ხრიკი ხახვით და კიდევ რამდენიმე მეთოდი, როგორ მოიშოროთ თხუნელა ნაკვეთიდან

351

ნაკვეთიდან თხუნელების გაგდება რთული ამოცანაა. რამდენიმე წლის წინ მსგავს პრობლემას შევეჯახე, როცა აგარაკი ვიყიდე. თხუნელებმა გადაწყვიტეს, რომ იქ საცხოვრებლად კარგი ადგილია და მიწაში გვირაბების თხრა აქტიურად დაიწყეს, რამაც ჩემს გაზონს და ბოსტანს დიდი ზიანი მიაყენა. Vivien გიამბობთ, როგორ მოიშოროთ თხუნელები ნაკვეთიდან.

პრობლემის მასშტაბი შეაფასეთ – პირველი ნაბიჯი პრობლემის მასშტაბის შეფასებაა. გაარკვიეთ, რამდენი თხუნელაა თქვენს ნაკვეთზე და რამხელა ზიანი მოგაყენათ. გაზონზე ან ბოსტანზე მიწას დააკვირდით, გვირაბების და ხვრელების არსებობა შეამოწმეთ. ასე გაიგებთ, სად არიან თხუნელები აქტიურები და როგორ მოძრაობენ მიწაში.

სუნიანი დასაფრთხობი თხუნელების წინააღმდეგ – ეს თხუნელების მოსაშორებელი ერთ–ერთი მეთოდია. მზა დასაფრთხობი საშუალება შეიძინეთ ან თავად გააკეთეთ. მაგალითად, ნივრის ან ხახვის ფურცლები, წიწაკა ან ცხარე სანელებელი ნაკვეთის გარშემო ან თხუნელების საყვარელ ადგილებში მიმოყარეთ. თხუნელებს ცხარე სუნები არ უყვართ და ამ ადგილს თავს აარიდებენ.

ხმოვანი დასაფრთხობი გამოიყენეთ – კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი. მაღალი სიხშირის ხმა, რომელიც ადამიანს არ ესმის, მაგრამ თხუნელები გრძნობს და გარბის. მოწყობილობა მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ან შეუკვეთოთ. დაამონტაჟეთ იქ, სადაც თხუნელები შენიშნეთ და მალე თქვენს ნაკვეთს დატოვებს.

რეპელენტები გამოიყენეთ – რეპელენტი ქიმიური საშუალებაა, რომელიც თხუნელას არ აზიანებს, მაგრამ აფრთხობს. მზა რეპელენტი შეიძინეთ ან ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით დამოუკიდებლად მოამზადეთ. ერთ–ერთი ასეთი ინგრედიენტია მტაცებლის შარდი, მაგალითად, კატის ან ძაღლის. წვეთი თხუნელის თითოეულ ხვრელში ჩააწვეთეთ. ამიაკის ნარევიც გამოგადგებათ. თხუნელას არ აზიანებს და ნაკვეთიდან აძევებს.

ბარიერი შექმენით – თუ თხუნელების ერთხელ და სამუდამოდ მოშორება გსურთ, ბარიერის შექმნა ეფექტური გამოსავალია. ბარიერი შეიძლება იყოს ფიზიკური, მაგალითად, ღობე, რომელიც თხუნელის გამოჩენას გამორიცხავს. ასევე სპეციალური ბადე, რომელიც თითოეულ თხრილში უნდა ჩადოთ. მცენარეული ბარიერიც გამოგადგებათ. დარგეთ მცენარეები, რომლებიც თხუნელებს არ მოსწონს. ასეთია დედოფლის ყვავილი, პიტნა, ლავანდა ან როზმარინი.

თხუნელების ნაკვეთიდან გაძევება რეალურია. თითოეულ მეთოდს საკუთარი უპირატესობა და ნაკლოვანება აქვს და უნდა შეარჩიოთ ის, რაც თქვენთვის შესაფერისია. გახსოვდეთ, რომ თხუნელებთან საბრძოლველად რამდენიმე მეთოდის ერთდროულად გამოყენება ყველაზე ეფექტურია. ერთ მეთოდზე არ გაჩერდეთ, ყველა სცადეთ და თხუნელების ნაკვეთიდან განდევნას შეძლებთ.