დედის ისტორია, რომელსაც სურს ვაჟიშვილს თვალები აუხილოს იმაზე, რაც მის გარშემო ხდება

295

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა შვილი და როგორი ცხოვრება მოიწყო, დედისთვის ყოველთვის პატარა ბავშვი იქნება, რომელსაც მისი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. მასზე ნერვიულობას არასდროს წყვეტს. ერთადერთი შვილის შემთხვევაში უფრო მძიმე სიტუაციაა. დედა რძლის სიტყვებს ბრმად არ ენდობა, რომ ყველაფერი კარგადაა. ამაში თავად უნდა დარწმუნდეს და საკუთარი თვალით ნახოს. გირჩევთ, მშობლები ხშირად მოინახულოთ ან, როგორც მინიმუმ, შეეხმიანოთ. ასე მათ გაბედნიერებას შეძლებთ. მეტი გულკეთილობა და თანაგრძნობა გამოიჩინეთ. ჩვენ ხომ ასეთი თბილი გრძნობები ყოველთვის გვაკლია.

„ჩემი ვაჟი უკვე 30 წლის მამაკაცია, მაგრამ მასზე დღემდე ვდარდობ. მე ხომ დედა ვარ. 62 წლის ვარ და ამ დროში მასზე შფოთვა არ შემცირებია. მესმის, რომ უკვე ზრდასრულია, მაგრამ ჩემს თვალში დიდი ბავშვია. 7 წლის იყო, როცა მეუღლეს გავშორდი. განქორწინებამ მშვიდად ჩაიარა, უბრალოდ მივხვდით, რომ სიყვარული გაქრა. ყოფილმა მეუღლემ ბინა და ცოტა ფული დამიტოვა. სხვა ქალთან არ წასულა. მხოლოდ სამსახური ანიჭებდა სიამოვნებას და ფულს დიდად არაფერში ხარჯავდა.

განქორწინების შემდეგ ურთიერთობის დაწყება რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ჩემს შვილს ამ საქმეში არ ვახედებდი. მისთვის ბედნიერი ბავშვობის და კარგი განათლების მიცემა მსურდა. სკოლა საშუალო ქულებით დაასრულა. არასდროს ვაძალებდი, რომ ფრიადოსანი ყოფილიყო. ვფიქრობ, რეალურ ცხოვრებაში წარჩინებულ მოსწავლეებს დამკვიდრება უფრო უჭირთ.

უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსებით მოეწყო. ამ პერიოდში ერთმანეთს ცოტათი დავშორდით. ჩვენი ინტერესის თემები გაიყო. ვხედავდი, რომ გაიზარდა და უნდა გამეშვა, მაგრამ არ გამომდიოდა. მასთან ნაქირავებ ბინაში ხშირად მივდიოდი. კერძები მიმქონდა და სახლს ვულაგებდი. როცა ბინაში ქალის ნივთები დავინახე, მთელი თვე შევისვენე და მასთან უნებართვოდ აღარ მივსულვარ.

სწავლის დასრულების შემდეგ კარგი სამსახური იშოვა. ისევ მარტო ცხოვრობდა. ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობდით, მაგრამ ინტერნეტით კონტაქტს არ ვწყვეტდით. ასე იყო, სანამ არ მითხრა, რომ დაქორწინებას აპირებს. საცოლე ადრე გამაცნო. ვიცოდი, ვინ იყო. გოგონა რეგიონიდან, ჩვეული ტიპაჟი, ყოველთვის ხმამაღლა საუბარი და გულახდილობა. ზოგს ეს მოსწონს, მაგრამ ამ საკითხში თავს ბურჟუად ვთვლი.

გამომიცხადეს, რომ სოფელში, ცოლის მშობლებთან ერთად იცხოვრებდნენ. იქ ორად გაყოფილი დიდი სახლია, სუფთა ჰაერი. ჩემი შვილი დისტანციურად მუშაობს, ამიტომ პრობლემა არ უნდა შეექმნას. ვფიქრობ, რომ არასწორი გადაწყვეტილება. მას ხომ უცხო ოჯახთან ერთად ცხოვრება მოუწევს. ქორწილზე მძახლები გავიცანი. სასიამოვნო და პატივსაცემი ხალხია. და მაინც, სოფელში ცხოვრება მარტივი არაა. გარემომ ჩემი შვილი შეიძლება შეცვალოს. მამაკაცს ტალახში მუშაობის არ უნდა ეშინოდეს, მაგრამ ყოველდღე ამის გაკეთება რთულია. თან რა საჭირო იყო უმაღლესი განათლების მიღება?

რძალი ჩემს დამშვიდებას ცდილობს. თითქოს, ხშირად ჩამოვლენ და მინახულობენ. თან სუფთა ჰაერზე ნოუთბუქით მუშაობა უფრო სასიამოვნოა. რძალი ტკბილ სიტყვებს მიჩურჩულებს, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ. ახლახანს ცოტა ხნით მათთან სტუმრობა მომიწია. რაღაც უსიამოვნო რამ შევნიშნე. სანამ ჩემი შვილი მუშაობს, რძალი ტელეფონით სხვა მამაკაცებს ემესიჯება. ვერ ვიჯერებ! არ ვიცი, როგორ ვუთხრა ჩემს შვილს სიმართლე, როგორ დავანახო, რა ხდება მის გარშემო“.