სულ უფრო მეტი ფერმერი ხელნაკეთ სასუქს უპირატესობას ანიჭებს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ასეთ საშუალებებს რიგი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ბიუჯეტურია. მეორეც, ნაყიდ საშუალებას ეფექტურობით არ ჩამოუვარდება. მესამეც, ეკოლოგიურად სუფთაა. სწორედ ამიტომ, თევზის ნარჩენებს სასუქად ბევრი გამოცდილი ფერმერი იყენებს. თევზის წვნიანის მომზადების შემდეგ თევზის თავი და სხვა ნაწილები არ გადაყაროთ. გამოგადგებათ პომიდვრის მდიდარი მოსავლის მისაღებად, რომლის რაოდენობა და ხარისხი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ თევზის თავები სწორად მცენარეების გამოსაკვებად.
თევზის ნარჩენები სასუქად: ბიუჯეტური და ეფექტური
სასარგებლო თვისებები – თევზის ნარჩენების დაშლისას პომიდორი იღებს ფოსფორის, კალიუმის, მაგნიუმის და რკინის საჭირო რაოდენობას. სწორედ ამიტომ, ამ მეთოდით გამოკვებულ პომიდორს ჯანსაღი გარეგნობა აქვს. თან უხვ მოსავალს იძლევა, საკმაოდ მკვრივი ტექსტურა და მდიდარი გემო აქვს.
გამოკვება ნერგების დარგვისას – პომიდორი თევზების თავებით რომ გამოკვებოთ, საჭირო ზომის ორმოები ამოთხარეთ. მასში როგორც თევზის ნარჩენები, ასევე მცენარე უნდა მოთავსდეს. ორმო 60 სმ სიღრმეზე ამოთხარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლი სწრაფად იპოვის და თევზს ამოთხრის.
გამოკვება ნერგის დარგვის შემდეგ – თუ პომიდორი უკვე დარგულია, თევზის ნარჩენებით მაინც შეგიძლიათ გამოკვებოთ. ამისთვის ორი მეთოდი არსებობს.
- პომიდვრის ბუჩქებთან ახლოს ნარჩენები ჩამარხეთ. გახსოვდეთ, რომ ორმოს სიღრმე დიდი უნდა იყოს. ასე თევზის უსიამოვნო სუნის გავრცელებას თავიდან აიცილებთ.
- თევზის ნარჩენები ხორცსაკეპით დააქუცმაცეთ. სუფთა წყალი დაასხით. ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე დააბლენდერეთ. მიღებული სითხით პომიდვრის ბუჩქები მორწყეთ. მომზადებისთანავე გამოიყენეთ. მნიშვნელოვანია! ასეთი ნარევით მცენარე ფესვებთან არ უნდა მორწყათ, ასევე ფოთლებზე მისი მოხვედრა არ დაუშვათ.
თუ თქვენს ოჯახში თევზის მოყვარული ცხოვრობს, ჩათვალეთ, გაგიმართლათ. პომიდვრისთვის ბიუჯეტური და ეფექტური სასუქი ყოველთვის გექნებათ. მთავარია, სასუქის გამოყენებისას ზომები დაიცვათ. გადაჭარბების შემთხვევაში, როგორც აზოტის შემცველი სასუქი პომიდვრის მწვანილს გაზრდის, ხოლო ნაყოფის რაოდენობით ვერ გაგახარებთ.