3 საიმედო მეთოდი, როგორ გაწმინდოთ ტაფა ნამწვისგან

421

ტაფისგან ნამწვის სქელი ფენის მოშორებას დიდი დრო სჭირდება. თუ ამ მიზნით მწვავე ქიმიურ საშუალებას გამოიყენებთ, ხელის კანი შეიძლება დაიზიანოთ. თუ ზედაპირს საფხეკით ძლიერ გახეხავთ, ჭურჭელი შეიძლება დააზიანოთ. ამის შემდეგ კერძის მომზადებისას საკვებს სულ დაიკრავს. სწორედ ამიტომ, ტაფას ნამწვი ძალიან ფრთხილად უნდა მოაშოროთ. ამ საქმეში გამოგადგებათ საინტერესო მეთოდი, რომელიც ბრინჯის გამოყენებას გულისხმობს. ყველაფერი სწორია! მარცვლეული არა ვახშმის მოსამზადებლად, არამედ ჭურჭლის გასარეცხად გჭირდებათ.

საუკეთესო მეთოდები ტაფიდან ნამწვის მოსაშორებლად

მარცვლეულის დახმარებით – ბრინჯი შეგიძლიათ მოხარშოთ და მიირთვათ ან საწმენდ საშუალებად გამოიყენოთ. დღეს ტაფაზე იქნება არა პაელა, არამედ ნამწვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალება. როგორც მინანქრის, ასევე ალუმინის ჭურჭელზე გამოგადგებათ. 1 მუჭა ბრინჯი ტაფაზე დაყარეთ. 1 ჭიქა წყალი დაასხით, რომ მთელი მიმწვარი ადგილი დაიფაროს. ტაფა ქურაზე დადგით და მარცვლეულის დარბილებამდე გააჩერეთ. შემდეგ ნარევს გაგრილება აცადეთ. ხის სპატულით ნამწვი მოაშორეთ. მზადაა!

ბონუს საშუალებები:

  • აქტივირებული ნახშირით. ტაფა უჩვეულო მეთოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ. რამდენიმე აბი ნახშირი დაფშვენით. ტაფის ძირში დაყარეთ. ნახევარი საათის შემდეგ ცოტა ცივი წყალი დაასხით. ისევ 30 წუთი მოიცადეთ. შემდეგ ტაფა ჩვეული სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.
  • საკვები სოდით. ამ მეთოდით ტაფას ნამწვს როგორც შიგნიდან, ასევე გარედან მოაშორებთ. ტაფა დიდ ჭურჭელში მოათავსეთ. 6 ლ სუფთა წყალი ჩაასხით და 500 გ სოდა ჩაყარეთ. ქურაზე დადგით, ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს დაუწიეთ და 2–3 საათით მოიცადეთ. ტაფას გაგრილება აცადეთ, შემდეგ სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.

თუ სოდით წმენდაზე შეჩერდით, გახსოვდეთ, რომ გაწმენდის პროცესის დაწყებამდე ფანჯრები უნდა გააღოთ და გამწოვი ჩართოთ.