პირდაპირ გაფრთხილებთ, მეუღლე მიყვარს და ჩემი მოსაზრებით არავის წყენინება მსურს. ახლახანს წავიკითხე ქალის ისტორია, რომელიც „სიბერეში გათხოვდა“. მისი ამბიდან გავიგე, რომ ოფიციალურად მხოლოდ 50 წლის ასაკში დაქორწინდა და ადრე დაოჯახებული არ ყოფილა. ანუ მამაკაცთან ცხოვრების გამოცდილება არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ამიტომაც ქმართან ბევრი პრეტენზია გაუჩნდა, თან ზოგი სიცილის მომგვრელია.
მოგიყვანთ ციტირებას: „ერთსა და იმავე საწოლში დაწოლაც არაკომფორტული აღმოჩნდა. ტელევიზორის ყურებისას ძილს მიჩვეული ვარ, ღამით აქეთ–იქით ვწრიალებ, რომ კომფორტული პოზა მივიღო. ქმართან ერთად დაძინება კოშმარი გახდა. პირველ რიგში, კატეგორიულად მოითხოვა, ტელევიზორი გამომერთო. მეორეც, საშინლად ხვრინავს, მესამეც, ნაყოფის ფორმაში წოლა მიწევდა, რომ არ შემეწუხებინა. დილით დაქანცული და უძინარი ვდგებოდი. გონებით მესმოდა, რომ ეს წვრილმანია და მწვავე რეაქცია არ უნდა მქონდეს, თუმცა ჩვევა ჩვენი მეორე ბუნებაა. ყველაფერი მაღიზიანებდა. როგორ ჭამდა პასტას, როგორ ალაგებდა ფეხსაცმელს, რომელსაც არასდროს წმენდა, როგორ ხვლეპდა წვნიანს. ვგიჟდებოდი, როცა თაროები ერეოდა და ტანსაცმელს არასწორ ადგილას ალაგებდა“.
თუ კარგად წაიკითხავთ, გასაგები გახდება. ამ ქალს სახლში მამაკაცის დანახვა საერთოდ არ სურს და მნიშვნელობა არ აქვს, ხმაურიანად ჭამს თუ არა. მამაკაცთან თანაცხოვრების და საქორწინო კავშირის მატარებელმა ჩაიარა და თავადაც კარგად ესმის, მაგრამ მაინც ცდა გადაწყვიტა. არა, ძვირფასო, თქვენი ხვედრია კატები და არ იკამათოთ.
ვიცი, რასაც ვამბობ, რადგან მეც 52 წლისას დავოჯახდი. მართალია, ეს ჩემი მეორე ქორწინებაა, პირველი ახალგაზრდა და ნაჩქარევი იყო. მისგან დამრჩა მხოლოდ გასტრიტი და შესანიშნავი ვაჟი, რომელმაც იტალიაში ისწავლა და ექიმად მუშაობს. მეორედ მხოლოდ 24 წლის შემდეგ დავქორწინდი. ვერ ვიტყვი, რომ დაოჯახების განსაკუთრებული სურვილი მქონდა, მაგრამ მოგზაურობისას გავიცანი ქალი, რომელიც საინტერესო მოსაუბრედ მომეჩვენა. ერთმანეთს ვხვდებოდით, თუმცა ჩემს ქალაქში არ ცხოვრობდა. ხან მე ჩავდიოდი სტუმრად, ხან ის ჩემთან. შვილები არ ჰყავს, მაგრამ ერთხელ გათხოვილი იყო. მოგვიანებით ხელი მოვაწერეთ. ჩემთან ვცხოვრობთ. გიამბობთ, როგორ აღიქვამს ზრდასრული მამაკაცი ზრდასრულ ქალს, რომელთანაც მხოლოდ 2 წელია დაქორწინებული. პუნქტებად დავყავი, ასე უფრო მოსახერხებელია.
- ჩვევები – წლების განმავლობაში ორივეს ჩვევები ჩამოგვიყალიბდა, რომელთაგან უმეტესობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მაგალითად, პათოლოგიური სისუფთავის მოყვარული ვარ. მეუღლე, რომელიც წლები მარტო ცხოვრობდა, სახლის დალაგებას დროის უაზრო ხარჯვად მიიჩნევს, სანამ იატაკზე 5 სმ სისქის მტვერი არ დაგროვდება. თავად ვერ დავიძინებ, თუ ერთი ჭუჭყიანი ფინჯანი მაინც დარჩება. ეს ძალიან მძაბავდა. ყოველ მეორე დღეს დემონტრაციულად ვალაგებდი. ვიფიქრე, მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და თავად დაიწყებს დალაგებას, მაგრამ არა. იძულებული გავხდი, პირდაპირ მეთქვა. გაბრაზდა, მაგრამ სახლი უფრო სუფთა გახდა, ანუ ჩემი პრეტენზია გაითვალისწინა. მისი სხვა ჩვევებიც მაღიზიანებს. მაგალითად, საპონს სასაპნეში არასდროს დებს. თითქოს წვრილმანია, მაგრამ მაწუხებს, მაგრამ არაფერს ვამბობ, ეს დიდი არაფერია.
- საწოლი – მნიშვნელოვანი და ყველაზე დაძაბული პუნქტი ჩვენს ურთიერთობაში. გამოცდილება წლების განმავლობაში გარკვეულ უნარებთან, სურვილებთან კავშირში მოვიდა. ყველაფერი იდეალურად არ ემთხვევა. თუ ყოფით საკითხებზე საუბარი მარტივია, ეს დელიკატური თემაა. ჯერ ვერ ვბედავ, თუმცა უკვე დიდი ბიძა ვარ, რატომ უნდა მრცხვენოდეს. სხვათა შორის, მეუღლე ხვრინავს, მაგრამ არ მაღიზიანებს. მისი ხანგრძლივი ქშენის ფონზე უკეთ მძინავს კიდეც.
- ჩაცმულობა – ის ახალგაზრდავდება. ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა სურს, მაგრამ უკურეაქცია გამოდის. შეუფერებელ ტანსაცმელს ყიდულობს და იცვამს. ვფიქრობ, ვიწრო ჯინსი არც თუ ისე ლამაზ ფორმებზე ცუდი ტონია. მინი კაბის ჩაცმას ცდილობდა, მაგრამ მაშინვე ვუთხარი, რომ საშინელებაა. გაბრაზდა, მაგრამ გაიხადა და ახლა „ყურებამდე“ ფეხებით ჩემს გაოცებას აღარ ცდილობს.
ამით დავამთავრებ. იმედია, ცოლი არ გაბრაზდება. გასაგებია, რომ ჩვენ გზაზე უკვე ასფალტია დაგებული, ხოლო ასფალტის გატეხვა რთულია. ჩვენ ერთმანეთისკენ მიმავალი გზების გაკვალვა ვისწავლეთ და ეს ერთად ცხოვრებაში გვეხმარება. სიამოვნებასაც ვიღებთ. თუმცა ახლა მესმის მამაკაცის, რომელიც 30 წლით ახალგაზრდა ქალზე დაქორწინდა. მისი მორგება ჯერ კიდევ შეიძლება, თუ ფინანსები გაქვთ. თანატოლი უნდა მიიღოთ და შეიყვაროთ ისეთი, როგორიც არის. ამას ყველა ვერ ახერხებს. ჯერჯერობით ვუძლებ. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემს მეუღლეს აქვს ბევრი რამ, რაც ახალგაზრდა ქალებს ხშირად აკლიათ: ინტელექტი, ტაქტი, ცოდნა, მოსმენის და რჩევის მიღების უნარი, რაც ცოტა არაა.