უპრეტენზიო ოთახის მცენარეები, რომელიც შესაფერისია თანამედროვე საქმიანი დიასახლისებისთვის

418

მცენარე ერთ–ერთი უმარტივესი მეთოდია, რომ სახლში მყუდრო ატმოსფერო შექმნათ. პოპულარული დეკორია, რომელსაც ყველა დიზაინერი რეკომენდაციას უწევს. ოთახის მცენარე ჰაერსაც შესანიშნავად წმენდს. მათ შორის ბევრი უპრეტენზიო მცენარეა, რომელსაც საგულდაგულო ზრუნვა არ სჭირდება.

ასეთი მცენარეები ნამდვილი აღმოჩენაა თანამედროვე საქმიანი დიასახლისებისთვის. Vivien საუკეთესო ვარიანტებს გთავაზობთ.

უპრეტენზიო მცენარეები ბინისთვის

ზოგიერთი მცენარე მოითხოვს ისეთ მოვლას და ზრუნვას, როგორც შინაური ცხოველი. თუ აპირებთ ბინის ან სახლის მწვანე ლამაზმანებით გაკეთილშობილებას, დაიწყეთ უპრეტენზიო მცენარეებით, რომლის მოვლა ადვილი და მარტივია. გიზიარებთ ულამაზესი მცენარეების სიას, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

ქლოროფიტუმი

მცენარე სამხრეთ აფრიკიდან შემოვიდა და ჩვენთან კარგად იზრდება. ლამაზი ბუჩქი თხელი, ვიწრო დაკიდული ფოთლებით უშვებს „შვილებს“. სურვილისამებრ, ცალკე ქოთნებში შეგიძლიათ გადარგოთ. ქლოროფიტუმი შეგიძლიათ კედელზე დაკიდოთ და ლამაზი დიდი ბუჩქი შექმნათ.

როგორ მოუაროთ?

თუ ქოთანი სამხრეთ მხარესაა, რეგულარულად მორწყეთ, რომ მიწა არ გამოშრეს. ქლოროფიტუმი დაჩრდილულ ადგილსაც კარგად იტანს. ამ შემთხვევაში მიწა ზედმეტად არ დაატენიანოთ.

კრასულა

ხალხში „ფულის ხე“. ითვლება, რომ თუ ამ მცენარეზე კარგად იზრუნებთ, სახლში ფინანსურ კეთილდღეობას მოიზიდავთ. ბუჩქი ოვალური ხორციანი მკვრივი ფოთლებით მშრალი ადგილის ბინადარია. კრასულა ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ. მზის პირდაპირ სხივებს მშვენივრად იტანს.

როგორ მოუაროთ?

მთავარია, რომ ოთახის მცენარე ზედმეტად არ მორწყათ. გვალვას ადვილად იტანს, სითხის დიდ ნაწილს ფოთლებში ინახავს. ქოთანში გამომშრალი მიწა ტენიანობის დეფიციტის ნიშანი არაა.

ალოე

ალოე დიდი ფოთლებით და ყვავილებით არ გამოირჩევა, მაგრამ ოთახის მცენარეების მწვანე კომპოზიციაში შეგიძლიათ ჩართოთ. მისი ფოთლები სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ალოეს წვენი დამწვრობის და ნაკაწრების დროს შესანიშნავი საშუალებაა.

როგორ მოუაროთ?

ალოე ზედმეტ მორწყვას ან მის დეფიციტს ადვილად იტანს. მზიან მხარეს მოათავსეთ. დროულად გადაჭერით და დაამოკლეთ, რადგან ალოეს დიდი ეკლიანი ფოთლები ლამაზად არ გამოიყურება.

სანსევიერა

სანსევიერა, იგივე „სიდედრის ენა“. ბუჩქი იზრდება აწვერილი სქელი ფოთლებით, ლამაზი ლაქებიანი შეფერილობა აქვს. უპრეტენზიო მცენარე უდაბნოს ადგილებიდან მოდის. იმდენად სწრაფად იზრდება, რომ სხვა ქოთანში გადარგვას და გაჩუქებას ვერ მოასწრებთ.

როგორ მოუაროთ?

რაც უფრო დიდია ბუჩქი, მით მეტი სითხე სჭირდება. აკონტროლეთ, რომ დროულად მორწყათ. თუ ბუჩქი ზედმეტად გაიზარდა, რამდენიმე ნაწილად დაყავით ან დიდ ქოთანში გადარგეთ.

ტრადესკანცია

ოთახის მცენარეს სახელი ჯონ ტრადესკანტის, ინგლისელი მკვლევარის საპატივცემულოდ შეარქვეს. თავად მცენარე ამერიკიდან არის და მრავალი სახეობა აქვს. პოპულარულია ბუჩქი ოვალური ფოთლებით, მწვანე თეთრი ზოლებით. რეგულარულად გადაჭერით. თუ ღეროებს გაზრდას აცდით, ლიანებივით ქვემოთ დაეშვება.

როგორ მოუაროთ?

თუ გსურთ, რომ ლიანები ლამაზად ჩამოეკიდოს, ტრადესკანცია ღრმა ქოთანში ჩარგეთ. ხშირად მორწყვა არ დაგავიწყდეთ. ოთახის მცენარეს ტროპიკული, ნოტიო კლიმატი უყვარს.

როგორც ხედავთ, შეგიძლიათ იპოვოთ ლამაზი მცენარე, თუნდაც მისი მოვლის დრო არ გქონდეთ. მთავარია, ცოტა ცოდნა და მინიმალური მოვლა. ასე ბინას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაამწვანებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს