შედეგები მოჰყვება: რა არ უნდა დადოთ მაცივარზე არავითარ შემთხვევაში

293

ჩვეულებრივ, მაცივარსა და ჭერს შორის რჩება სივრცე, რომლის შევსებაც გვსურს. აქტუალურია პატარა სამზარეულოში, სადაც თითოეული სანტიმეტრი ღირებულია. მაცივრის თავზე ლამაზი დაწნული კალათა სამზარეულოს აქსესუარებით ესთეტიკურად მისაღებია. არის ნივთები, რომლებიც მაცივარზე არასდროს უნდა დადოთ. მაცივარმა დიდხანს და ერთგულად რომ გემსახუროთ, ქვემოთ მოცემული რჩევა გაითვალისწინეთ. სამ აკრძალულ ნივთს შორის არის ერთი, რომელიც თავადაც ზიანდება და სამზარეულოს დამხმარესაც კარგ სამსახურს არ უწევს. ყურადღება მიაქციეთ!

რომელი ნივთები არ უნდა დადოთ მაცივარზე

  • გალია ჩიტით – როცა სახლში ჩიტს ზრდით, გახსოვდეთ, რომ მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის ადგილზე, სადაც მის გალიას ინახავთ. გალია ჩიტით მაცივრის თავზე არ მოათავსოთ, რადგან ასე ჩიტის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნით. მაცივარი იწვევს ხმაურს, ვიბრაციებს და ტემპერატურის ძლიერ ცვლილებებს, რაც ჩიტისთვის სტრესულია. ასევე მაცივარი შეიცავს სახიფათო ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც ჩიტის ჯანმრთელობისთვის სახიფათო შეიძლება იყოს.
  • მიკროტალღური ღუმელი – მიკროტალღური ღუმელი მოსახერხებელი და საჭირო მოწყობილობაა სამზარეულოში. თუ მაცივრის თავზე შენახვას აპირებთ, გეგმის შეცვლას გირჩევთ. მიკროტალღური ღუმელი შეიცავს ბევრ ელექტრულ კომპონენტს და წარმოქმნის ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველებს, რომელსაც თქვენი ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. მაცივარზე მიკროტალღურის მოთავსება თავად მაცივარსაც აზიანებს, კოროზიას და ელექტრული კომპონენტების დაზიანებას იწვევს.
  • ოთახის მცენარე – მაცივრის თავზე ოთახის მცენარის მოთავსება მოსახერხებელი გვგონია, მაგრამ მცენარისთვის სახიფათოა. მაცივარი ქმნის ტემპერატურის ძლიერ ცვლილებებს და ტენიანობას, რამაც შეიძლება დააზიანოს მცენარეები, ფესვების ლპობა და დაავადებები გამოიწვიოს. გარდა ამისა, მაცივარი შეიცავს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელმაც მცენარე შეიძლება დააზიანოს და გაახმოს.

კიდევ რისი შენახვაა არასასურველი მაცივარზე – მაცივრის თავზე მინის და მყიფე მასალის ნივთები არ შეინახოთ. კარის მუდმივ გაღება–დახურვაზე შეიძლება დაზიანდეს. სათვალეც არ დადოთ. როგორც ცნობილია, მაცივარი შეიცავს ელექტრულ კომპონენტებს, რამაც რკინის ნივთების კოროზია შეიძლება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მასზე ტაფის ან ქვაბის შენახვა არც თუ კარგი იდეაა.

გახსოვდეთ, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა თქვენი პრიორიტეტი უნდა იყოს. მაცივარზე არ დადოთ არაფერი, რაც თქვენთვის, თქვენი ახლობლებისთვის, ცხოველებისა თუ მცენარეებისთვის საზიანო შეიძლება იყოს. ყოველთვის აკონტროლეთ, რას სად ინახავთ და პოტენციური საფრთხისადმი ყურადღებიანი იყავით.