არასდროს იცხოვროთ მშობლებთან ერთად დაქორწინების შემდეგ

2925

ბევრი ახალგაზრდა წყვილი თვლის, რომ მშობლებთან ერთად ცხოვრება ნაქირავები ბინის შესანიშნავი ალტერნატივაა. ასე ნაკლებ ფულს ხარჯავ, სხვის ტერიტორიაზე არ ცხოვრობ, არამედ ბავშვობიდან ნაცნობ სახლში. სამწუხაროდ, ექსპერტები ასე არ ფიქრობენ. სპეციალისტების თქმით, ახალგაზრდა ოჯახს, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს, სწრაფად დაშორების დიდი შანსი აქვს. ამას ბევრი ფაქტორი ხელს უწყობს. თუნდაც მშობლები ახალდაქორწინებულებს ემხრობოდნენ, ახალგაზრდა წყვილს ცხოვრება ტკბილი ნამდვილად არ მოეჩვენება.

ცხოვრება მშობლებთან ერთად: დადებითი და უარყოფითი მხარეები, ფარული საფრთხე

აშკარა დადებითი მომენტები – თანაცხოვრების მთავარი უპირატესობა ფულის დაზოგვაა. მშობლებთან ცხოვრება უფრო იაფია, ვიდრე ნაქირავებ ბინაში. ეს ფაქტია. ოპტიმისტები დროის დაზოგვასაც აღნიშნავენ. ამბობენ, რომ სახლში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ანუ საოჯახო საქმეების მოგვარება მარტივია. თუმცა ეს ფაქტი არაა! ძველი ანდაზა ერთ სამზარეულოში ორი დიასახლისის შესახებ გადაჭარბებული არაა! მშობლები, რომელთანაც წყვილი იცხოვრებს, მდგმურებს მათ ქვეშევრდომებად განიხილავენ. დედ–მამა ქვეცნობიერად შვილს და მის პარტნიორს ბავშვებად აღიქვამს. ასეთი ურთიერთობისგან კარგს არაფერს უნდა ელოდოთ!

პრობლემები და უსიამოვნებები – დიახ, ფულის საკითხი გამარტივდება, არ ვკამათობთ. თუმცა მშობლებთან მცხოვრები წყვილის ფსიქიკური მდგომარეობა საფრთხის ქვეშ დადგება. ამ ორმა ხომ საერთო მომავლის იმედით ოჯახი ახლახანს შექმნეს და ახლა ისევ უფროსი ნათესავების მეურვეობის ქვეშ არიან. ქმრის ან ცოლის მშობლებთან ერთად ცხოვრება მალე ციხედ გადაიქცევა. ეს მაშინ, როცა მშობლებთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. თუ დედას ან მამას ახალგაზრდა წყვილთან პრეტენზიები აქვს, გაცილებით უარესი მდგომარეობა იქნება. თქვენი სახლი თქვენი ციხესიმაგრე უნდა გახდეს, მშვიდი დასასვენებელი ადგილი და არა მუდმივი ბრძოლის ველი!

ახალდაქორწინებულების ისტორია – მაგალითად, თათია და დაჩი მთელი წელი დაჩის მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. ახლა ნანობენ, რომ ამაზე საერთოდ დათანხმდნენ. 1 წლის განმავლობაში ახალგაზრდა ოჯახი განქორწინების ზღვარამდე მივიდა. სიტუაცია ექსპერტმა გამოასწორა, რომელმაც თათიას პირდაპირ უთხრა: „თქვენი ურთიერთობა მუდმივი ზეწოლის ქვეშაა. თუ გადარჩენა გსურთ, სასწრაფოდ გადადით!“ „მშობლებთან ერთად ცხოვრებისას ქვეცნობიერად ბავშვური ქცევის მოდელს იღებთ. სწორედ ამიტომ, ამ პირობებში ვერც ერთი ქორწინება ვერ გადარჩება. თან გვარსაც ვერ გააგრძელებთ: ადგილი უკვე დაკავებულია, ქვეცნობიერი აპროტესტებს“. არადა თათია მთელი წელი დაორსულებას ამაოდ ცდილობდა.

ექსპერტი მართალი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც თათია და დაჩი მშობლების სახლიდან გადავიდნენ, ყველაფერი გამოუვიდათ. დაჩის მშობლებთან ურთიერთობა ერთ კვირაში იდეალური გახდა. ახლა, როცა ბიჭის მშობლები ბებია და ბაბუა გახდნენ, თათიაზე მზე და მთვარე ამოსდით. დიახ, ფინანსურად სიტუაცია გართულდა, მაგრამ ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ერთხმად ამბობს: ჯანსაღი ნერვები ნებისმიერ ფულად ღირს!