მაიონეზი მავნე პროდუქტების სიაში სამართლიანად ლიდერობს. მისი მთავარი მინუსი მაღალი კალორიულობაა. 100 გრამი პროდუქტი 800 კალორიას შეიცავს. მასში თითქმის არაა ცილა, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. სამაგიეროდ, ცხიმები და ქოლესტერინი საკმარისზე მეტია. მაღაზიაში ნაყიდი მაიონეზი ბევრ კონსერვანტს, გემოს გამაძლიერებელს და სხვა „სიხარულს“ შეიცავს, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არაა. Vivien ვაშლის მაიონეზის მომზადებას გთავაზობთ. ჩვეული სოუსის გემრიელი და სასარგებლო ალტერნატივაა.
ვაშლის მაიონეზი – როგორც ხედავთ, შინაურულ მაიონეზსაც დიეტურს ვერ უწოდებთ. ალტერნატივა არსებობს. ეს უკვერცხო და მინიმუმი ზეთით მომზადებული მაიონეზია. მისი საფუძველი ახალი ვაშლია, რომელიც სოუსს პიკანტურ გემოს და სასიამოვნო სიმჟავეს ანიჭებს.
ინგრედიენტები:
- 4 პატარა ვაშლი
- 1 ჩ/კ მარილი
- 1 ს/კ მდოგვი
- მწიკვი კურკუმა
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- დაფქული შავი წიწაკა
- 200 გ მცენარეული ზეთი
მომზადების წესი:
- ვაშლი ჩვენი სოუსის საფუძველია. გათალეთ, ყუნწი, თესლი და შუაგული მოაშორეთ. ხილი პარკში ჩადეთ, შეკარით და რამდენიმე ადგილას დახვრიტეთ, რომ მომზადებისას ორთქლი გამოვიდეს. 5-7 წუთით მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ. ასე ვაშლი დარბილდება. მიკროტალღურის ნაცვლად ვაშლი ღუმელში ან მულტისახარშში შეგიძლიათ გამოაცხოთ.
- ვაშლის პიურე გააკეთეთ. დაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ. მთავარია, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
- პიურეს მარილი, მდოგვი და 1 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. თუ ვაშლი მჟავეა, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და ამდენივე შაქარი დაუმატეთ. ვაშლის გემოთი იხელმძღვანელეთ.
- სასიამოვნო ყვითელი მაიონეზის მოსამზადებლად კურკუმა დაუმატეთ. წიწაკა და ზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე რამდენიმე წუთით დააბლენდერეთ ან ხელით აურიეთ.
- მზა სოუსი ქილაში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ. ცივი ვაშლის მაიონეზი უფრო გასქელდება.
ვაშლის მაიონეზი ბოსტნეულის და ხორცის კერძებს იდეალურად ავსებს. სოუსი პიკანტური გამოდის, რის ხარჯზეც ჩვეული პროდუქტების გემოს ცვლის. საკაზმი გამოგადგებათ, თუ მარხვას იცავთ, რადგან მაიონეზი კვერცხს არ შეიცავს.