ჩვეულებრივ, 29 წლის ქალი უკვე დაოჯახებულია, შვილები ჰყავს და სტაბილური სამსახური აქვს. ასე ფიქრობდა ბარბარე, რომელსაც სწრაფად ოჯახის შექმნა და შვილის გაჩენა ძალიან სურდა.
გოგონა რაიონში დაიბადა, სკოლის დამთავრების დედაქალაქში უნივერსიტეტში ჩააბარა. მშობლებმა პატარა სტუდიო უყიდეს. სტუდენტურმა წლებმა მხიარულად ჩაიარა, თავგადასავლებით სავსე იყო. სწავლის შემდეგ ბევრი მეგობარი სხვა ქალაქებში გადავიდა, ზოგი გათხოვდა, ზოგი საზღვარგარეთ წავიდა. ბარბარემ მუშაობა დაიწყო, თავისუფალ დროს სავარჯიშო დარბაზში დადიოდა, შაბათ–კვირას მეგობრებთან ერთად ბარში ერთობოდა.
თითქოს ყველაფერი კარგად ჰქონდა, მაგრამ სიყვარულში არ უმართლებდა. ზუსტად 1 წლის წინ დაშორდა შეყვარებულს, რომელთანაც სკოლის წლებიდან იყო. ბიჭი მასთან ერთად დედაქალაქში გადმოვიდა, შემდეგ მიატოვა და სხვა იპოვა. გოგოსთვის ეს მძიმე დანაკარგი იყო, შოკში იყო, როგორ მოექცა საყვარელი ადამიანი. რამდენი გეგმა ჰქონდა, ქორწილის, სხვა ქალაქში გადასვლის იმედები. სანდრომ ჯერ თანაკურსელთან უღალატა, შემდეგ საერთოდ წავიდა. ამ შემთხვევის შემდეგ მთელი წელი ახლოს არავის უშვებდა.
ერთხელ ნაცნობმა 8 მარტის აღსანიშნავად აგარაკზე დაპატიჟა. ბევრი ხალხი იყო. საღამო მხიარულად გაატარეს. ბევრი იცეკვეს, მწვადები შეჭამეს, შამპანური დალიეს, ითამაშეს. იქ ტარიელი გაიცნო.
ერთმანეთი პირველივე შეხვედრიდან მოეწონათ. მათ შორის ნაპერწკალმა გაიელვა. მეტის ცდა ისურვეს. ერთთვიანი რომანტიკული შეხვედრების შემდეგ ტარიელი ბარბარესთან საცხოვრებლად გადავიდა.
დღე 1
ტარიელს და ბარბარეს დასვენების დღე ჰქონდათ. სახლში ყოფნა და ტელევიზორის ყურება გადაწყვიტეს. ბიჭმა ნივთები უკვე გადმოიტანა. ადრე მეგობართან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდა.
დღე 2
ბარბარე საღამოს სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა. შეყვარებული სახლში არ იყო, უძრავი ქონების აგენტად მუშაობდა, გვიანობამდე მუშაობდა. გოგონამ ვახშამი მოამზადა. მაცივარში ცოტა პროდუქტი დარჩა, ტარიელს მიწერა პროდუქტების სია, რომელიც უნდა ეყიდა.
ტარიელი დაახლოებით საღამოს 10 საათზე დაბრუნდა. პროდუქტები იყიდა, მაგრამ ყველაფერი არა. თქვა, რომ მაღაზიაში ყველაფერი ძვირია და უნდა დაზოგონ. ბარბარეს მისი სიტყვები არ მოეწონა. თუმცა დაფიქრდა, იქნებ ქორწილისთვის ფულს აგროვებს. კარგი.
დღე 3
წერილი ტარიელისგან: „ბაბი, სახლში მოვედი, რატომ არაა საჭმელი, რა ვჭამო?“
წერილი ბარბარესგან: „არ ვიცოდი, რომ ასე ადრე მოხვიდოდი. ვერ მოვასწარი. პროდუქტებიც არ გვიყიდია. ხელფასს მიგვიანებენ“.
წერილი ტარიელისგან: „გასაგებია. ისესხე. მთელ ფულს ქორწილისთვის ვაგროვებ. ახალი ნივთებიც უნდა ვიყიდო. თავად ხედავ, რა მაცვია“.
დღე 4
ტარიელმა და ბარბარემ იჩხუბეს, რადგან ბიჭი გამთენიისას მთვრალი მოვიდა და ქალის სუნამოს სუნი ასდიოდა. ტარიელი თავს ცუდად გრძნობდა და მთელი დღე ეძინა.
დღე 5
წყვილი შერიგდა, ტარიელმა ფანჯრის ქვეშ დაუწერა „ყველაზე მეტად მიყვარხარ, მხოლოდ შენი ვარ“. საღამოს სიყვარულის პატარა წვეულება მოაწყვეს: სანთლები, ტორტი და ღვინო. ტარიელი გაერთო, ბარბარე შეყვარებულის მკლავებში დადნა.
დღე 6
დილით სამსახურში წავიდნენ. საღამოს ბარბარე დაქალს შეხვდა, ტარიელი ზარს არ პასუხობდა. საღამოს ათზე მოვიდა, განადგურებული და უკმაყოფილო, კითხვებს არ პასუხობდა.
დღე 7
ბარბარე სახლში მოვიდა. დალაგებისას დაინახა, რომ ყულაბა ცარიელი იყო. იქ ქორწილისთვის ფული იყო გადადებული. შეყვარებულს დაურეკა. უთხრა, რომ, ალბათ, გაქურდეს. ბარბარეს ეჭვი მასში შეეპარა.
დღე 8
ბარბარემ გვიან საღამოს უცნობი ნომრისგან წერილი მიიღო: „გგონია ჭირდები? მალე მიგატოვებს“. გოგონა გაბრაზდა, ტარიელს უკვე ეძინა. დილით პასუხი მოთხოვა. ტარიელმა თავი იმართლა, ალბათ, ეხუმრებიან. საუბრის თემა სწრაფად შეცვალა. ბარბარემ უთხრა, რომ გაქურდვაზე განცხადება დაწერა.
დღე 9
ბარბარე სახლში დაბრუნდა, ბინაში სრული ქაოსი იყო. მაცივარი ცარიელი. ტარიელი, როგორც ყოველთვის, არ პასუხობდა. დაჯდა, დაფიქრდა. „გადაწყვეტილია, ვშორდები“.
როცა ბიჭი საღამოს დაბრუნდა, მისი ნივთები უკვე კართან იდო. გოგონას მოუსმინა, ატირებულ თვალებში ჩახედა და უთხრა: „გასაგებია, ბედნიერებას გისურვებ. არა, მოიცადე, ტელევიზორს და ვიდეოტექნიკას წავიღებ, მე ვიყიდე“. ტარიელი ფეხცმული ოთახში თავხედურად შევიდა და ნივთები აიღო. ბარბარემ კარი მიხურა, იატაკზე დაჯდა და ძლიერ ატირდა.
„რატომ ხდება ასე?“