მწერები, დაავადებები, სასუქის ნაკლებობა, ცივი ამინდი, ეს ყველაფერი ბოსტნეულის კულტურის მოსავლიანობაზე პირდაპირ მოქმედებს. ცნობისმოყვარე მებოსტნეები სხვადასხვა სასუქით და საკვებით ექსპერიმენტებს ატარებენ, რომ მცენარე მსგავსი ფაქტორებისგან დაიცვან.
მათ ობიექტივში ხშირად ხვდება კიტრი, რომელიც მფლობელის ყველა შეთავაზებას მადლიერებით იღებს. Vivien გთავაზობთ მორწყვის ახალ მეთოდს სპეციალური რძის ხსნარით და აქტივირებული ნახშირით. გიამბობთ, რამდენად ეფექტურად მუშაობს არაჟნით გამოკვება კიტრზე და ღირს თუ არა დროის დახარჯვა.
რით გამოვკვებოთ კიტრი
სასუქის ნარევის მოსამზადებლად 1 აბი აქტივირებული ნახშირი (კაფსულის ფხვნილი უკეთესია) და 1 ჩ/კ 15%–იანი არაჟანი აიღეთ. 2 ლ წყალი დაუმატეთ და 2–3 საათი გააჩერეთ. ამ დროში სარეველები მოაცილეთ, მიწა მოამზადეთ და კიტრის ნასკვები გაასუფთავეთ. ხსნარს კიდევ 1 ლ სუფთა წყალი დაუმატეთ.
1 ჭიქა მიღებული ნარევი 3 ლ წყალში გააზავეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მცენარე ფესვების ქვეშ მორწყეთ. ასეთი მანიპულაცია რამდენიმე დღე გაიმეორეთ. გარწმუნებთ, ამ სასუქის წყალობით კიტრი ავადმყოფობას შეწყვეტს და სწრაფად გაიზრდება.
როგორ მოქმედებს აქტივირებული ნახშირი და არაჟანი
აქტივირებული ნახშირი შთამნთქმელი თვისებების გამო ბოსტანში ნიადაგის გასაუმჯობესებლად ხშირად გამოიყენება. თუ ნახშირით მიწას ხშირად გამოკვებავთ, მიწის მჟავიანობას, ასევე მძიმე მეტალების და სხვა სახიფათო ნივთიერებების რაოდენობას შეამცირებთ. თბილ სეზონზე მიწაში დამატებულ აქტივირებულ ნახშირს შეუძლია ლპობის პროცესი შეაჩეროს და მცენარე სახამებლით შეავსოს.
არაჟანი შეიცავს ლაქტობაქტერიებს, ვიტამინებს, რძემჟავას, ლაქტოზას, ასევე მინერალებს. რძემჟავა ბაქტერიები ბუნებრივი სტერილიზატორია. ის მჟავე გარემოს უზრუნველყობს, რაც სოკოს გაღვივებას ხელს უშლის, მიწისთვის ნებისმიერ უარყოფით პროცესს გამორიცხავს.
ნახშირით და არაჟნით მომზადებული საკვები კიტრისთვის შესანიშნავი ნატურალური სასუქია. სცადეთ, შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით. ხსნარი ძვირადღირებულ მაღაზიაში ნაყიდ ნარევებზე უკეთ მუშაობს.