მიზეზები, რატომ ტოვებს მამაკაცი ქალს და იჯახუნებს კარს

676

პირდაპირ გაგიცრუებთ იმედს. არ არსებობს ერთი და მკაფიო მიზეზი, რატომ ტოვებს მამაკაცი შეყვარებულს. თითოეულს ურთიერთობის გასაწყვეტად საკუთარი მიზეზი აქვს. სამწუხაროდ, მიზეზები ყოველთვის ადეკვატური არაა. ისტერიული, ნარცისტი და სულელი როგორც კაცებში, ასევე ქალებში გვხვდება. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ საყვარელი ადამიანის წასვლის შემდეგ მოწყენის ნაცვლად უნდა გიხაროდეს.

რატომ მიდის მამაკაცი. ყველაზე უცნაური მიზეზები

არაადეკვატურობა – მამაკაცი, რომელიც პარტნიორს არაადეკვატურობაში ადანაშაულებს, ხშირად თავად არც ისე გონივრულად იქცევა. ბოლოს და ბოლოს, რატომ აირჩია სწორედ ეს ქალი, მთელი მისი ახირებების მიუხედავად! მაშინაც კი, თუ მოთმინება სრულდება, პრობლემა ნორმალურად უნდა მოაგვაროთ და არა თავაწეული წახვიდეთ.

„ზედმეტი“ წარმატება – ზოგიერთი მამაკაცი ქალს, რომელიც მასზე მეტს გამოიმუშავებს, ცოცხალ შეურაცხყოფად აღიქვამს. ფსიქოლოგების თქმით, საქმე საბრალო მაჩოს გაბერილ, ამავდროულად დაუცველ ეგოშია. ქალი, რომელსაც საკუთარი თავის უზრუნველყოფა შეუძლია, მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. თუ მოულოდნელად პარტნიორი მასზე მეტის გამომუშავებას იწყებს, საქმე წასულია!

მდიდარი პირადი ისტორია – ბევრი მამაკაცი ქალებს ყოფს ორ კატეგორიად: ქალწული და გარყვნილი. კატეგორიებად ასეთ დაყოფას საკუთარ თავზე არ იღებს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ერთი შეხედვით ნორმალური მამაკაცი ქალის წარსულის გაგების შემდეგ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე ყბედობას იწყებს. აღსანიშნავია, რომ პარტნიორის ღალატი სულ სხვაა, ხშირად საკმაოდ ადეკვატური მიზეზი დასაშორებლად. აქ მხოლოდ ქალის წარსულ ურთიერთობებს ვგულისხმობთ. თუ ეს წარსული მათ ამჟამინდელ ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს, აქცენტიც არ უნდა გაკეთდეს.

გადაჭარბებული თავგამოდება – აქ ორი მომენტია. ერთი მხრივ, არიან კაცები, რომელთათვის დაოჯახებაზე ან თანაცხოვრებაზე მცირე მინიშნებაც უკვე დამამძიმებელია. მეორე მხრივ, ქალი, რომელიც უკვე მეორე პაემანზე მომავალ ქორწილზე და შვილებზე ხმამაღლა ოცნებობს, ნამდვილად ეჭვს იწვევს.

ინტერესის დაკარგვა – სამწუხაროდ, ფრაზის „შენთან მოსაწყენი გახდა“ მიღმა მამაკაცის ჰორმონალური აფეთქების ბანალური დასასრული იმალება. აღიარების ნაცვლად, რომ ქალის მიმართ ინტერესი დაკარგა, ვერაფერს იგონებს იმის ნაცვლად, რომ პარტნიორი ყველაფერში დაადანაშაულოს. მხოლოდ უნდა გიხაროდეს, რომ ასეთი „მაჩო“ თავისით წავიდა.

ხასიათებში შეუთავსებლობა – სამწუხაროდ, ეს მიზეზი ხშირად რეალურია. რა თქმა უნდა, თუ მამაკაცი ყველაფერში ყოფილ პარტნიორს არ ადანაშაულებს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები დროთა განმავლობაში ერთმანეთისთვის შეუფერებლნი ხდებიან. აქ მხოლოდ ორი გამოსავალია. ან სიტუაციის გამოსწორება სცადოთ ან დაშორდეთ. ერთი შეხედვით, ასეთი უცნაური მიზეზი დეტალური განხილვისას სავსებით ადეკვატური შეიძლება აღმოჩნდეს.