სიტყვათშეთანხმება „მიმზიდველი ინტროვერტი“ ოქსიმორონად ჟღერს, მაგრამ მსოფლიოში ცნობილი ექსპერტები სხვაგვარად ფიქრობენ. მოიშორეთ სტერეოტიპები, სიტუაციას ახლებურად შეხედეთ და მიხვდებით, რომ ინტროვერტის ბევრი თვისება ნამდვილად მიმზიდველია. საშუალო სტატისტიკური ინტროვერტი მშვიდი და თავდაჯერებულია, ცარიელ საუბრებს ყურადღებას არ აქცევს. შეუძლია იყოს ნამდვილად ბედნიერი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ცხოვრების მეგზურის გაბედნიერება შეუძლია.
მიმზიდველი ინტროვერტი. გულჩაკეტილი ადამიანის ქარიზმის საიდუმლოებები
ფიქრობს, სანამ რამეს იტყვის
ერთი მხრივ, ინტროვერტი სიტყვაძუნწია. მეორე მხრივ, ყოველთვის ფიქრობს, სანამ სხვებს საკუთარ აზრებს გაუზიარებს. ინტროვერტის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ, თქვენს საიდუმლოს შემთხვევით არავის გაანდობს მხოლოდ იმიტომ, რომ ენას კბილი ვერ დააჭირა. პარტნიორის სანდოობა ინტროვერტთან ურთიერთობაში საკმაოდ დიდი უპირატესობაა.
ღალატისკენ მიდრეკილი არაა
ინტროვერტი საიმედოა არა მხოლოდ სიტყვებით, აზრებით და ქცევით, არამედ გრძნობებშიც. ცარიელი საუბარი ნაკლებად აინტერესებს. ადამიანს ნელნელა და ფრთხილად უახლოვდება. ინტროვერტის ნდობა რომ მოიპოვოთ, კარგად უნდა ეცადოთ. მისი სიყვარული რომ მოიპოვოთ, ტიტანური ძალისხმევა უნდა გაიღოთ.
სწორედ ამით აიხსნება მისი ერთგულება. ნამდვილად აფასებს მათ, ვინც მის გვერდითაა. უკვე შექმნილ ურთიერთობას შემთხვევითი ინტრიგის გამო საფრთხის ქვეშ არ დააყენებს. ინტროვერტს შემთხვევითი რომანი თითქმის არ აქვს. ასეთი პარტნიორის გრძნობებში მშვიდად შეგიძლიათ იყოთ.
საუკეთესო მსმენელია
ინტროვერტი გამოჩენილი ორატორი იშვიათად გამოდის. სამაგიეროდ, ბავშვობიდან სწავლობს სხვების მოსმენას და ინფორმაციას ღრუბელივით შეწოვას. ინტროვერტიდან არ გამოვა პარტნიორი, რომელიც სხვების ყურადღებას წამებში იპყრობს. სამაგიეროდ, მისი ყურადღება მხოლოდ თქვენზე კონცენტრირებულია.
თავდაჯერებულია
თუ ექსტროვერტი ცხოვრებაში კავშირებს და ბევრ მეგობარს ეყრდნობა, ინტროვერტს ასეთი ფუფუნების იმედი არ აქვს. გულჩაკეტილი პიროვნება ძალიან ადრე ხვდება, რომ მხოლოდ საკუთარ თავს და უახლოეს ადამიანებს უნდა დაეყრდნოს. ინტროვერტი თითქმის ყოველთვის ძალიან თვითკმარია.
სხვადასხვა პრობლემის მარტო გამკლავებას მიჩვეულია, ამიტომ დროთა განმავლობაში განსაკუთრებულ თავდაჯერებულობას იძენს. ეს თავდაჯერებულობა წარმოუდგენლად გაბერილი ეგოდან არ მოდის, არამედ მხოლოდ საკუთარი მიღწევების გამოცდილებიდან. თავდაჯერებული ადამიანის მიმზიდველობის შეფასება კი შეუძლებელია.
როგორც ხედავთ, მიმზიდველი ინტროვერტი მითი არაა. ასეთი პიროვნება კვირაში 7 დღე, 24 საათი საკუთარი თავის რეკლამირებაზე დროს არ ხარჯავს. მან თავის ფასი იცის. ამავდროულად, სხვებს უფრო მეტად აფასებს, ვიდრე მჭერმეტყველი, მაგრამ ხშირად ძალიან ზედაპირული ესტროვერტი.