ორნელა მუტი, რა გადაიხადა წარმატებისთვის და როგორ შეიცვალა წლების შემდეგ

395

ოდესღაც ეს დიდებული ქალი მილიონობის ფავორიტთან, ალენ დელონთან ერთად კინოთეატრების ეკრანებზე ჩნდებოდა. კიდევ ერთი იტალიური ფილმის გადაღებისას კინოვარსკვლავმა ადრიანო ჩელენტანოსთან რომანი გააბა. ახლა ორნელა მუტს ხშირად აღარ იღებენ. სამაგიეროდ, მაყურებლის მეხსიერებაში დარჩა, როგორც გასხივოსნებული გოგონა მომთვინიერებლის იერით. იცით, რომ ახლახანს 68 წელი შეუსრულდა? Vivien–მა გადაწყვიტა გაიხსენოს, რომელ ფილმებში მონაწილეობდა იტალიელი მსახიობი და რა გზა გაიარა, ცნობილი რომ გამხდარიყო. რაც მთავარია, როგორ გამოიყურება ორნელა მუტი ახლა.

ორნელა მუტი ახლა – ახლახანს მსახიობმა 68 წლის იუბილე აღნიშნა. ისევ საოცრად გამოიყურება. საინტერესოა, რა გზა გაიარა იტალიელმა კინოვარსკვლავმა. როგორ უვლის თავს, რადგან მისი გარეგნობა ნამდვილად შთამბეჭდავია. თავიდან დავიწყოთ! ორნელა მუტი მსახიობის ფსევდონიმია. მისი ნამდვილი სახელია ფრანჩესკა რომანა რიველი. ინტერნაციონალურ ოჯახში დაიბადა. მამა იტალიელია, დედა ბალტიისპირელი გერმანელი რუსული ფესვებით. სხვადასხვა ეროვნების შერევამ მსოფლიოს ზეციური სილამაზის მსახიობი აჩუქა.

ფრანჩესკამ ბავშვობიდან იცოდა, რომ წარმატების მისაღწევად კარგად უნდა ესწავლა. მშობლები მისთვის და მისი დისთვის, კლაუდიასთვის ყველაფერს აკეთებდნენ, შვილების განათლებაზე უზარმაზარ თანხას ხარჯავდნენ. შეძლებული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ტრაგიკულმა შემთხვევამ გააუარესა. ორნელა 10 წლის იყო, როცა მამა გარდაიცვალა. ქვრივი დედა ქალიშვილებისთვის ყველაფერს აკეთებდა, ისინიც არ ჩერდებოდნენ. ფრანჩესკას და მასზე 5 წლით უფროსია. ის მოზარდობის წლებიდან კინოსა და სხვადასხვა სერიალში მონაწილეობდა. ორნელა უკვე 14 წლისას მამაკაცის ჟურნალებისთვის ფოტოსესიებში მონაწილეობდა და სხვისი ჩანახატებსითვის ნიუ სტილში პოზირებდა.

როგორ გახდა იტალიელი ქალი მსახიობი – სკოლაში მსგავსი აქტივობა მისასალმებელი არ იყო. მისი გაძევება სურდათ, მაგრამ ფულის პრობლემების გამო დაინდეს. სამსახური ამის გამკლავებასა და ოჯახის გადარჩენაში დაეხმარა. ერთხელ კლაუდია მორიგ კასტინგზე წავიდა და უმცროსი დაც წაიყვანა. რეჟისორს ის უფრო მოეწონა. ასე კინოში ფრანჩესკას დებიუტი შედგა.  მაშინვე მთავარი როლი მიიღო ფილმში „ყველაზე ლამაზი ცოლი“. ამ ფილმის რეჟისორმა ახალგაზრდა გოგოსთვის კინოფსევდონომი მოიფიქრა. 15 წლისას ორნელა მუტი გახდა.

პირველი როლი ადვილი არ აღმოჩნდა, მაგრამ სხვა რეჟისორებმა მაშინვე შეამჩნიეს. ფრანჩესკა მსახიობობის იდეით სერიოზულად დაინტერესდა. თავიდან უფროს დასთან ერთად ერთ სერიალში თამაშობდა. მოგვიანებით კლაუდია მიხვდა, რომ ამ სფეროში უმცროს დას მეტი წარმატება ელოდა. სრულწლოვანებამდე 3 წლით ადრე ორნელამ ითამაშა ბევრ ფილმში, რომელთაც წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. იყო ბევრი კადრი, სადაც მსახიობს გაშიშვლება უწევდა. უფრო მეტიც, იტალიელი მსახიობების ისტორიაში პირველი იყო, რომელიც სცენისთვის სრულიად გაშიშვლდა და ეს დუბლიორის გარეშე გააკეთა.

ორნელა მუტის წარმატება – წლები გავიდა და მუტის კარიერაში ღირსეული ფილმები გამოჩნდა. მაგალითად, ფილმი „უკანასკნელი ქალი“, სადაც მისი პარტნიორი ჟერარ დეპარდიე გახდა. ორნელას ბედნიერება ხვდა ემუშავა ალენ დელონთან, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ქალის ფავორიტია. ფრანჩესკას და ადრიანო ჩელენტანოს რომანზე ლეგენდები დადის. ამ წყვილს მთელი იტალიური მედია განიხილავდა. მართალია, მომავალში ქალმა მსახიობთან რაიმე კავშირი უარყო. თავად ადრიანო ამბობდა, რომ ინტრიგა იყო. უფრო მეტიც, ჭორებით, ჩელენტანოსთან რომანი გახდა მიზეზი, რატომ გაშორდა მუტი ქმარს. თუმცა ურჩევნია მისი ცხოვრების ეს პერიოდი არ გაიხსენოს.

კარიერის წლებში ასზე მეტ ფილმში მონაწილეობა მიიღო. მათგან უმეტესობა კომედია იყო. ბოლო პერიოდში კინოში თითქმის არ ჩნდება. ახლა სხვა საქმე აქვს. მაგალითად, 2008 წელს კინოვარსკვლავმა თავისი საიუველირო ბრენდი გამოუშვა. სამკაულების მაღაზიები ევროპის რამდენიმე ქალაქშიც გამოჩნდა.

ორნელა მუტი ახლა – ფრანჩესკას პირადი ცხოვრება საკმაოდ რთულად წარიმართა. სამი ქორწინება განქორწინებით დასრულდა. მსახიობს ორი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს, მაგრამ მამაკაცებთან ურთიერთობა ყოველთვის ცუდად მთავრდებოდა. ეჭვიანობა, აზარტული თამაშები და სხვა პრობლემები ხელს უშლიდა, რომ მოსიყვარულე ცოლი გამხდარიყო.

რაც შეეხება თავის მოვლას, კინოვარსკვლავს საიდუმლო არ აქვს. აქტიურად ვარჯიშობს, რომ ფორმა შეინარჩუნოს. ორნელა სახისა და სხეულის თავის მოვლის საშუალებებს დეტალურად არჩევს. სახეზე ყველაფერს არ იკარებს, ამიტომ ამ ტიპის სარეკლამო შეთავაზებებს სერიოზულად უდგება. ჭორები დადის, რომ იტალიელმა პლასტიკურ ქირურგიას არაერთხელ მიმართა. თითქოს, პლასტიკის გარეშე ამას ვერ მიაღწევდა. თავად მსახიობი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. მოკლედ, თუნდაც მისი გარეგნობა კოსმეტოლოგების დამსახურება იყოს, რა არის ამაში ცუდი?