ეფექტური მეთოდი, როგორ გააფესვიანოთ ვარდის კალამი ქვიშაში

1093

ვარდის გამრავლება ამოცანაა, რომელსაც ყველა მებაღე წარმატებით ვერ უმკლავდება. დადებითი შედეგის მისაღებად ვარდის კალმის ქვიშაში გაფესვიანებას გირჩევთ. მარტივი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური მეთოდია. თუ უკვე დიდი ხანია გსურთ, რომ საკუთარ ბაღში დიდებული ვარდი გაზარდოთ, დროა ოცნება რეალობად აქციოთ. მებაღეობაში დიდი ცოდნა არ გჭირდებათ. მხოლოდ ყურადღება და საჭირო მასალები გჭირდებათ.

როგორ გავაფესვიანოთ ვარდის კალამი ქვიშაში: ეფექტური მეთოდი

  • პირველი ნაბიჯი – ვარდის კალმის გასაფესვიანებლად გჭირდებათ გადაჭრილი ხუთლიტრიანი პლასტმასის ბოთლი, რომლის ძირიც უნდა გახვრიტოთ. ამ მიზნით სხვა ჭურჭელიც გამოგადგებათ. მთავარია, რომ სადრენაჟო ხვრელი გაუკეთოთ. ბოთლის ძირში ხავსი ჩააფინეთ. სითხეს კარგად შეინარჩუნებს. თან ნახვრეტიდან ქვიშის გამოყრას არ დაუშვებს. ხავსის ჩაფენის შემდეგ მდინარის ქვიშა ჩაყარეთ.
  • მეორე ნაბიჯი – ვარდი 20 სმ–ს კალმებად დაჭერით. წვერი ირიბად გადაჭერით. თუ შესაძლებელია, ობობის ტკიპების წინააღმდეგ დაამუშავეთ. მზა ჭურჭელში ჩადეთ. ქვიშაში მაქსიმუმ 3 სმ–ით ჩააღრმავეთ. წყლით კარგად მორწყეთ. ქვიშა ბოლომდე სველი უნდა იყოს. კალმები ქვიშაში 5 კვირა გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ დაინახავთ გაშლილ მწვანე ფოთლებს, ასევე ფესვებს, რომელიც სადრენაჟე ხვრელიდან გამოშვერილი იქნება. კალმები ქვიშიდან ფრთხილად ამოიღეთ. ფესვებიანი კალმები წყლიან ჭიქაში ჩადეთ, რომ არ გამოშრეს.

გამოცდილი მებაღეების რჩევები – თუ პლასტმასის ბოთლებში კალმების გაფესვიანება გადაწყვიტეთ, მისი ზედა ნაწილი თავსახურად გამოიყენეთ. რამდენიმე ადგილას დახვრიტეთ. ბოთლის თავი კალმებს ზემოდან დაადეთ. ასე მომავალ ყვავილს სათბურის პირობას შეუქმნით. გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში კალმები ბოთლის ცენტრისკენ უნდა დახაროთ. ასე თავსახურით არ დააზიანებთ. შემდეგ ჭურჭელი ჩრდილში გაიტანეთ. დამატებითი მორწყვა საჭირო არაა. თუ ამ მიზნით ირჩევთ ჭურჭელს თავსახურის გარეშე, განათებულ ადგილას გაიტანეთ. კალმებს ყოველდღე მორწყვა სჭირდებათ. ასე კალმებზე ფესვების დანახვას შეძლებთ.

დარგვის ამ მეთოდისთვის მსხვილი ქვიშა აიღეთ, რადგან ჰაერს კარგად ატარებს. ამის ხარჯზე არ დალპება და გრძელ და განშტოებულ ფესვებს განავითარებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს