტამინის დანამატის ხანგრძლივი დროით დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ბევრი კალციუმის დაგროვება და იმავე ძვლების, ასევე თირკმლების და გულის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს.მაიოს კლინიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ D ვიტამინის გადაჭარბება პოტენციურად ტოქსიკური ეფექტებით დანამატის უზომო მიღებით არის გამოწვეული და არა კვებით ან მზეზე ყოფნით.
კლინიკის ექიმები D ვიტამინის გადაჭარბების სიმპტომებს ასახელებენ, ესენია:
- გულისრევა და ღებინება
- მკვეთრად გამოხატული სისუსტე
- ხშირი შარდვა
ექსპერტები გაფრთხილებთ, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გადაჭარბებული მიღებისას D ვიტამინის ტოქსიკურობა შეიძლება გადაიზარდოს ძვლების ტკივილსა და თირკმლების პრობლემებში, ასევე კალციუმის კენჭების წარმოქმნაში.