4 ეფექტური მეთოდი, როგორ დაიცვათ ბაღ–ბოსტანი კატებისგან

448

კატა კვლებში ნერგებს შორის წოლის დიდი მოყვარულია. ასევე ბაღში კვალს ხშირად ტოვებს. ნერგები ცხოველის ქმედებისგან რომ არ დაზარალდეს, უნდა იცოდეთ, როგორ მოაშოროთ კატა კვლებს ეფექტურად.

ბაღის მუდმივად ყარაულობა არ მოგიწევთ, რადგან ცხოველი მასთან მიახლოებას არ ისურვებს. ასეთი შედეგის მიღწევა საკმაოდ მარტივია. მთავარია დაიმახსოვროთ პატარა ხრიკები დასაფრთხობად, რომელსაც დიდი ფინანსური ხარჯი არ სჭირდება.

4 ეფექტური მეთოდი კვლებიდან კატების მოსაშორებლად

ეთერზეთი გამოიყენეთ

კვლებში წოლის მოყვარული მძაფრი არომატებით შეგიძლიათ დააფრთხოთ. ამისთვის ნერგების კიდეები სითხეში გაზავებული ეთერზეთით დაამუშავეთ. რამდენიმე წვეთი ლავანდის, დარიჩინის, ციტრუსის ან როზმარინის ზეთი სუფთა წყალში გააზავეთ. კარგად აურიეთ. ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით და კატების მოყვარულ ადგილას მოასხით. სიტყვაზე, თუ ციტრუსის ეთერზეთი არ გაქვთ, ფორთოხალი ან ლიმონი გამოიყენეთ. მათი ქერქი წვრილად დაჭერით და წყალში ჩაყარეთ. ესეც ასე, კატა იქით აღარ გაიხედავს.

ყავის ნალექი მოაყარეთ

საიდუმლო არაა, რომ კატა ყავის არომატს ვერ იტანს. სწორედ ამიტომ, მისი ნალექი კვლების დასაცავად იდეალური საშუალებაა. გარდა იმისა, რომ მოყრილი ყავა კატას (და ჭიანჭველას) დააფრთხობს, დარგული კულტურისთვის კარგი სასუქის როლს შეასრულებს.

ყვავილები დარგეთ

კატა ბაღში აღარ შევა, თუ ლავანდას ან ჯინჭარა ყვავილს დარგავთ. ამ დეკორატიული მცენარეების არომატებს ცხოველი უბრალოდ ვერ იტანს. ყვავილები ბაღის პერიმეტრის გარშემო დარგეთ და მცენარეებს კატების მავნებლობისგან დაიცავთ.

სანელებლები გამოიყენეთ

დაფქული წიწაკის (შავი, თეთრი, კაიენის) სუნი კატას არ მოსწონს. ამ სანელებლით და წყლით სპრეი გააკეთეთ, შემდეგ კვლები დაამუშავეთ. ასე კატები ბაღში სტუმრობას შეწყვეტენ.

რა თქმა უნდა, კატას სარგებლის მოტანაც შეუძლია. ისინი ნაკვეთზე მღრღნელებს იჭერენ. თუმცა ბაღში ფხვიერი მიწის თხრით და კვლებში სირბილით მხოლოდ ზიანს მოგიტანთ. სანელებლის და მძაფრსუნიანი ეთერზეთის გამოყენება, ძალიან არომატული მცენარეების დარგვა და დაფქული ყავის მოყრა კატების დასაფრთხობად საუკეთესო საშუალებაა. ეს დაიმახსოვრეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს