სარეცხი მანქანა რეცხვის დროს ხტუნავს. როგორ დავასრულოთ ეს

490

სარეცხი მანქანის ვიბრაცია მუშაობის დროს გავრცელებული პრობლემაა. ვიბრაცია მსუბუქი კანკალიდან საბალეტო ნაბიჯამდე შეიძლება მერყეობდეს, რომელსაც საწყალი მანქანა ყოველი რეცხვისას ასრულებს. თავად ხვდებით, რომ ეს საბრალო ტექნიკისთვის კარგად არ დასრულდება. უმეტესობა ჩვენგანი სარეცხი მანქანის ვიბრირების პრობლემის მოგვარებას ხვალისთვის დებს და სულ ტუილად. რაც უფრო დიდხანს არ აქცევთ ყურადღებას პრობლემას, სიტუაცია უფრო რთულდება.

სარეცხი მანქანის ვიბრაცია და როგორ მოვიშოროთ

ვიბრაციის მიზეზები – პირველ რიგში, გაარკვიეთ, რატომ გადაწყვიტა ძვირადღირებულმა ტექნიკამ ცეკვის სწავლა. მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. რაც უფრო სწრაფად შეძლებთ მიზეზის დადგენას, მით უფრო სწრაფად მოაგვარებთ პრობლემას. საბედნიეროდ, უმეტესობა მათგანს ხელოსნის ჩარევა არ სჭირდება.

გარეგნული მიზეზი – არასწორი ან სრიალა იატაკი სარეცხი მანქანის ვიბრაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. სიტუაციის გამოსწორება მარტივია. უბრალოდ მანქანის ქვეშ ძველი ხალიჩა დააგეთ. ხშირია შემთხვევა, როცა სარეცხი მანქანა „ცეკვავს“ დარჩენილი სატრანსპორტო ჭანჭიკის გამო. ინსტრუქციას გაეცანით და შეამოწმეთ, ეს ჭანჭიკები მოხსნილია თუ არა!

შიდა პრობლემები – ჩვეულებრივ, პრობლემა დოლურას უკავშირდება. თუ იქ უცხო საგანი მოხვდა, რეცხვა შეაჩერეთ, დაელოდეთ, სანამ მანქანა გაჩერდება და სიტუაცია გამოასწორეთ. იშვიათად, მაგრამ ხდება, რომ ნივთი დოლურაში მის ერთ–ერთ ნაწილში „ვარდება“. კარგია, რომ სიტუაციის გამოსწორება რეცხვის დასრულების შემდეგ შეიძლება. საქმე უფრო სერიოზულადაა, თუ სარეცხი მანქანა „ცეკვავს“ და ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი არ გამოვლენილა. სავარაუდოდ, მიზეზი შეიძლება იყოს გაცვეთილი ზამბარები და ამორტიზატორები შიდა მექანიზმში. ამ შემთხვევაში ხელოსნის გამოძახება მოგიწევთ. საბედნიეროდ, სარეცხი მანქანის ცვეთა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

შემოწმების პროცესი – იმის გასარკვევად, შეგიძლიათ თუ არა ვიბრაციასთან დამოუკიდებლად გამკლავება, შემოწმება ჩაუტარეთ. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ მანქანა მყარად დგას. საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო საზომი გამოიყენეთ. თუ ამ ეტაპზე პრობლემა არაა, სატესტო რეცხვის დროა. სარეცხი მანქანა სტანდარტული მოცულობის ნახევრით ჩატვირთეთ, რეცხვის რეჟიმი დააყენეთ, მაგრამ უფრო ნაზი გაწურვის რეჟიმი ჩართეთ. დოლურის მთლიანობა და უცხო საგნის არარსებობა წინასწარ შეამოწმეთ. თუ ყველაფერი რიგზეა, პრობლემა აშკარად მანქანის გადატვირთვაშია. თუ არა, ხელოსნის გამოძახების დროა.

ბოლოს, გირჩევთ, რომ სარეცხი მანქანის მოვლაში არ დაზოგოთ. დიახ, ამ ტექნიკას არა ერთი გამოცდის გაძლება შეუძლია, მაგრამ უკეთესია, რომ სიტუაცია უკიდურესობამდე არ მიიყვანოთ. მანქანის ფილტრი ნაგვისგან დროულად გაწმინდეთ, დოლურის მდგომარეობას დააკვირდით და სარეცხი მანქანა დიდხანს ერთგულად გემსახურებათ!