მოგწონთ სხვადასხვა ტესტების გავლა, თქვენი უნარების და ძალების შემოწმება? თუ თქვენთვის საინტერესოა, Vivien მორიგ დავალებას გთავაზობთ. გაიარეთ ტესტი მხედველობის შესამოწმებლად და გაიგეთ, რამდენად კარგად ხედავთ.
გაფრთხილებთ, ყველა დავალების შესრულება შეუძლია მხოლოდ მათ, ვისაც იდეალური ფერადი ხედვა აქვს. მარტივად შეგიძლიათ გაარკვიოთ მათ რიცხვს თუ მიეკუთვნებით. დაასახელეთ 5 სიტყვა, რომელიც ქვემოთ მოცემულ სურათებში ნაჩვენებია.
საინტერესო ტესტი მხედველობის შესამოწმებლად
რა უნდა გააკეთოთ
მოცემულ გამოსახულებაზე კონცენტრირდით. სცადეთ გაარკვიოთ, რა სიტყვები იმალება მათში.
დავალება № 1
დავალება № 2
დავალება № 3
დავალება № 4
დავალება № 5
სწორი პასუხები
აი, სიტყვები, რომლებიც სურათებზე ეშმაკურად დამალული იყო:
- ზღვა
- ხე
- ჩექმა
- ყავა
- პური
რეკომენდაციები მხედველობის გასაუმჯობესებლად
თუ ხუთივეს სწორად უპასუხეთ, გილოცავთ. ვერ დაინახეთ ერთი ან მეტი სიტყვა? ამ შემთხვევაში გირჩევთ მხედველობა გააუმჯობესოთ და ყურადღება მიაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:
- მზის სათვალე: საიდუმლო არაა, რომ ულტრაიისფერი სხივები თვალის მდგომარეობაზე ნეგატიურად მოქმედებს. დღისით ქუჩაში გასვლისას მზის სათვალე ყოველთვის გაიკეთეთ. სიტყვაზე, მზის სათვალე არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ზამთარში შეგიძლიათ გაიკეთოთ. ცივ სეზონზე მზის სხივები თვალისთვის არანაკლებ სახიფათოა.
- ძილი და დღის რეჟიმი. ქრონიკული უძილობა ქალასშიგა წნევის ზრდის მიზეზი შეიძლება გახდეს. ეს გლაუკომას რისკს ზრდის. ამის და თვალის სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიძინეთ. დაწოლამდე 30 წუთით ადრე ტელეფონი გვერდზე გადადეთ, რომ თვალი არ დაიძაბოს.
- დაბალანსებული კვება. მხედველობის გასაუმჯობესებლად რაციონში ჩართეთ სასარგებლო პროდუქტები. რეგულარულად მიირთვით სტაფილო, კაკალი, ზღვის თევზი, კვერცხი, ბროკოლი, პარკოსანი და თეთრი კომბოსტო. აკონტროლეთ, რომ თქვენს რაციონში მეტი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული იყოს.
- სპორტი. ცნობილია, რომ ფიზიკური დატვირთვა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ეს თვალის მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. დილით 15-20 წუთი ვარჯიშს დაუთმეთ. მალე რეგულარული ვარჯიშის წყალობით თავს უკეთ იგრძნობთ.
თვალის ჯანმრთელობას ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ. არ დაგავიწყდეთ ოფთალმოლოგთან გეგმიური შემოწმება და რეკომენდაციები, რომლებიც სახლის პირობებში მხედველობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.