ბოსტანში მუშაობის დროა. გამოცდილ მებოსტნეს 2023 წლის აპრილის სათესი კალენდარი სჭირდება

320

აპრილი ბაღ–ბოსტანში მუშაობის კუთხით დატვირთულ თვედ ითვლება. ამ თვეში მოსამზადებელი ან სათბურ–სათესლე სამუშაოები ტარდება, ბევრი ხილის და ბოსტნეულის თესლი ითესება, კვლები წესრიგდება, ხეები და ბუჩქები ისხვლება. აპრილში მთვარის ფაზების კონტროლი მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, როდის რომელი სამუშაოს შესრულება უკეთესია. სახელმძღვანელოდ გამოგადგებათ 2023 წლის აპრილის სათესი კალენდარი, რომელსაც Vivien გიზიარებთ.

აპრილის სათესი კალენდარი – ყველა თვეს აქვს ხელსაყრელი დღეები, როცა ზოგიერთი სამუშაოს შესრულება კარგ შედეგს იძლევა, და არახელსაყრელი დღეები, როცა ზოგიერთ საქმეს თავი უნდა აარიდოთ, რადგან შედეგს არ მოგიტანთ. ამაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორისაა მთვარის ფაზა, კვირის დღე, პლანეტების მდებარეობა და მზის გავლენა. სანამ ხილ–ბოსტნეულის დათესვას, ხეების და ბუჩქების დარგვას დაიწყებთ, ნაკვეთი მოაწესრიგეთ. ამისთვისაც სამუშაო კალენდარი არის.

  • 1-5 აპრილი – მავნებლებთან და დაავადებებთან საბრძოლველად კარგი პერიოდია. პროფილაქტიკური სამუშაოები შეასრულეთ.
  • 3 აპრილი – თესლი გააღვივეთ.
  • 6 აპრილი – კარგია გათოხვნა, მიწაზე მუშაობა, ნაკვეთის დალაგება.
  • 7 აპრილი – კარგია ნერგების დაჩითილება, ახალი თესლის გაღვივება, გაზრდილი მცენარის შეთხელება.
  • 8, 9 აპრილი – ორგანული სასუქით გამოკვება, თესლის გაღვივება, ხის გაახალგაზრდავება და მყნობა კარგია.
  • 10, 11 აპრილი – კარგია გათოხვნა, მიწასთან მუშაობა, ხის და ბუჩქის ფორმირება, პროფილაქტიკური დამუშავება პარაზიტების წინააღმდეგ, ნაკვეთის დალაგება.
  • 12-14 აპრილი – ნერგები შეათხელეთ, ჩითილებად დაყავით, ახალი თესლი გააღვივეთ. მცენარე ორგანული სასუქით გამოკვებეთ. ხეები გადაჭერით და დაამყნეთ.
  • 15, 16 აპრილი – კარგია გათოხვნა, მიწაზე მუშაობა, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა.
  • 17, 18 აპრილი – ორგანული სასუქით გამოკვება და ხეების მყნობა კარგია.
  • 19 აპრილი – კარგია მცენარეებზე მიწის შემოყრა, მიწაზე მუშაობა, კომპოსტირება, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა.
  • 20 აპრილი – შესაფერისი დროა ნამხარის მოსაშორებლად და დასაჩითილებლად, ასევე კომპოსტირებისთვის, ნაკვეთის მოსაწესრიგებლად, მავნებლებთან და დაავადებებთან საბრძოლველად.
  • 21, 22 აპრილი – თესლის გაღვივება და მცენარეების მინერალური სასუქით გამოკვება კარგია.
  • 23, 24 აპრილი – მავნებლებთან და დაავადებებთან საბრძოლველად პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარეთ.
  • 25–27 აპრილი – მცენარეები მინერალური სასუქით გამოკვებეთ, თესლი გააღვივეთ, დაამყნეთ.
  • 28-30 აპრილი – მავნებლებს და დაავადებებს ებრძოლეთ.

არახელსაყრელი დღეები – არაფერი დარგოთ და დათესოთ, როცა ახალი ან სავსე მთვარეა. ამ დღეებში თქვენი შრომა ამაო იქნება, მოსავალს არ მოგცემთ. თუ ამინდი შესაფერისია, კარტოფილი და ხახვი დარგეთ 7-9, 12-14, 17 და 18 აპრილს. რეჰანი შეგიძლიათ დათესოთ 3–5, 8, 9 აპრილს. საადრეო კომბოსტო და სიმინდი 7, 21 და 22 აპრილს დათესეთ. ჭარხლისა და სტაფილოსთვის 7-9 აპრილი შეარჩიეთ. ბოლოკი და თალგამი დათესეთ 8, 9, 12-14, 21 და 22 აპრილს. ტკბილი და ცხარე წიწაკა, ბადრიჯანი დათესეთ 8, 9, 21 და 22 აპრილს. ბარდა და პარკოსანი 7, 23 და 24 აპრილს შეგიძლიათ დათესოთ. ყაბაყი და გოგრა კარგად გაიზრდება, თუ 25-27 აპრილს დათესავთ.

ბატატი 7-9, 12-14 აპრილს დარგეთ. ნიახური 7-9 აპრილს დათესეთ და კარგად გაიზრდება. ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლისთვის შეარჩიეთ 7, 12-14, 21, 22 აპრილი. თვის ბოლოკი 17, 18, 25-27 აპრილს დათესეთ. ნიორი 7, 12-14 აპრილს დათესეთ და კარგად გაიზრდება. სალათა 7, 17, 18, 21, 22 აპრილს დათესეთ, ხოლო ისპანახი 21, 22 აპრილს. კიტრი 8, 9, 25-27 აპრილს შეგიძლიათ დათესოთ. კამას შუა თვე უყვარს, ამიტომ 12-14 ან 21, 22 აპრილს დათესეთ. აპრილის ბოლოს პომიდვრისთვის მოიცალეთ. მისთვის საუკეთესო პერიოდია 21, 22, 25-27 აპრილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს