მშობლების ტელეფონს მითიშავენ, როცა ვურეკავ

493

13 წლიდან საზღვარგარეთ სკოლა–ინტერნატში ვცხოვრობ. ახლა 40 წლის ვარ. მშობლები მთელი ეს დრო ჩემგან შორს იყვნენ. სანამ არ გავთხოვდი, ნათესავები ჩემ გვერდით არ ყოფილან. ახლა ქმარი და სამი შვილი მყავს.

მტანჯავს ერთი კითხვა: როცა მშობლებს ვურეკავ (დედას თითქმის ყოველდღე, მამას კვირაში რამდენჯერმე), სხვადასხვა საბაბით თითქმის მაშინვე ტელეფონს მითიშავენ: „ჩაის ვსვამ“, „სერიალს ვუყურებ“, „გარეთ ვარ“ (მეუხერხულება ლაპარაკი), „ახლახანს გამოვედი“ და ა.შ. იღებენ ტელეფონს, მეკითხებიან, რა მინდა, და სიტყვა დასრულებული არ მაქვს, რომ კავშირი უკვე გაწყვეტილია.

ახლახანს მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავიდნენ. მანამდე სამი დღე ზედიზედ ტელეფონს მითიშავდნენ: „ნივთებს ვალაგებ“, „სახლში არ ვარ“, „დაკავებული ვარ“. შემდეგ უკვე შვებულებაში ყოფნისას დავურეკე. ისევ გამითიშეს სიტყვებით: „მარტო არ ვართ“. ამჯერად ძალიან გავბრაზდი, უკვე ორი კვირა არ ვეხმიანები. ვფიქრობ, ადეკვატური რეაქცია მქონდა.

ყველაფერი უკეთ რომ წარმოიდგინოთ, 6 თვის წინ ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო კინაღამ მოვკვდი. ძლიერი სისხლდენა დამეწყო და პირდაპირ იმქვეყნიდან დამაბრუნეს. ვერ ვიტყვი, რომ ამის შემდეგ მშობლები უფრო ყურადღებიანი გახდნენ.

წელიწადში ერთხელ ერთი თვით ვნახულობთ ერთმანეთს. ფინანსურად საკუთარ თავზე ყოველთვის ვზრუნავდი, მშობლებზე დამოკიდებული არ ვარ. ყველა მეგობარს მშობლებთან ახლო ურთიერთობა აქვს. ჩემები არ მუშაობენ, სხვა შვილები არ ჰყავთ. თუ რამდენჯერმე ვურეკავ და ვწერ, დედას ვესაუბრები, ხოლო მამას ორ კვირაში ან თვეში ერთხელ.

ვთვლი, რომ ტელეფონის გათიშვა უხეშობაა და ასე სხვებთან ნამდვილად არ იქცევიან. ყოველთვის ამბობენ, რომ გადმორეკავენ, მაგრამ არასდროს გაუკეთებიათ. ჩაის დალევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთადერთი ქალიშვილი, რომელიც შორსაა, რომელსაც პატარა შვილები ჰყავს და რომელიც სასწაულებრივად გადარჩა. რით დავიმსახურე მათი ასეთი დამოკიდებულება?