10 ხრიკი, როგორ შეინახოთ მილიონი ნივთი პატარა კარადაში

618

ყველა ადამიანს არ გაუმართლა და სახლში ფართო საგარდერობე ოთახი არ აქვს. სწორედ ამიტომ, თავს იმტვრევენ ფიქრით, როგორ შეინახონ ყველა ნივთი პატარა კარადში. აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია.

ათი ძირითადი წესის დაცვა საკმარისია, რომ პატარა კარადაში მოთავსდეს მილიონი პატარა ნივთი, მათ შორის ქვედა საცვლები და თეთრეული, ასევე სხვადასხვა აქსესუარი.

როგორ შევინახოთ ყველა ნივთი პატარა კარადაში: 10 წესი

1. საზღვრები გააფართოეთ

კარადის მთელი სივრცის გამოყენება სცადეთ. ზოგიერთი ნივთი დაკიდეთ, ზოგიერთი მის ქვეშ შეინახეთ, თავისუფალი სივრცე შეავსეთ. ასე კარადაში მოთავსდება ჩანთები, ფეხსაცმელი, ნივთებით სავსე ყუთები, ასევე ჩემოდნები.

2. ნივთები ვერტიკალურად შეინახეთ

ნივთები, რომლებიც ძალიან არ იჭმუჭნება, არ დაკიდოთ, არამედ თაროზე შეინახეთ. ვერტიკალურად დააწყვეთ და არა კლასიკური მეთოდით. ასე გაცილებით ბევრ ნივთს მოათავსებთ.

3. ნივთების შესანახად კარი გამოიყენეთ

რაც შეიძლება მეტი ნივთი რომ შეინახოთ, კარადის კარზე შენახვას გირჩევთ. კარის შიდა მხარეს პატარა კავები მიამაგრეთ. მათზე დაკიდეთ ჩანთები, შარფები ან სხვა აქსესუარები.

4. მრავალიარუსიანი საკიდარი გამოიყენეთ

კარადაში ადგილი რომ დაზოგოთ, ტანსაცმელი საკიდარზე ფენებად მოათავსეთ. ასე ერთი უსიამოვნო პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით: ნივთების გამოღება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, რომ მრავალიარუსიანი საკიდარი გამოიყენოთ. ბევრად უფრო მოსახერხებელია.

5. კარადაში ორი საკიდი დაამაგრეთ

ბევრი ტანსაცმლის შესანახად ზედა საკიდის ქვეშ კიდევ ერთი დაამაგრეთ. ასეთი ხრიკით ნივთების შენახვის პროცესს გაამარტივებთ. დამატებით ნივთები ნაკლებად დაიჭმუჭნება.

6. საცვლებისთვის ორგანაიზერი იყიდეთ

ქვედა საცვლების და წინდების უჯრაში ყოველთვის წესრიგი რომ იყოს, სექციებად დაყოფილი სპეციალური ორგანაიზერები ჩააწყვეთ. ასე საჭირო ნივთს მარტივად და სწრაფად იპოვით.

7. გამოიყენეთ საკიდი კოფრი

მილიონი ნივთი პატარა კარადაში რომ შეინახოთ, მის გარეთ არსებული სივრცეც უნდა აითვისოთ. შეიძინეთ საკიდი კოფრი, რომელიც ნებისმიერ შესაფერის ადგილას შეგიძლიათ მოათავსოთ. მასში ტანსაცმლის გარკვეული ნაწილი შეინახეთ.

8. შეიძინეთ ვაკუუმ შეფუთვა

ვაკუუმ პაკეტი ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვისაც დიდი კარადა არ აქვს. მისი გამოყენება მოსახერხებელია. ბევრი ტანსაცმელი პაკეტებში ჩააწყვეთ, შემდეგ ჰაერის ამოტუბვის ხარჯზე მოცულობაში შეამცირეთ.

9. სწორად შეინახეთ თეთრეული

თუ კარადაში გარდერობის ნივთებიც და თეთრეულიც უნდა შეინახოთ, პატარა ხრიკს მიმართეთ. ასე ნაკრების ყველა ნაწილს სწრაფად იპოვით და ადგილს დაზოგავთ. თეთრეული ბალიშისპირში ჩადეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეინახეთ კარადაში.

10. ფეხსაცმელი ყუთში შეინახეთ

კარადის ქვედა ნაწილში ფეხსაცმლის უყუთოდ შენახვა კარგი იდეა არაა. ასე დიდ ადგილს დაიკავებს. ფეხსაცმლის ყუთები არ გადაყაროთ. მათში შეინახეთ ფეხსაცმელი, რომელსაც სეზონზე არ იყენებთ.

ამ ათი წესის დაცვით პატარა კარადაში ბევრი ტანსაცმლის შენახვას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს