გაზაფხული მოვიდა, ზამთრის მძიმე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეგვიძლია მოვიშოროთ. თბილი ამინდი გარეთ სეირნობის და სიამოვნების მიღების საშუალებას იძლევა. მეაგარაკისთვის თესვის და ბოსტანში მუშაობის სეზონი იწყება. Vivien გიამბობთ, რა დათესოთ მარტში ღია მიწაში. ღამით ყინვების არ შეგეშინდეთ. კვლების მოწყობაზე უკვე შეგიძლიათ დაფიქრდეთ. ბევრი ბოსტნეული, ხე და ყვავილი გაზაფხულის პირველ თვეს უნდა დარგოთ. დარგვა მარტში იწყება.
რა დავთესოთ მარტში ღია მიწაში: ბოსტნეული, ხილი და ყვავილი
- კამა და ოხრახუში. საკუთარ კვლებში ახალი მწვანილი აუცილებელია. თუ ხედავთ, რომ რამდენიმე დღე ზედიზედ ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსზე მაღალია, კამა და ოხრახუში თამამად დათესეთ. უპრეტენზიო მცენარეებს ნებისმიერი ნიადაგი გამოადგებათ. მწვანილი 3 სმ სიღრმეში ჩარგეთ. მათ შორის დაშორება 10 სმ უნდა იყოს.
- ბოლოკი. თესლი წინასწარ დაამუშავეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ, ხოლო მარტის დასაწყისში ღია გრუნტში გადარგეთ. ბოსტნეული 2 სმ სიღრმეზე ჩარგეთ, ერთმანეთს შორის დისტანცია 15 სმ. მოულოდნელი ყინვების შემთხვევაში პარკი გადააფარეთ. პირველი ფოთლების გამოჩენის შემდეგ ამოღება შეგიძლიათ.
- სტაფილო. საადრეო სტაფილო აირჩიეთ. ასეთი შუა მარტში შეგიძლიათ დათესოთ. კარგია, თუ დათესავთ იქ, სადაც ადრე მიწა ნეშომპალით გაანოყიერეთ. სტაფილოს ღრმა ორმოები სჭირდება, ერთმანეთისგან 20 სმ–ით დააშორეთ და ნაცარი მოაყარეთ.
- ბარდა. ჰაერის ტემპერატურას ყურადღება მიაქციეთ. თუ რამდენიმე დღე 6 გრადუსზე მაღალია, დათესეთ. 4 სმ სიღრმეში, ერთმანეთისგან 20 სმ–ს დაშორებით დათესეთ.
- ჭარხალი. მარტის ბოლოს დათესეთ, როცა მიწა 10 გრადუსამდე გათბება. ჯერ თესლი თერმოსში ჩაალბეთ და 1 დღე გააჩერეთ, შემდეგ გაამშრალეთ და დათესვა დაიწყეთ.
რომელი კენკრა დავრგოთ მარტში – ხეხილი ბაღში დარგეთ, როცა მინუს ტემპერატურა აღარ იქნება. მიწაში გაყინული კოშტები არ უნდა იყოს. მარტში შეგიძლიათ დარგოთ ქლიავი, ალუბალი, ჟოლო, ვაშლი, გარგარი, ატამი და საადრეო მსხალი. ხეები და ბუჩქები მიწაში ერთნაირად ჩარგეთ. დიდი ორმო ამოთხარეთ, წყლით მორწყეთ, ნერგი ჩადეთ და ფესვები კარგად დამარხეთ. სურვილისამებრ, ნეშომპალით გაანოყიერეთ. ახალი ნაკელი არ გამოიყენოთ.
რომელი ყვავილები დავრგოთ მარტში – ხშირად ყვავილების დარგვა აპრილში იწყება, მაგრამ ზოგიერთი მარტში თამამად შეგიძლიათ დარგოთ.
- ექინაცეა – თვის პირველ ნახევარში დარგეთ.
- ვერბენა – 20 მარტს დრო დაუთმეთ. თესლის დათესვის შემდეგ მიწა არ მოაყაროთ.
- აზარინა – რაც უფრო ადრე დათესავთ, მით უფრო ადრე დატკბებით მისი ყვავილებით.
- მაჩიტა – ნაზი ყვავილი მთელი თვე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დათესოთ. როგორც ვერბენის შეთხვევაში, თესლზე მიწის მოყრა საჭირო არაა.
- ლობელია და ჰელიოტროპი. თებერვალშიც შეგიძლოთ დაგეთესათ. თუ ვერ მოასწარით, მარტში მშვიდად დათესეთ.
- ტიტა – ჩვეულებრივ, შემოდგომაზე თესავენ. თუ გასულ წელს არ დაგითესავთ, მარტში დაკარგული დრო აინაზღაურეთ.
- დეზურა – ერთწლიანი ჯიში უკვე მარტში შეგიძლიათ დათესოთ.
ამ თვეში მეაგარაკეებს ბევრი საქმე აქვთ. დრო აპრილამდე ან მაისამდე არ გაწელოთ. დარგვას მალე მორჩით. სამსახურიდან საკუთარ ბოსტანში დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა. სუფთა ჰაერზე შრომა ჯანმრთელობას აძლიერებს და განწყობას ამაღლებს.