ლოცვა მშობლების ჯანმრთელობისთვის. როგორ ვილოცოთ სწორად და რა სიტყვები ვთქვათ

321

ყველაზე მცირე, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სიცოცხლე გაჩუქეს, მათი ჯანმრთელობისთვის ლოცვაა. ბედნიერებაა, რომ შეგიძლიათ უფალს შესთხოვოთ მათ ძლიერი ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გამოუგზავნოს. დააფასეთ მათთან ურთიერთობის წუთები, სანამ ცოცხლები არიან. სთხოვეთ ბრძნული რჩევების გაზიარება, სანამ პასუხის გაცემა შეუძლიათ. თავისუფლად გამოხატეთ თქვენი გრძნობები, დედ–მამას ჩაეხუტეთ და თავისუფალ დროს დარეკვა არ დაგავიწყდეთ.

ლოცვა მშობლების ჯანმრთელობისთვის

არასდროსაა გვიანი მშობლებს მიყენებული ტკივილის გამო პატიება სთხოვოთ. აპატიეთ მალული წყენა, სანამ დროა. თუ პირადად ვერ უკავშირდებით, მათთვის ლოცვა თაობებს შორის სულიერი კავშირის დამყარებაში დაგეხმარებათ. თქვენი სულიერი მდგომარეობაც გაითვალისწინეთ. აუცილებელია სიმშვიდე და თავმდაბლობა გამოიჩინოთ, ზედმეტი მღელვარება უადგილოა.

მშობლებისთვის გულწრფელად ილოცეთ. ასე თქვენი ლოცვა ზეცამდე ავა. მშობლების ჯანმრთელობა შეგიძლიათ შესთხოვოთ იესო ქრისტეს, ყოვლადწმიდა მარიამს, ნიკოლოზ საკვირველმოქმედს, ნეტარ მატრონას და წმინდა პანტელეიმონ მკურნალს. როგორც ტაძარში, ასევე სახლში ხატების წინ შეგიძლიათ ილოცოთ. მთავარია, რომ სიტყვები წრფელი გულიდან მოდიოდეს.

ლოცვის ტექსტი

უფალო და ღმერთო ჩემო იესუ ქრისტე! შეისმინე ლოცვაი ჩემი მშობელთა ჩემთათვის. მიჰმადლე მათ ერთი ზრახვაი და სიყვარული ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. განამტკიცენ ხორცნი მათნი სიმრთელესა შინა, რაითა გმსახურებდნენ შენ საქმეთა მიერ მოწყალებისა და სახარებისამიერისა სახიერებისა. მასწავე მე მარადის მორჩილყოფად მშობელთა სიტყუასა, განმარინე მე თვალთმაქცობისა და მზაკვარებისაგან მათ წინაშე და ნუ დაგუაკლებ ჩუენ განმართლებასა საშინელსა შენსა სამსჯავროსა. ამინ.

ბრძენი ხალხი მშობლების მიმართ პატივისცემის და სიყვარულის გამოხატვას ტყუილად არ გვასწავლიან. გვირჩევენ, რომ მშობლების დარიგებას, რჩევას პატივი ვცეთ და არ ვეურჩოთ, რადგან დიდხანს იცხოვრეს და მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ახალგაზრდა თაობას. ბრძენი ხალხი ამტკიცებს, რომ მშობლების ჯანმრთელობისთვის ლოცვას დიდი ძალა აქვს, რომელსაც შეუძლია ისინი დაავადებებისგან დაიცვას და ცხოვრება გაუმარტივოს.

ყველას არ გაუმართლა, რომ ჰყავდეს მშობლები, რომელთაგანაც მაგალითის აღებას ისურვებდა. არის შემთხვევები, როცა შვილებს დედის ან მამის რცხვენიათ და მათ შორდებიან. ხდება ისე, რომ ახალგაზრდები მოხუცებს სიცოცხლეში ცუდად ექცევიან. მოგვიანებით დანაკარგს აცნობიერებენ და ჩადენილს ან უმოქმედობას ნანობენ.

ცხოვრებისეული გამოცდილება

ერთ მაგალითს მოვიყვან. ჩემს მეგობარს დედის გადაჭარბებული მზრუნველობა აღიზიანებს და ხშირად ვისმენ, როგორ „მობეზრდა“ დედამისი. არ ვიცი, როგორ ავუხსნა, რომ დედის მიმართ მეტი ლმობიერება გამოიჩინოს. იქნებ, ქალს მარტოობა აწუხებს და ერთადერთი ქალიშვილის სიახლოვის შეგრძნება სურს. ქმარს დიდი ხნის წინ გაშორდა, რადგან მან ოჯახი ალკოჰოლზე გაცვალა.

ახლახანს მეგობრის მამა გარდაიცვალა. დედა–შვილმა ღირსეული დაკრძალვა მოუწყო. ოღონდ ახლა მეგობარს სინდისი აწუხებს, რომ მამას ყურადღებას არ აქცევდა და მისი ცხოვრებით არ ინტერესდებოდა. თვლის, რომ უნდა შეცოდებოდა და თანაეგრძნო. ახლა სინანულს აზრი არ აქვს. ვერაფერს შეცვლის.

ვიცი, რასავ ვამბობ, რადგან ახლა მშობლების სულისთვის სანთლის დანთება და ლოცვა დამრჩენია. ცოცხლები აღარ არიან. დიახ, მეც ვესაუბრები მათ. რჩევისთვის უფრო ხშირად დედას მივმართავ, რადგან მამა თითქმის არც მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა გარდაიცვალა. მარმარილოს ფილაზე ვჯდები და ველაპარაკები. ამის გაკეთება მარტო მიყვარს, რომ ჩემი ცრემლები ვერავინ დაინახოს. ხანდახან დედა სიზმარში მპასუხობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს