მორიელის ბუნება: რატომ ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ზოდიაქოს ნიშნად

1522

მორიელი ზოდიაქოს ერთ–ერთი ყველაზე სადავა, ფეთქებადი, ვნებიანი, საინტერესო და მიმზიდველი ნიშანია. მისი ხასიათის გაგება რთულია, მაგრამ დავიწყება შეუძლებელია! ძლიერი და თამამია, მაგრამ ბევრს აფრთხობს. Vivien გიამბობთ, როგორი ხასიათი აქვს მორიელს, როგორ ვითარდება მისი ცხოვრება და როგორ უნდა მოიქცეთ მის გვერდით.

მორიელის ბუნება: წყალი და ცეცხლი – მორიელი წყლის სტიქიას მიეკუთვნება. გარეგნული ცვალებადობის მიუხედავად, წყლის ნიშნებს შინაგანი ღერძი და მიზანდასახულობა აქვთ. წყლის ნიშანი ზეემოციური და მგრძნობიარეა, ინტუიცია განვითარებული აქვს, მომავლის პროგნოზირებაც შეუძლია, ცოდნისა და სულიერი განვითარებისკენ მიილტვის. მორიელიც ამ თვისებებით გამოირჩევა. გარეგნული სიმშვიდის, სიმსუბუქის, მოქნილობის და სიცივის მიუხედავად მასში ცეცხლი დუღს. გარე მოვლენებზე ემოციურად და მგზნებარედ რეაგირებს. კამათშიც მთელ გრძნობებს აფრქვევს და შეუძლია ზედმეტი თქვას, მაგრამ სწრაფად ცივდება. წყალი და ცეცხლია!

ძირითადი თვისებები – ირგვლივ მიმოიხედეთ. თქვენს მეგობრებსა და ნაცნობებს შორის მორიელი ნამდვილად არის. მათში ყველაზე იდუმალი ნიშნის მთავარ თვისებებს ნამდვილად იპოვით. ზოგს მეტად გამოხატული აქვს, ზოგს – ნაკლებად. ყველაფერი დაბადების თარიღზეც დამოკიდებულია (24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით). დღის მიხედვით ზოგიერთი თვისება შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს. აი, მორიელის მთავარი თვისებები.

  • ემოციურობა – იგულისხმება არა მხოლოდ მგრძნობელობა და ცრემლები, არამედ ბობოქარი ვნებები და კრიტიკულ სიტუაციებში ემოციების შეკავების შეუძლებლობა. მელოდრამის ყურებისას არ ატირდება, მაგრამ თავს ვერ შეიკავებს, თუ უხეშად მოექცევიან. ზოგჯერ აგრესიულიც ხდება, თუმცა მალევე მშვიდდება. შეუძლია დანაშაული აღიაროს და პატიება ითხოვოს.
  • გულწრფელობა და პირდაპირობა – როგორი რთულიც არ უნდა მოგეჩვენოთ მორიელი, პირდაპირობა და გულწრფელობა მისი იდეალური თვისებებია. ამაყი და ქედმაღალია, მაგრამ შეგნებულად ღალატზე არასდროს წავა. საიდუმლოს შენახვა იცის და არასდროს გიღალატებთ, არ გაავრცელებს ჭორებს და არ მიიღებს მონაწილეობას სისაძაგლეში.
  • ერთგულება და ეჭვიანობა – დიახ, ზუსტად ასე. ამ ორ თვისებას ვერ გამოვყოფთ. ფანატიზმამდე ერთგულია, ამიტომ ძალიან ეჭვიანიც. საჯაროდ არასდროს იმჩნევს, მაგრამ სახლში მეორე ნახევარს ნამდვილ სკანდალს უწყობს. სამაგიეროდ, მის ერთგულებაში (თუ გულწრფელი გრძნობები აქვს) ეჭვიც არ შეგეპარებათ, როგორც არ უნდა ეარშიყოს სხვებს.
  • სიმტკიცე და მედეგობა – მორიელი ფენიქსს ჰგავს, ყოველთვის ფერფლიდან დგება. მაშინაც კი, ცხოვრებამ მხარზე გადააგდო, მტვერს მოიშორებს და ადგება. აღდგენაზე შეიძლება დიდი დრო დახარჯოს, მაგრამ ძველი ტრავმა და პრობლემები უფრო აძლიერებს, წვრთნის და მის მსოფლმხედველობას ცვლის.

ჰოროსკოპი მორიელისთვის: როგორ და ვისთან იქნება უკეთესი – თუ თქვენი ახლობელი მორიელია, დაიმახსოვრეთ რამდენიმე წესი, რომ ერთად კომფორტულად იცხოვროთ:

  • იყავით მომთმენი, მომთმენი და კიდევ ერთხელ მომთმენი.
  • მორიელს კონფლიქტისკენ არ უბიძგოთ.
  • თუ საქმე აქამდე მივიდა, ემოციების ამოფრქვევის საშუალება მიეცით. ასმაგად დაგიბრუნდებათ, როცა დამშვიდდება.
  • მორიელს ენდეთ. ეს მცირე ეჭვის გარეშეც შეგიძლიათ გააკეთოთ.
  • მორიელი გიყვარდეთ. ის ყურადღების გამოვლენას, ტაქტილურ შეხებას და სინაზეს აფასებს.

ცნობილი ასტროლოგების თქმით, მორიელთან ურთიერთობა მარტივია შემდეგი ნიშნებისთვის: კურო, თხის რქა, კირჩხიბი და თევზები. ვერძთან და ლომთან ან იდეალურ წყვილს ან მოსისხლე მტრები ხდებიან. თევზებს და ქალწულს მორიელთან სერიოზული ურთიერთობის დაჭერას არ ურჩევენ, ზედმეტად განსხვავებულები არიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს