მამამ ნივთები ჩაალაგა და სამუდამოდ წავიდა. 30 წლის შემდეგ საავადმყოფოდან დამირეკა და წაყვანა მთხოვა

589

Vivien იღებს ბევრ წერილს ისტორიებით, სადაც ავტორები მძიმე ავადმყოფების მოვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ.  რამდენიმეს გამოქვეყნება გადავწყვიტეთ, რადგან ვთვლით მნიშვნელოვანია დისკუსია, როგორ ვიზრუნოთ და მოვუაროთ მოხუც მშობლებს. გულნაზის წერილი არა მხოლოდ მშობლებზე პასუხისმგებლობის, არამედ მშობლების შვილებისადმი პასუხისმგებლობის თემას ეხება.

„ასეთი ისტორია მაქვს. დედ–მამა დაშორდნენ, როცა 4 წლის ვიყავი. დედამ მარტომ გამზარდა. მამა არასდროს მინახავს. დედამ რაღაც მოიგონა, რომ ის გეოლოგია და სადღაც სამხრეთ ამერიკაში მუშაობს. მის არ ყოფნას დიდად არ განვიცდიდი, ბევრ კითხვას არ ვუსვამდი. მოგვიანებით მამა მოულოდნელად გამოჩნდა, როცა 13 წლის ვიყავი. გავიცანი. ჩვენთან სტუმრად მოდიოდა, დედა ვახშამს შლიდა. გვიანობამდე რჩებოდა, ერთხელ ღამეც გაათია. დედას ისევ უყვარდა. ერთი სიტყვით, დედამ კიდევ ერთხელ ცდა გადაწყვიტა. ხელი მოაწერეს. ყველაფერი სწრაფად მოხდა. მაისში გამოჩნდა, შემდეგ ზაფხულში ბებიასთან სოფელში გამიშვეს. ამ დროში რამდენჯერმე ჩამოვიდნენ. სექტემბერში ქალაქში დავბრუნდი, სკოლა დაიწყო. გავიგე, რომ დედა ორსულადაა. არ მიეჭვიანია, უფრო გამიხარდა.

მამასთან ურთიერთობა არ მქონია. ვერ ვგრძნობდი მის სინანულს, რომ მის გარეშე გავიზარდე და არასდროს მეხმიანებოდა. ჩემი აღზრდა სცადა, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე. მეჩხუბა, რატომ დავრჩი მეგობართან ღამით. ვუთხარი, რომ ჩემი ახლობელია მისგან განსხვავებით. მეტად აღარ ჩარეულა, თან კამათის მიზეზი დიდად არ ჰქონდა. სერიოზული გოგო ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ვოცნებობდი. რა თქმა უნდა, რაღაც საერთო მომენტები გვქონდა. მახსოვს, ერთხელ ფეხბურთზე წამიყვანა, სოფელში ტბაში თევზაობა მასწავლა. მახსოვს, როგორ წვავდა გემრიელ კარტოფილს. ერთხელ წავიდა და ჩემ კლასელს ეჩხუბა, რომელიც მამცირებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. არ ვიცი, რა უთხრა, მაგრამ მეტად აღარ შემხებია. მაშინ მამამ ამაყად თქვა, რომ „სახეს გაუსწორებს ყველას“, ვინც მის ქალიშვილს აწყენინებს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ქვეცნობიერად ველოდი, რომ ასე დამიცავდა, ჩემს ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებდა.

შემდეგ ჩემი ძმა დაიბადა. ძალიან ჭირვეული იყო, ცუდად ეძინა. დახმარებას ვცდილობდი. ძალიან შემიყვარდა, უბრალოდ ვერ ვშორდებოდი. დედა დეკრეტში იყო, ცოტა ფულს იღებდა. მამა მუშაობდა და ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ, როცა ჩემი ძმა 3 თვის იყო, მამა გაქრა. დედ–მამამ იჩხუბა. ის გადაღლილი იყო, მამა საყვედურობდა, რომ ბევრს ხარჯავდა. ისეთი საზიზღრობა უთხრა, რომ ატირდა და სახლიდან წასვლა სთხოვა. მანაც სპორტული ჩანთა 5 წუთში ჩაალაგა, სააბაზანოდან საპარსი, ოდეკოლონი და კბილის ჯაგრისი აიღო, ჩაიცვა და წავიდა. ჩვენ სამი დავრჩით. მამა აღარ მინახავს. დედამ განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა. მგონი სასამართლოში ორჯერ არ გამოცხადდა, მოგვიანებით მაინც განქორწინდნენ. სასამართლოთი დანიშნულ ალიმენტებს, თეთრებს, არასდროს იხდიდა. ჩემ ძმას მამა არასდროს უნახავს. ოფიციალურად მეც და ისიც მამის გვარს ვატარებთ.

ახლა 45 წლის ვიყავი. საექიმოზე ვერ ვისწავლე. დედა ვერ მივატოვე. ბევრს მუშაობდა და ძმას მიხედვა, ბაღიდან წამოყვანა სჭირდებოდა. ჩემს ქალაქში სამედიცინო კოლეჯში ჩავაბარე, მეანი გავხდი, სამშობიარო სახლში მოვეწყვე. დედამ მუშაობა დაიწყო დაქალთან, რომელიც ბაზრობაზე ქურთუკებს ყიდდა. 5 საათი სიცივეში იდგა. რთული იყო, მაგრამ გამომუშავება დაიწყო, ნელ–ნელა სიღარიბეს თავი დავაღწიეთ. დედა განიცდიდა, რომ მისი ამბის გამო უმაღლესი განათლება ვერ მივიღე, მაგრამ ცხოვრება დალაგდა. დედამ დედაქალაში მსხვილ სუპერმარკეტების ქსელში მუშაობა დაიწყო. გადავედით, ჩვენი სამოთახიანი ბინის გაყიდვა და დედაქალაქში ერთოთახიანის ყიდვა მოვახერხეთ. მოგვიანებით წესიერ მამაკაცზე დავქორწინდი. ექიმად მუშაობდა იმ სამშობიარო სახლში, სადაც მოვეწყვე. ჩემი ძმა კარგი ბიჭი გაიზარდა, ბავშვობაში მათემატიკის, ბიოლოგიის ოლიმპიადებში მონაწილეობდა. ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, მედიკამენტების წარმოებით დაკავებულია. უნივერსიტეტის შემდეგ საზღვარგარეთ სტაჟირებაზე წავიდა და იქ დარჩა. დედა მხარს უჭერდა. ძმა თავის თანაკურსელზე დაქორწინდა, ორი შვილი ჰყავთ.

მამის შესახებ მოულოდნელად გავიგეთ. სოციალურ ქსელში ჩვენი მშობლიური ქალაქის ერთ–ერთი საავადმყოფოს ექიმმა მომწერა. ფრჩხილებში ქალიშვილობის გვარი მითითებული მაქვს და ასე მომძებნა. აღმოჩნდა, რომ მამას ინსულტი დაემართა და ამ ფონზე დემენცია განუვითარდა. მამიდაც ხანშიშესულია და თქვა, რომ პაციენტის ქალიშვილი უნდა ვეძებოთ. მეორე დღეს საავადმყოფოში დავრეკე, ყველაფერი გავარკვიე. აღმოჩნდა, რომ მამა ნამდვილად მათთანაა. საცვლები, წამლები სჭირდებოდა. გვითხრეს, მოდით, წაიყვანეთ. უცნაურ და უსიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი. როგორც ექიმი მესმის, რომ მამა ცუდადაა. ძმას არაფრის მოსმენა უნდა და დახმარებაზე კატეგორიული უარი თქვა. დედა მორწმუნეა, ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, ფეხები ძალიან ტკივა, ალბათ, დაეხმარებოდა. ვგრძნობდი, რომ არაფრის გაკეთება მინდოდა ამ ადამიანისთვის. მეორე მხრივ, თავად მთელი ცხოვრება მედიცინაში ვარ. გვერდის ავლა არასწორი იქნებოდა. მამიდასთან დაკავშირება და საკითხის დისტანციურად მოგვარება მომიწია.

ოპტიმალურ ვარიანტად ავარჩიე კერძო პანსიონატი. სახელმწიფოში რიგებია. ჩემს ქალაქში იმდენი არჩევანი არაა, როგორც დედაქალაქში. დედაქალაქის და რეგიონის დონე დიდად განსხვავდება. ჩვენს ქალაქში ერთი არალეგალური სახლი იყო, სადაც მოხუცები მიჰყავდათ. სახლის ნაწილს აქირავებდნენ, ეზო ტაქსის მანქანებით იყო სავსე. არანაირი გამჭვირვალობა, შეფასება. ჩემი ნაცნობების დახმარებით  დროებით მეზობელ რეგიონში ჰოსპიტალში მოვაწყვე. იქ დემენციის მქონე ავადმყოფებისთვის პროგრამა არის. რამდენიმე კვირით დაგვტოვეს. პანსიონატის მოძებნა გავაგრძელე. მესმოდა, რომ დასარჩენი არსად ჰქონდა. როგორც ვიცი, სხვა ოჯახი და შვილები არ ჰყავს. თუმცა ყველაფერი მოულოდნელად მოგვარდა. მამა გარდაიცვალა, არადა მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.

მამა მხოლოდ ერთხელ ვნახე, როცა სასწრაფოთი ჰოსპიტალში გადავიყვანე. რა თქმა უნდა, ვერ მიცნო. საერთოდ ვერავის ცნობდა. დაკრძალვის საკითხების მოგვარება მე მომიწია. გავიგე, რომ მამა ბოლო წლებში სახლიდან საერთოდ არ გამოდიოდა. დასთან ერთად ცხოვრობდა ბინაში, რომელიც მშობლებმა დაუტოვეს.

ამ ამბავმა მწარე გრძნობები გამოიწვია. ხშირად ვფიქრობდი, რა უნდა გააკეთოს მათ, ვისაც ავადმყოფი ადამიანის მოვლა და თან მუშაობა უწევთ. გამოდის, ერთადერთი გამოსავალი საკუთარ თავზე ზრუნვაა. მაგრამ როგორ, თუ ერთოთახიანი ბინაა ან ჩემნაირი ოჯახი – დედა უქმროდ, ორი ბავშვი, თავად ვერ გაუმკლავდებოდა, იმ დროს მშობლები ავად რომ გამხდარიყვნენ. ჩვენს გასაზრდელად ბევრს შრომობდა.

მთელი კამათი იმაზე, რომ პანსიონატში მშობლებს მხოლოდ ცუდი ბავშვები აგზავნიან, არასწორია, რადგან არჩევანი უნდა იყოს. პატარა ქალაქში ასეთ პანსიონატში ცხოვრებას ბევრი დათანხმდება, მაგრამ არ არსებობს. ათასობით ადამიანი მადლობას იტყვის, თუ მათ ქალაქში იქნება ასეთი შენობების არჩევანი, უფრო ძვირიანი, მოკრძალებული, რომ თითოეულის დახმარება შეძლონ.“