პარაზიტ მულს ჩვენს ბინაში უფასოდ ცხოვრება უნდა

176

რამდენიმე წელია გათხოვილი ვარ. ახლახანს მე და ჩემმა მეუღლემ სახლი ავაშენეთ და იქ საცხოვრებლად გადავედით. დაგვრჩა სამოთახიანი ბინა. მის გაქირავებას ვაპირებთ, რომ მიღებული თანხით კრედიტი დავფაროთ. კრედიტი ნაწილობრივ სახლის შესაძენად ავიღეთ. ცოტა ხნის წინ მული გამოჩნდა. ძმას სთხოვს ჩვენს ბინაში გადასვლას, სანამ მის ბინაში რემონტია. საინტერესოა, რომ წასასვლელი აქვს. მშობლებთან ან მის ძველ ბინაში ცხოვრება შეუძლია. როგორც მინიმუმ, ორი ვარიანტი აქვს ჩვენი ბინის გარდა.

სხვა ადგილები, სადაც დროებით დარჩენა შეუძლია, ქალაქის ცენტრში არაა. შორი მანძილის გავლა მოუწევს, მას კი საკუთარი თავი ძალიან უყვარს და კომფორტს აფასებს. რემონტის პერიოდში ცენტრში კომფორტულად ცხოვრება სურს. ბუნებრივია, არაფრის გადახდას არ აპირებს. გამოდის, ჩვენი ხარჯი გაიზრდება. ბინის 2/3 ჩემი წილია. ჩემი ქორწინებამდელი ოროთახიანი ბინის ფულით და ქმართან ერთად აღებული სესხით შევიძინეთ, ამიტომ შევთანხმდით, რომ ამ ბინაში 1/3 მისი წილი ექნებოდა.

გაცოფებული ვარ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ადამიანია მული, როგორ იყენებს სხვებს, როგორი ეგოისტია. მუდმივად დახმარებას ითხოვს, გვიგზავნის ონლაინ მაღაზიების ლინკებს კონკრეტული საჩუქრების მითითებით, რომელიც მას და მის ქალიშვილს სურს. არაა უბრალო საჩუქრები, რომელთა ყიდვის უფლებაც საკუთარ თავს შეიძლება მისცე. ქმრისთვის მისი და წმინდანია, ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს.

ყველაზე საინტერესოა, რომ როცა ჩვენ გვქონდა რემონტი და ჩვილთან ერთად 6 თვე ცემენტზე ვცხოვრობდი, არც ერთ ნათესავს დახმარების სურვილი არ გამოუთქვამს, არავინ რჩებოდა ბავშვთან, რომ ეს ცემენტი მუდმივად არ გვესუნთქა. არავის ადარდებდა. 3 წელი გასარემონტებელ ბინაში ვცხოვრობდით. ფული არ გვქონდა, რომ მალე დაგვესრულებინა. დიდხანს სამზარეულოს გარეშე ვარსებობდით. ახლა მუქთად სხვა შევუშვათ საცხოვრებლად.

ქმარს წავეჩხუბე. ვერ ავუკრძალავ, მისი დაა, მაგრამ ფაქტი მაღიზიანებს. თუ ბინაში არ შევუშვებ, სკანდალი მოხდება, რომელიც ყველასთვის ცუდად შეიძლება დასრულდეს. მესმის, რომ არა მხოლოდ ფულის გამო არ მინდა შევუშვა, არამედ იმიტომ, რომ უპრინციპო და პარაზიტი ქალია. ყოველთვის გვირეკავს ან მე ან ჩემს ქმარს, როცა რაღაც სჭირდება, ისე ძმისშვილიც არ ახსოვს.

ეშმაკია, დაშაქრული ენით, გაქნილი, მლიქვნელი, თან თითქოს უნებურად ამბობს იმას, რაც გულს გტკენს, შეურაცხგყოფს. როცა პირველად გვეწვია ჩვენს ახალ სახლში, სარკასტულად თქვა: „ახლა მეფურად იცხოვრებთ!“ არადა თანამედროვე სტანდარტებით მოკრძალებული სახლი გვაქვს. შემდეგ გადაწყვიტა ჩვენს სახლში ზაფხულში დასვენება, მწვადების შეწვა და საუნაში ნებივრობა. უბრალოდ წარმოუდგენელია. უფასო კურორტი. მითხარით, როგორ შემოვაბრუნო სიტუაცია? არ შემიძლია ყველაფრის ასე დატოვება, მაგრამ პირდაპირ მოქმედებაც არ მინდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს