ქალმა მიმატოვა. როგორ მოვიქცე, თუ დაბრუნებას გადაწყვეტს

492

დაახლოებით 4 თვის წინ საყვარელმა ქალმა მიმატოვა. შემომთავაზა მეგობრებად დარჩენა ან საერთოდ კონტაქტის გაწყვეტა. მეორე ვარიანტი ავირჩიე. თავიდან მესალმებოდა, დაქალიც დაარწმუნა, რომ პირველი მომესალმოს (ყურადღების მისაქცევად), საეჭვოდ მიყურებს: ხან დიდხანს მიმზერს, ხან ისე იქცევა, თითქოს სულერთია, ზოგჯერ ჩემს მზერას იჭერს, მაგრამ დიდხანს მზერას ვერ იკავებს (ჩემს მხედველობით კონტაქტს ვერ უძლებს).

სოციალურ ქსელში ფოტოებს მიწონებს. იქ ოჯახური მდგომარეობა დავმალე, რომ ყოფილს ნაკლები ცოდნოდა. არ იცის, ვინმე მყავს თუ არა. ამის შემხედვარე თავადაც დამალვა გადაწყვიტა, ასე თქვათ, ეჭვიანობის ან ცნობისმოყვარეობის გასაღვიძებლად.

თავად საურთიერთოდ არაფერს ვცდილობ, თითქოს ჩემთვის არც არსებობს. არ ვესალმები, არ ვურეკავ, არ ვწერ, თუმცა ხედავს, რომ ონლაინ ვარ. დღემდე ელოდება, რომ მივწერ, მაგრამ ამის გაკეთებას არ ვაპირებ ერთი მარტივი მიზეზით: ვხვდები, უნდა, მასთან გავიქცე ან გაიგოს, რას ვგრძნობ მის მიმართ. სხვათა შორის, ახლა ჩემსავით უგულებელყოფა დაიწყო.

სხვა ქალებთან ურთიერთობას ვცდილობ, რომ ერთ ქალზე არ ჩავიციკლო. მყავს ბევრი გოგონა, რომლებსაც მოვწონვარ, მაგრამ არ მიზიდავენ. ყოფილი გულში ჩამივარდა. არ ვიცი, როგორ დავივიწყო და რა გავაკეთო. არ მესმის, რისი ჩვენება სურს თავისი ქცევით. შესაძლებელია დაბრუნების ვარიანტი, თუ მისი მხრიდან ინიციატივას დავინახავ? დავიბენი!

ახლა უგულებელყოფის ტაქტიკა ავირჩიე. იქამდე მიდის, რომ მის გვერდით ჩავლისას მის მხარეს არ ვიყურები და არ ვესალმები, მას კი თვალები გაფართოებული აქვს. თავიდან მისი დავიწყება მიზნად მქონდა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის. თავად მიმატოვა, ანუ არ ვჭირდები. რომ ვჭირდებოდე, მოიხდიდა ბოდიშს და დამიკავშირდებოდა.

უბრალოდ მესმის, რომ მიყვარს, მასთან ყოფნა მინდა, მაგრამ იგივე შეცდომის დაშვება არ მინდა. მცირეა ალბათობა, რომ ამ დროში შეიცვლებოდა, ამიტომ დაბრუნება არ მინდა. ოღონდ როგორ მოვიქცე, თუ თავად ისურვებს დაბრუნებას. ვგრძნობ, ეს მალე მოხდება.