ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მეცნიერებას ყველაფერზე პასუხი აქვს, მაგრამ ზოგჯერ პასუხი არ არსებობს. ზოგიერთი რამ უბრალოდ ხდება: ისინი მუშაობს, მათით სარგებლობენ, მაგრამ არ ვიცით რატომ. კაცობრიობას ამ გაურკვევლობის ასე დატოვება არ სურს, სწორედ ამიტომ ჩვენ ვეძებთ პასუხებს და წარმოუდგენელ და ზოგჯერ გიჟურ თეორიებსაც ვიგონებთ.
გიზიარებთ საინტერესო თეორიებს, რომლებიც იძლევიან პასუხის კითხვებს, რომელთაც მეცნიერები ასწლეულები ეძებენ.
1. რატომ ვამთქნარებთ და რატომ არის ეს გადამდები?
ვიცით, რომ მოწყენილობა ან დაღლილობა მთქნარებას გვაწყებინებს, მაგრამ რაშია მისი მიზანი? არსებობს ორი თეორია:
პირველი თეორიის მიხედვით, მთქნარება გარშემომყოფების ბიოლოგიურ საათს ერთ რეჟიმზე აყენებს, ამიტომაც მთქნარება გადამდებია. როგორც შვეიცარიის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, მთელ ჯგუფზე გადადებული მთქნარება ყურადღების ერთნაირი დონის მიღწევას ახდენს და კონცენტრაციას ზრდის.
მეორე ალბათობა შეგვახსენებს, რომ ვამთქნარებთ არა მხოლოდ დაღლილობის, არამედ სტრესის დროსც. მაგ., სიტყვით გამოსვლის წინ ან სპორტული შეჯიბრების დაწყებამდე. მთქნარების დროს კუნთების მოძრაობა ტვინს გადატვირთვაში ეხმარება. როცა დაღლილობის ან სტრესის გამო ძილი გვინდება, მთქნარება მხნეობას და ყურადღებას გვიბრუნებს.
2. სავანტას სინდრომის დროს ზებუნებრივი უნარები საიდან ჩნდება
2006 წლის ოქტომბერში დერეკ ამატომ აუზში ხტომის დროს ტვინის ძლიერი შერყევა მიიღო. შედეგად მან სმენის 35% და მეხსიერების ზოგიერთი დეტალი დაკარგა, ამასთან გენიოსი გახდა.
“ჩემი თითები პიანინოზე თავად მოძრაობდნენ, თითქოსდა ამას მთელი ცხოვრება ვაკეთებდი. რითმის და მუსიკის შეგრძნება დავიწყე ისე, როგორც არასდროს” – ამბობს დერეკი ინტერვიუში.
ექიმი ენდრიუ რივზი, მაიოს კლინიკიდან, ჰყვება, რომ დერეკს იშვიათი დაავადება სავანტას სინდრომი აქვს. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩვეულებრივი ადამიანი წარმოუდგენელ უნარს იძენს: “იხსენებს” ახალ ენას ან მუსიკალური ინსტრუმენტის ათვისებას რამდენიმე საათში ახერხებს. ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, მაგრამ, სამწუხაროდ, მეცნიერები ჯერ ამ ფენომენის ამოხსნას ვერ ახერხებენ.
3. თითების ტკაცუნის ხმა ასეთი ხმაურიანი რატომ არის?
მარჯვნივ, სახსრებს შორის მუქი ლაქა არის სიცარიელე, რომელიც ტკაცუნის დროს იქმნება.
ბევრი მეცნიერი ერთ მოსაზრებაზე თანხმდება, რომ თითების ტკაცუნის დროს ხმა, სახსრებს შორის არსებული სინოვიალური სითხის ბუშტუკების სკდომით არის გამოწვეული. თუმცა ზუსტად იმის თქმა, თუ რატომ აქვს ასეთი ხმა, მეცნიერებს პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.
სახსრებს შორის არსებული სითხე შეიცავს ჟანგბადს, აზოტს და ნახშირორჟანგს. სახსრების დაჭიმვის დროს გაზი თავისუფლდება და ბუშტები ჩნდება, რომლებიც შემდგომ სკდება. თითები კვლავ რომ დავატკაცუნოთ უნდა დაველოდოთ, სანამ გაზი კვლავ დაგროვდება.
ერთი კვლევა, სადაც ტკაცუნის მოდელირება მოახდინეს, აჩვენებს, რომ მაღალი ხმა მხოლოდ ნაწილობრივ გამოდის ამ ბუშტების სკდომის შედეგად. ხმის დანარჩენი ნაწილი საიდან ჩნდება გაუგებარია. თუ ეს არც სახსარი, არც ბუშტები არაა, მაშინ რა არის?
4. ფარვანა ყოველთვის სინათლისკენ რატომ მიფრინავს?
მეცნიერები უკვე წლებია ცდილობენ ამ ამოცანის ამოხსნას, მაგრამ ერთი მოსაზრებაც კი არ არსებობს, თუმცა არსებობს საინტერესო თეორია.
ღამის მწერები მთვარის მიხედვით ორიენტაციას ახდენენ. შორეული მთვარის შუქი მწერების მიერ დედამიწის ზედაპირის პარალელურად აღიქმება. თუ მწერი მას ორიენტაციად აიღებს, შეუძლია სწორ ხაზზე გადაადგილდეს და მუდმივად მოძრაობასა და მთვარის სინათლის გზას შორის კუთხე დაიჭიროს. ახლო სინათლის წყარო, როგორიცაა ნათურა, არის არა პარალელური, არამედ სხივური – სინათლე ყველა მიმართულებით ვრცელდება. ფარვანა ამას ვერ ხვდება და ამიტომ მუდმივი კუთხის შენარჩუნებით წრის ან სპირალის გარშემო მოძრაობას იწყებს.
სწორედ ამიტომ, ხშირად შეგვიძლია ვნახოთ, ფარვანა ნათურის გარშემო როგორ დაფრინავს.
5. რატომ გვაქვს ნაბახუსევი?
კარგი, რატომ ჩნდება ნახაბუსევი ვიცით. თუმცა მეცნიერებამ ვერ გაარკვია, რატომ გვაქვს თავბრუსხვევა, გულის რევა და დაუოკებელი წყურვილის შეგრძნება მაშინ, როცა ალკოჰოლი სხეულიდან უკვე გამოვიდა და წყლის ბალანსი აღდგა.
მარკ შუკიტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი, თვლის, რომ ნაბახუსევი შეიძლება ძლიერი გაუწყლოების უარყოფის სინდრომი იყოს. ასაკთან ერთად ორგანიზმი უფრო მეტ სითხეს კარგავს, თირკმლები უფრო ცუდად მუშაობენ, მეტაბოლიზმი ნელდება, სწორედ ამიტომ ნაბახუსევის გადატანა უფრო და უფრო გვიჭირს.
6. როგორ მოვუგოთ “სოლიტერს” კარტის თამაშში
“სოლიტერი” კარტის თამაშია, რომელიც პასიანსის 5 მთავარი ვარიანტიდან ერთ-ერთს წარმოადგენს. თამაშის მიზანია – კარტების სწორად დაწყობა. მას შემდეგ, რაც თამაში გამოიგონეს, მეცნირებს ერთი კითხვა აწუხებთ: შეიძლება თუ არა ყოველთვის მოგება კარტის პირველი განლაგების მიუხედავად?
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ბევრი პოპულარული თამაშის, როგორიცა “მონოპოლია”, “ჭადრაკი”, “კამათელი” და “პოკერი”, წარმატების საიდუმლოს მიაგნეს, დღემდე არ იციან როგორ დარჩნენ ყოველთვის მოგებული “სოლიტერში”. კარტების კომბინაციის პროცენტის შესახებ მოსაზრება არსებობს, რომლის მიხედვითაც მოგება შეუძლებელია, მაგრამ მათემატიკამ არ იცის, რამდენ პროცენტზე არის საუბარი.
ცნობილია მხოლოდ მიახლოებითი პროცენტი, რომელიც გვიჩვენებს თუ ზედიზედ რამდენიმეს მოგება შეგვიძლია და ეს ციფრია 80-90%-ს შეადგენს. ანუ თუ 10 ხელს თამაშობთ, 8 ან იშვიათად 9 შემთხვევაში შეიძლება მოიგოთ. ყველას მოგება ჯერ ვერავინ მოახერხა.