ნატურალური საშუალება სმენის გასაუმჯობესებლად, აირიდეთ დაყრუება დროულად.

63472

სიყრუვე – სერიოზული დაავადებაა და მკურნალობას არ ექვემდებარება. სიყრუვის მძიმე ფორმა ადამიანს უბედურს ხდის, ხმების მეშვეობით ხომ სამყაროზე უამრავი რამის გაგება შეიძლება! საშინელი მოვლენაა – თანდაყოლილი სიყრუვე, მაგრამ უარესია, როცა სრულიად ჯანმრთელი ადამიანები კარგავენ სმენას ჯანმრთელობისადმი უყურადღებობისა და დაუდევარი მოპყრობის გამო.

სმენა შეიძლება გაციების დროს დაიხშოს. ასეთ დროს აუცილებელია გამოიყენოთ საშუალებები, რომლებიც ანთებას ჩააცხრობს და დროებით პრობლემას განკურნავს. ხდება ისეც, რომ სმენა ქვეითდება პირადი ჰიგიენის უგულებელყოფის გამო – ყურები აუცილებლად უნდა გასუფთავდეს. დაყრუვების კიდევ ერთი მიზეზი სიბერე გახლავთ.

როგორ გავიუმჯობესოთ სმენა

ყურების დასახმარებლად ხალხური მედიცინა გამოდგება. ამ რეცეპტებს ასეულობით წლების წინ იყენებდნენ ანთების, სიყრუვისა და ყურის ინფექციების სამკურნალოდ. გაეცანით ყველაზე ეფექტურ და ნატურალურ საშუალებებს სმენის შესანარჩუნებლად.
შინაურ პირობებში დამზადებული საშუალებები კარგი სმენისთვის

თაფლი და დარიჩინი

შეურიეთ თაფლი და დარიჩინი თანაბარ პროპორციებში. მიირთვით ეს ნარევი ყოველდღე, თითო ს.კ. დღეში 3-ჯერ. ეს საშუალება გაამყარებს სმენას და ორგანიზმს სტიმულირების საშუალებას მისცემს მავნე მიკრობების საწინააღმდეგოდ.

წითელი ღვინო და მწვანე ჩაი

წითელი ღვინო, ისევე როგორც მწვანე ჩაი, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ყურების შიდა მხარის თმას იცავს. მათი ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია – ეს გახლავთ ბარიერი ბაქტერიებისთვის, რომლებიც სმნეის დაქვეითებას იწვევს. ჩართეთ რაციონში მწვანე ჩაი და ხანდახან მიირთვით წითელი ღვინო.

ნიორი

სიცილიაზე ნიორი ყველა დაავადების წამლად მიიჩნევა. სმენის გასაუმჯობესებლად, დაწურეთ რამდენიმე კბილი ნივრის წვენი, თანაბარი პროპორციებით შეურიეთ ზეითუნის ზეთს. დაწურეთ მარლით. ჩაიწვეთეთ ყურებში 2-3 წვეთი მიღებული საშუალება დღეში 2-ჯერ. ჩაწვეთების შემდეგ დაიხშეთ ყურები ბამბით.

წითელი ხახვისა და ნივრის წვენი

შეურიეთ 30 მლ წითელი ხახვის წვენი და 30 მლ ნივრის წვენი. ეს ნარევი დღეში რამდენჯერმე უნდა მიიღოთ. შედეგს კი მალევე მიიღებთ: სმენა გაგიუმჯობედებათ, ყურების ანთება ჩაცხრება. მიზეზი კი ამ სასმელის საოცარი ანტიბაქტერიალური თვისებებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს