5 მთავარი შეცდომა, რომელსაც ქალი კაცთან ურთიერთობისას უშვებს

519

სულელური ჩხუბი, უთქმელობა და წყენა მარტივად შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ. ამისთვის უნდა გააცნობიეროთ, რომ მამაკაცს ქალის ენაზე არ უნდა ესაუბროთ. გავარკვიეთ, როგორ მოვიქცეთ თარგმნის სირთულის გარეშე.

ხშირად კაცთან ურთიერთობისას ქალი იშვიათად ცდილობს, რომ სწორად გაუგონ და ამაოდ. კაცთან ურთიერთობას ქალური სტანდარტებით ვცდილობთ, შემდეგ მხრებს ვიჩეჩავთ და იმედგაცრუებული ვართ, რომ საყვარელს „ხმას ვერ ვაწვდენთ“. რატომ ხდება ასე? ამ კითხვაზე პასუხი აქვს ალანა და ბარბარე პიზებს, რომლებიც არიან წიგნის ავტორები „ურთიერთობის ენა. კაცი და ქალი“,

კაცთან ხმამაღლა ფიქრი

ქალის გონება დაპროგრამირებულია ისე, რომ გამოიყენოს მეტყველება, როგორც გამოხატვის მთავარი საშუალება. თუ კაცს 5-6 საქმე აქვს, შემოიფარგლება ერთი ფრაზით: „რაღაც უნდა გავაკეთო, მოგვიანებით გნახავ“. ქალი ჩამოთვლის ხუთივე საკითხს, განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და შესაძლებლობას. „იქ უნდა წავიდე, ეს გავაკეთო, მაგრამ თუ არ გამოვა, სხვა ადგილას წავალ და ა.შ.“

რატომ აღიზიანებთ?

კაცი საკითხის მოგვარების ქალურ მიდგომას „ხმამაღლა ფიქრს“ აღიქვამს უსასრულობად, რაც მთავარია, დამღლელ ჭორაობად, რომელიც უნდა გაატაროს , ან უარესი, დახმარების მოწოდებად.

შეცდომებზე მუშაობა:

ქალისთვის მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს, რომ პრობლემებზე არ იფიქროს: მასზე საუბარი. შესაბამისად, საკუთარ საქმეზე საუბრით პრობლემის მოგვარებას სხვას არ სთხოვს და პასუხისმგებლობის გადაბარებას არ ცდილობს. ამის შესახებ მას უთხარით. თავად დაიმახსოვრეთ, რომ კაცის დუმილი არ ნიშნავს, რომ მისთვის „სულერთია“.

ერთდროულად რამდენიმე საკითხზე საუბარი

ქალის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებში ინფორმაციების ნაკადი უფრო ძლიერი. ასევე აქვს ტვინის სპეციალური უბნები, რომლებიც მეტყველებაზე პასუხისმგებელნი არიან. სწორედ ამიტომ, ქალს ერთდროულად რამდენიმე საკითხზე საუბარი შეუძლია.

რატომ აღიზიანებთ?

ქალის მრავალმხრივობა აშინებს კაცს, რომლის ტვინს შეუძლია გაყვეს მხოლოდ ერთ ხაზს და ერთდროულად მხოლოდ ერთი თემის ინფორმაცია გადაამუშავოს. ქალს შეუძლია დაიწყოს ერთი საკითხით, შუაში სხვა თემაზე გადავიდეს, გაუფრთხილებლად პირველს დაუბრუნდეს და ბუნდოვნად სხვა საკითხიც ახსენოს. კაცი ამაზე ფიქრობს და იბნევა.

შეცდომებზე მუშაობა:

თუ გსურთ, რომ კაცმა გაგიგოთ და მოგისმინოთ, ერთი საკითხიდან მეორეზე არ გადახტეთ. ისაუბრეთ მხოლოდ ერთი საკითხზე, რომელიც გაწუხებთ.

სიტყვის ჩამორთმევა

კაცები ერთმანეთს სიტყვას აწყვეტინებენ მხოლოდ მაშინ, როცა აგრესიულად განწყობილნი არიან ან კონკურენციას გრძნობენ. ქალისთვის მუდმივი რეპლიკა ნიშნავს, რომ თანამოსაუბრეს ყურადღებით უსმენს. ქალის მცდელობა ლაპარაკი მრავალმხრივ საუბრად აქციოს და ამით კაცზე შთაბეჭდილება მოახდინოს, მარცხისთვის განწირულია. კაცი ამას საუბარში უხეშ ჩარევად აღიქვამს.

რატომ აღიზიანებთ?

კაცის ფრაზები გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულია და სიტყვა ბოლომდე უნდა დაასრულოს, რომ საუბარი უაზროდ არ მოეჩვენოს. სხვადასხვა მომენტებზე ერთდროულად საუბარი არ შეუძლია. ყველას, ვინც ასე იქცევა, უზრდელად ან დონდლოდ მიიჩნევს.

შეცდომებზე მუშაობა:

დაინდეთ კაცები! ისინი რიგრიგობით საუბრობენ, რადგან შეუძლიათ ან ლაპარაკი ან მოსმენა, ორივე ერთად არა. ლმობიერი იყავით და დრო მიეცით, რომ თქვას ყველაფერი, რაც სურს. არ შეაწყვეტინოთ.

მინიშნებებით საუბარი

მინიშნებებით საუბარი წმინდა ქალის სპეციალობაა და ემსახურება გარკვეულ მიზანს: ასეთი საუბრით ადვილია ურთიერთობის დამყარება და შეთანხმების მიღწევა, რადგან მასში არაა აგრესია, დაპირისპირება და უთანხმოება. სრულად შეეფერება კერის მცველს, რომელიც ჰარმონიაზე პასუხისმგებელია.

რატომ აღიზიანებთ?

კაცს საუბარში ლოგიკის და მიზნის არ არსებობა აღიზიანებს. ქალს ადანაშაულებს, რომ თავად არ იციას, რაზე საუბრობს.

შეცდომებზე მუშაობა:

წინასწარ გააფრთხილეთ, რაზე და როდის გსურთ საუბარი, რა საკითხს განიხილავთ. ასეთი მიდგომა კაცის ლოგიკასთან ახლოსაა, მისი ტვინის სტრუქტურას ეხმიანება, აგრძნობინებს მნიშვნელობას და პრობლემის მოგვარება მის მხრებაზე გადააქვს.

არ დაიწყოთ კითხვა „შეგიძლია“. ამას კაცი აღიქვამს შეუძლია თუ არა. ამ ლოგიკით პასუხობს „დიახ“ – შეუძლია, მაგრამ ეს სიტყვა კონკრეტულ ქმედებას არ უკავშირდება.

გარდა ამისა, კითხვის ასეთი ფორმულირებისას კაცს ექმნება შთაბეჭდილება, რომ მასზე მანიპულირებენ, აიძულებენ უპასუხოს „დიახ“.

კაცს მოქმედების სურვილი რომ აღუძრათ, სხვა ფორმით ჰკითხეთ: „დამირეკავ საღამოს?“ ასე კითხავთ, ხომ არ არის დაკავებული საღამოს. კაცს შეუძლია გიპასუხოთ „კი“ ან „არა“. უმჯობესია მიიღოთ „არა“ და იცოდეთ, როგორ გაატარებს საღამოს, ვიდრე მოისმინოთ „კი“ ყოველ „შეგიძლიაზე“ და გაურკვევლობაში დარჩეთ. კაცი, რომელიც ქალს ხელს სთხოვს, ყოველთვის ამბობს: „გამომყვები ცოლად?“, მაგრამ არასდროს იტყვის „შეგიძლია გამომყვე ცოლად?“

წყენის დუმილით გამოხატვა

ქალი იყენებს სიტყვებს, რომ ურთიერთობა დაალაგოს და მონაწილეობა გამოხატოს, მისთვის სიტყვა ერთგვარი ჯილდოა. კაცი სხვაგვარად მოწყობილია და სერიოზულად არ აღიქვამს „ქალის მუქარას“ – „შენთან საუბარს შევწყვეტ“.

რატომ აღიზიანებთ?

ვინ თქვა, რომ კაცს ეს აღიზიანებს? ასეთი მუქარა მისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ ლაყბობისგან დაისვენოს. როგორც მინიმუმ, თქვენი დუმილის პირველი ათი წუთი მისთვის სიმშვიდის მოულოდნელ ბონუსად აღიქმება.

შეცდომებზე მუშაობა:

არ იჩქაროთ პირის დაღება და რაიმეს თქმა, სანამ ეს დრო არ გავა, როგორც არ უნდა გსურდეთ ამის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში კაცი თავს დასჯილად ვერ იგრძნობს.