რამდენიმე ხრიკი, როგორ მოიშოროთ სარეველები ფილებს შორის

283

ქვის ბილიკები აგარაკზე ყოველთვის ძვირადღირებულად გამოიყურება. ნებისმიერ ბაღს ალამაზებს. ყველა მებოსტნისთვის საძულველი სარეველები საქმეს აფუჭებს. საძულველი ბალახი ქვებს შორის ღარებში იზრდება, მიწიდან ამოდის. Vivien გიამბობთ, როგორ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას.

ქვის ბილიკები

ხავსი, ბაბუაწვერა და სხვა სარეველა, რომელიც ქვის ბილიკებს შორის ამოდის, ბაღის იერსახეს ძლიერ აფუჭებს. მავნე სარეველას ერთხელ და სამუდამოდ მოშორება გვსურს. როგორ გავაკეთოთ? მათთან საბრძოლველად რამდენიმე გამოცდილი მეთოდი არსებობს.

სპეციალური საფხეკი უმარტივესი და ყველაზე თვალსაჩინო საშუალებაა. მისი დახმარებით ბალახი და სხვა სარეველა მიწიდან მექანიკურად შეგიძლიათ ამოძირკვოთ. ასე თავად ბილიკს მინიმალურად დააზიანებთ.

პროცედურის შემდეგ ქვებს შორის ღარებში უნდა გაიაროთ, ზედმეტი მიწა მოაშოროთ და ბილიკიდან გაიტანოთ. სარეველების მოშორებას წვიმის შემდეგ გირჩევთ. ამ დროს მიწა დამყოლია და სარეველების ამოძირკვა გაგიმარტივდებათ. მართალია, ასე ბილიკს უფრო მეტად დასვრით, მაგრამ შლანგის წყლით მისი გარეცხვა მარტივია.

მნიშვნელოვანია, რომ სარეველები ფესვებიანად ამოძირკვოთ, რომ ძველი ბალახის ნაცვლად ახალი არ გაიზარდოს. ხანგრძლივი გვალვის შემდეგ ამის გაკეთება ადვილია. ამ დროს სარეველა ხმება და მიწაში საყრდენს კარგავს. ამ შემთხვევაში მაღალი წნევის გამწმენდი იდეალურად მუშაობს.

ეს სპეციალური მოწყობილობაა, რომლითაც სარეველებს ღარებინად უბრალოდ „ჩამორეცხავთ“. ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რომ ფილებს შორის მასალა არ დაზიანდეს. გამწმენდი 45 გრადუსიანი კუთხით დაიჭირეთ და ოდნავ თბილი წყალი გამოიყენეთ. მოწყობილობა ძვირი ღირს. გირჩევთ, დაიქირავოთ ან მეგობარ მებაღეებში მოიკითხოთ, ვინმეს ხომ არ აქვს.

ასევე არსებობს სპეციალური ელექტროჯაგრისი ღარებისთვის. მოსახერხებელი მოწყობილობა სარეველას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგაშორებთ. ასეთი ნივთით მუშაობა სწრაფი და მარტივია. მართალია, ძვირი ღირს. უნდა განსაზღვროთ, რამდენად დიდია თქვენი ბაღი და გამართლებულია თუ არა ამ ნივთის ყიდვა.

როგორ მოვიშოროთ სარეველები ბაღში

ქვებს შორის ამოსულ სარეველებს გაზის სანთურითაც იშორებენ. ასე ბალახს წვავთ. ამავდროულად, ფილების მასალას აზიანებთ. დამატებით, არც თუ ისე ეკოლოგიურად სუფთა მეთოდია სარეველების მოსაშორებლად.

უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, დამცავი კოსტიუმი ჩაიცვით, რომელიც ცეცხლისგან დაგიცავთ. მეორეც, წყლით სავსე ვედრო ახლოს იქონიეთ. ხანძრის ჩასაქრობად დაგჭირდებათ.

რა თქმა უნდა, სარეველები ქიმიკატების გამოყენებითაც შეგიძლიათ მოიშოროთ, თუმცა რამდენიმე მიზეზით საუკეთესო ვარიანტი არაა. პირველ რიგში, ქიმიური ნივთიერებები გარემოს აზიანებს და მიწისქვეშა წყლებში ხვდება.

ქიმიური ნივთიერებები აზიანებს სხვა მცენარეებს და ყვავილებს, რომლებიც ბაღში იზრდება. საზღვარგარეთ, ასეთი ნივთიერებების გამოყენებისთვის დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. უფრო მეტიც, იქ სარეველებლთან საბრძოლველად ძმრის და მარილის გამოყენებაც არ შეიძლება. ესეც გარემოზე დამღუპველ გავლენას ახდენს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს