თაგვი სახლში. როგორ მოვიშოროთ ეფექტურად ბალიშის დახმარებით

2516

მახსოვს, ბავშვობაში მთელ ბინაში სათაგურები იყო დადებული. ბებია ამ და სხვა საშუალებებს თაგვების დასაჭერად იყენებდა. ცდილობდა მოეშორებინა მღრღნელები, რომლებიც მშვიდად ცხოვრებაში ხელს უშლიდნენ. ნაწილობრივ ეხმარებოდა. აი, კატის გამოჩენის შემდეგ სახლში მათი კვალი გაქრა.

სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ჩვენი კატა ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. ცოტა ხანში თაგვები ისევ დაბრუნდნენ. მორიგი შინაური ცხოველის მოყვანის ნაცვლად გადავწყვიტეთ გამოვიყენეთ ეფექტური საშუალებები, რომელსაც თავის დროზე ბებია იყენებდა.

ხალხური საშუალებები თაგვების წინააღმდეგ: 5 ეფექტური მეთოდი

სანამ თაგვებთან ბრძოლას დაიწყებთ, მათ შესახებ ცოტა ინფორმაცია უნდა გქონდეთ. მაგალითად, თაგვს შესანიშნავი ყნოსვა აქვს, სუნებს კარგად გრძნობს. მავნებლის მოსაშორებლად მისი ეს თვისება უნდა გამოიყენოთ. ხალხური საშუალებები, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, მიმართულია ძლიერი არომატის შექმნაზე, რომელიც მღრღნელს არ მოსწონს. შედეგად, თქვენს სახლს გვერდს აუვლის.

დამწვარი რეზინის სუნი

დამწვარი რეზინის სუნი ყველა მღრღნელზე, მათ შორის თაგვზე, სპეციფიკურად მოქმედებს. მასში იწყება პანიკა და მაშინვე გარბის. ძველ ადგილას მხოლოდ 6 თვის შემდეგ ან უფრო გვიან ბრუნდება. ასეთი დასაფრთხობი საშუალების შესაქმნელად რეზინის ნაჭერი ლითონის თასში ჩადეთ და დაწვით.

სუფრის ძმარი

თაგვი სუფრის ძმრით შეგიძლიათ დააფრთხოთ. წინა ვარიანტი ყველასთვის შესაფერისი არაა, მაგრამ სუფრის ძმარი, რომელიც სამზარეულოში თითქმის ყველას აქვს, ბევრისთვის მისაღებია. სახლში ზედაპირები ამ მჟავის კონცენტრირებული ხსნარით დაამუშავეთ. ასე მღრღნელებს და მწერებს მოიშორებთ.

სკიპიდარი

ამ ნივთიერების სუნი ძმარზე ძლიერია. სკიპიდარით შენობაში ზედაპირები შეგიძლიათ დაამუშავოთ. უკეთესია, თუ ნავთს შეურევთ. თაგვი თქვენს სახლს სამუდამოდ დატოვებს.

დამწვარი ფრინველის ბუმბული ან ცხოველის ბეწვი

საინტერესო მეთოდია. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუმბულის ბალიშის, ქურთუკის შემავსებელი ან ძველი ბამბის წინდა. ლითონის თასში დაწვით და ფერფლი გამოიყენეთ. ფითხს აურიეთ და იმ ადგილას დაყარეთ, სადაც თაგვები ხშირად დარბიან.

არყის ხის კუპრი

ქსოვილის ნაჭერი კუპრში დაასველეთ და კუთხეებში დააწყვეთ. ამ საშუალების სპეციფიკური სუნი მღრღნელებს დააფრთხობს.

უკვე იცით, რისი ეშინია თაგვებს, ამიტომ მათთან საბრძოლველად ეფექტური მეთოდები შეგიძლიათ შექმნათ. მთავარია, შეარჩიოთ ისეთი საშუალება, რომლის სუნს ადვილად გადაიტანთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს