ხრიკი პარკით, რომელიც ტაფას მრავალწლიან ცხიმს და ნამწვს სწრაფად აშორებს

9175

რატომღაც ძველი სქელკედლიანი ტაფა მემკვიდრეობით მივიღე. ასეთ გამძლე ტაფაში კერძების მომზადება ძალიან მიყვარს, მაგრამ საშინლად გამოიყურებოდა. ტაფას გარედან მრავალწლიანი ცხიმი და წებოვანი ფენა ფარავდა. რა თქმა უნდა, მისი გარეცხვა გადავწყვიტე. ცხადია, უნდა გამოვიყენო ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება, რომლის შესახებ ვიცი. დღეს სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

ამ საქმეში მთავარი დამხმარეა ნიშადურის სპირტი. როგორც წესი, ამ ნივთიერებას დიდი ბოთლით ვყიდულობ, რადგან საოჯახო საქმეში ხშირად ვიყენებ. სხვათა შორის, ნიშადურის სპირტი არა მხოლოდ აფთიაქში, არამედ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიაშიც შეგიძლიათ.

გარდა ამისა, პარკები უნდა მოიმარაგოთ. 2 ნაგვის პარკი საკმარისია. გირჩევთ, ერთდროულად 2 პარკი გამოიყენოთ, რომ შემთხვევით სპირტი არ დაიღვაროს, თუ ერთ–ერთი პარკი გაიხევა.

პარკი გაშალეთ. მასში ტაფა მოათავსეთ და ნიშადურის სპირტი დაასხით. დაახლოებით ნახევარი ბოთლი დაგჭირდებათ. პარკი კარგად შეკარით. მეორე პარკი ჩამოაცვით და ისიც კარგად შეკარით.

ტაფა ნიშადურის სპირტში 2 დღე გააჩერეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ, რომ ნიშადურის სპირტმა ტაფის ყველა მხარეს იმოქმედოს.

ნიშადურის სპირტს მძაფრი სუნი აქვს. პროცედურა ჰაერზე ან ღია ფანჯარასთან ჩაატარეთ. პარკში მოთავსებული ტაფა აივანზე გაიტანეთ.

პარკიდან ტაფის ამოღებისას შეამჩნევთ, რომ მთელი ნამწვი მარტივად შორდება. ნამწვი დარბილდა, ამიტომ დანით ან სახეხით მარტივად, ძალისხმევის გარეშე მოაშორებთ.

თუ ასეთი ძველი ტაფა გაქვთ ან გადაწყვიტეთ გაწმინდოთ ქურის გისოსები, რომელზეც ნამწვი დაგროვდა, ხრიკი პარკით და ნიშადურის სპირტით აუცილებლად გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს