ხრიკი კოლგოტით. როგორ გაწმინდოთ ფანჯრები ისე, რომ ზოლები არ დარჩეს

328

გულწრფელად ვაღიარებ, რომ ჩემთვის ფანჯრების წმენდა ის ამოცანაა, რომელსაც ადრე შორეულ თაროზე ვინახავდი. გაზაფხულზე ჩვრის ხელში აღებას მხოლოდ აღდგომისთვის მზადება მაიძულებდა. სიტუაცია შეიცვალა, როცა მეზობელმა მასწავლა, როგორ გავწმინდო ფანჯარა მარტივად ნეილონის კოლგოტით. ასე მინაზე ზოლები არ დარჩება. მეთოდი ამოცანას ამარტივებს, რადგან წვეთების მოსაშორებლად მშრალი ჩვრით ან გაზეთით მინის დიდხანს გაწმენდა საჭირო აღარაა. ალბათ, სახლში იპოვით თვალწასულ ძველ კოლგოტს. გადაყრა არ იჩქაროთ. სასარგებლოდ გამოიყენეთ. მინაზე ზოლების მოსაშორებლად არა მხოლოდ კოლგოტი, არამედ ლიმონის ნაჭერიც დაგჭირდებათ. Vivien გასწავლით, როგორ გამოიყენოთ ხრიკი ფანჯრების იდეალურად საწმენდად.

როგორ გავწმინდოთ ფანჯრები იდეალურად – ნეილონის წვრილი ძაფები არ იშლება და მინის ზედაპირს არ ეკვრის. გარდა ამისა, მტვერს ჯადოსნურად იზიდავს და წვრილ, ჩამჯდარ ჭუჭყს, მაგალითად, მწერების ნარჩენებს, მარტივად უმკლავდება.

დეტალური ინსტრუქცია

  1. 4-5 ლ თბილი წყალი ვედროში ჩაასხით და ლიმონის ნაჭერი დაუმატეთ. მჟავე წყალში ქლორს ანეიტრალებს, მინაზე დალექვის საშუალებას არ აძლევს.
  2. მიკროფიბრის ან სელის ჩვარი წყალში დაასველეთ, ოდნავ გაწურეთ და მინას მთელი ჭუჭყი მოაშორეთ. ფრთხილად იყავით, თუ ქვის ფანჯრის რაფა გაქვთ. ლიმონის მჟავამ ზედაპირი შეიძლება დააზიანოს.
  3. წყლის წვეთები სპეციალური მინის საფხეკით ან ზამშის ჩვრით ჩამოწურეთ.
  4. ნეილონის კოლგოტი ხელზე ჩამოიცვით და მინაზე გადაატარეთ. ასე წყლის და მტვრის ნარჩენებს მოიშორებთ.

რით გავწმინდოთ ძალიან ჭუჭყიანი ფანჯრები – ზოგჯერ ლიმონიანი წყალი ფანჯრების გასაწმენდად საკმარისი არაა. ჩიტის სკინტლი, ნამწვი, მტვერი და ცხიმი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა, მარტივად არ მოშორდება. ამ შემთხვევაში ეფექტური საშუალება დაგჭირდებათ.

  • 0,5 ლ წყალი, 70 მლ 9%–იანი ძმარი და 1 ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი სითხე აურიეთ. ღრუბელი ან სპეციალური ჯაგრისი ნარევში დაასველეთ და მინა გახეხეთ, მთელი ჭუჭყი მოაშორეთ. შემდეგ ზედაპირს წყალი გადაავლეთ და ნეილონის კოლგოტით კარგად გაამშრალეთ.
  • 5 ს/კ ცარცს ან კბილის ფხვნილს 1,5 ლ წყალი დაასხით, შემდეგ მიღებული ნარევი მინას წაუსვით. 1 საათით გააჩერეთ, გაშრობის შემდეგ მშრალი ჩვრით, გაზეთით ან კოლგოტით მოაშორეთ.
  • 3 ლ წყალში 3-4 მლ ნიშადურის სპირტი გახსენით. ჯერ მინას წაუსვით, შემდეგ სუფთა წყლით ჩამორეცხეთ. ხსნარს რამდენიმე წვეთი გლიცერინი დაუმატეთ და მინა ბზინვარე გახდება.

ამ მარტივი ხრიკებით ფანჯრების წმენდაზე დროს დაზოგავთ. პროფესიონალი დამლაგებლებიც ზოგჯერ ასეთ ხელმისაწვდომ საშუალებებს იყენებენ.