მინას და სარკეს დიდი ხანია მხოლოდ ამ მეთოდით ვწმენდ. გამოცდილი დიასახლისების ხრიკი

1187

როგორც არ უნდა გავწმინდო მინა და სარკე, მასზე მაინც ჩნდება გაუგებარი ლაქები, თითქოს საბურველია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დიასახლისს ეს აღიზიანებს. გვსურს, რომ სარკიანი და მინიანი ზედაპირები სისუფთავით ბრწყინავდეს.

ახლახანს აღმოვაჩინე მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდი, რომელიც სისუფთავის და ბზინვარების მიღწევაში გვეხმარება. Vivien ამ მეთოდს თქვენც გიზიარებთ.

ამ საქმეში თქვენი მთავარი დამხმარეა ჩვეულებრივი იოდი, რომელიც ყველას აქვს სახლის აფთიაქში.

1. 1 ლ წყალი თასში ჩაასხით და ცოტა იოდი დაუმატეთ. ხსნარი ოდნავ მოყვითალო უნდა გახდეს. დაგჭირდებათ დაახლოებით 5-7 წვეთი, მეტი არა.

2. ინგრედიენტებს აურიეთ. მინის და სარკის საწმენდი სითხე მზადაა.

3. სალფეთქი მიღებულ ნარევში დაასველეთ და ზედაპირები გაწმინდეთ. ეფექტს მაშინვე შეამჩნევთ.

4. შემდეგ სალფეთქი ან ქაღალდის პირსახოცი აიღეთ და ზედაპირები გაამშრალეთ, ზედმეტი სითხე მოაშორეთ. მინა უბრალოდ გამჭვირვალე გახდება, თითქოს არცაა.

მაღაზიებში აღარ ვყიდულობ სპეციალურ საშუალებებს, მინის საწმენდ სითხეებს.

არც ერთი მათგანი არ იძლევა ისეთ ეფექტს, როგორც ჩვეულებრივი იოდი.

ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევა დაგეხმარებათ, რომ იდეალურად სუფთა მინა და სარკე მიიღოთ, თან ფინანსები დაზოგოთ. ერთი ფლაკონი იოდი დიდხანს გეყოფათ.