ორქიდეამ ყვავილობა რომ არ შეწყვიტოს, ლიმონიანი წყლით ვრწყავ

381

ორქიდეა ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ყვავილია. სხვადასხვა ფორმა და ფერი უბრალოდ მაოცებს. ოღონდ მისი მოვლა ძალიან რთულია. როცა დედაჩემს ვსტუმრობ, მის სახლში ორქიდეა ყოველთვის ყვავილობს და არომატს აფრქვევს. რაშია საიდუმლო? აღმოჩნდა, რომ ლიმონიანი წყალი ეხმარება. ამიხსნა, რომ ეს მეთოდი მარტივი და იაფია, მზა სასუქებისგან განსხვავებით, რომელიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. გადავწყვიტე საინტერესო მეთოდი გამოვცადო და შევამოწმო, რამდენად აქტიურად გაიზრდება და აყვავდება ჩემი ორქიდეა. გიზიარებთ საიდუმლოს, რომ ორქიდეის აღდგენა შეძლოთ და ახალი სიცოცხლე აჩუქოთ.

როგორ გამოვიყენოთ ლიმონიანი წყალი ორქიდეებისთვის – სასუქი ძალიან მარტივად მზადდება. დაგჭირდებათ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი ან 1 გ (ჩაის კოვზზე ნაკლები) ლიმონმჟავა და 1 ლ სუფთა წყალი. ლიმონის წვენი ან მჟავა 1 ლიტრ წყალში გააზავეთ. ამ ხსნარით ყვავილები მორწყეთ. ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება: სასუქი გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როცა ორქიდეას ერთი ყვავილიც არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყვავილები დაცვივდება.

დედამ დააზუსტა, რომ სასუქის დამატებისას ერთი თავისებურება უნდა გავითვალისწინოთ. მხოლოდ ჩაძირვის მეთოდით უნდა მორწყათ. ჯერ ფოთლები დანამეთ, შემდეგ ლიმონიანი წყალი ღრმა ჭურჭელში ჩაასხით და ორქიდეის ქოთანი ჩადეთ. 15 წუთით გააჩერეთ. მეთოდი ეფექტურია, რადგან მჟავა მცენარის ფესვებს კვებავს. ორქიდეას ამდიდრებს ნახშირორჟანგით, რომელიც ახალი ფოთლების და ყვავილის ყუნწების ფორმირებისთვის სჭირდება. ლიმონის წვენი ბუნებრივი ანტისეპტიკის როლს ასრულებს. მჟავა სოკოს, ასევე ფესვებზე ობის წარმოქმნას ხელს უშლის.

თუ გსურთ, რომ ორქიდეა აყვავილდეს და დიდხანს გახარებდეთ, ასეთი გამაჯანსაღებელი წყლით მორწყეთ, სანამ პირველი კოკორი გამოჩნდება. როცა მცენარეს ბოლო ყვავილი დაცვივა, პროფილაქტიკა გაიმეორეთ. ასე ორქიდეა ძალებს სწრაფად აღიდგენს და ყველა შესაძლო სოკოვანი დაავადებისგან დაცული იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს