საუკეთესო რჩევები, სად შეინახოთ სამზარეულოს პირსახოცები

191

თითოეულ სამზარეულოს აქვს პირსახოცები სხვადასხვა დანიშნულებით. ზოგი საჭიროა ხელისთვის, ზოგი – ჭურჭლისთვის, ზოგიც – სხვადასხვა ზედაპირისთვის. ყველამ იცის, როგორ გამოიყენოს ისინი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, სად შეინახოს პირსახოცები. ბევრი დიასახლისი პირსახოცებს ღუმელის სახელურზე კიდებს, რაც ნამდვილად მოსახერხებელია. რამდენად ჰიგიენურია? Vivien გიამბობთ, რატომ არის ღუმელის სახელური არც თუ ისე შესაფერისი ადგილი სამზარეულოს პირსახოცების შესანახად.

სად შეინახოთ სამზარეულოს პირსახოცები: რეკომენდაციები

შეუფერებელი ადგილი – ქურის ქვეშ მოთავსებული ღუმელის სახელურზე ჩამოკიდებულ პირსახოცს ყოველდღე ბევრ სხვადასხვა სახის ჭუჭთან, ასევე წყალთან კონტაქტი აქვს. შედეგად მასზე ბევრი ბაქტერია გროვდება, რომელთა შორის ზოგი პათოგენია. ბაქტერიები ღუმელშიც შეიძლება მოხვდეს, სახელურიდან გადავიდეს. ასე მიიღებთ კერძს, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. სწორედ ამიტომ, ღუმელის სახელურზე პირსახოცის ჩამოკიდება კარგი იდეა არაა.

შენახვის რეკომენდაციები – სად ღირს სამზარეულოს პირსახოცის შენახვა? ჰიგიენის დასაცავად ჩამოკიდეთ ცალკე კაუჭზე, რომელიც კერძის მომზადების ადგილიდან მოშორებით მდებარეობს, რომ პროდუქტებთან, ცხიმთან და სითხესთან მინიმალური კონტაქტი ჰქონდეს.

როგორ მოვუაროთ – სამზარეულოს პირსახოცი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. თუ ხედავთ, რომ ჭუჭყიანია, მაშინვე გარეცხეთ. ამ საქმეში მიკროტალღური ღუმელი თქვენი დამხმარეა. მაღალი ტემპერატურა არასასურველ მიკრობებს ანადგურებს. გასარეცხი პირსახოცი პარკში ჩადეთ. სუფრის ძმარი და სუფთა წყალი 1:2 თანაფარდობით აურიეთ. ნარევი პარკში ჩაასხით და შეკარით (არც ისე მჭიდროდ). მიკროტალღურში მაღალ სიმძლავრეზე 2 წუთით ჩართეთ. შემდეგ ჩვეული მეთოდით წყალი გაავლეთ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ცოტა ლიმონის წვენი, რომ ძმრის მძაფრი სუნი მოაშოროთ.

აღსანიშნავია, რომ სამზარეულოს პირსახოცის სხვა ნივთებთან ერთად გარეცხვა არ ღირს. თუ სარეცხ მანქანაში სხვა ნივთებთან ერთად მოთავსება გსურთ, მაშინ ჩალბობა არ დაგავიწყდეთ. ჯერ პირსახოცი სარეცხი ფხვნილით ტაშტში მოათავსეთ, შემდეგ სხვა ნივთებს დაუმატეთ.