ერთხელ ებრაელ ბრძენს ჰკითხეს, რა არის სიხარბე

370

ითვლება, რომ ებრაელები ბრძენი, მახვილგონიერი და გამჭრიახი ადამიანები არიან. ზოგს მათი თვისებები აღიზიანებს, ზოგში შურს იწვევს. თუმცა ყველა აღიარებს, მათგან რაღაც სასწავლი ნამდვილად გვაქვს. იციან, რა არის მერკანტილობა და რატომ არის ცუდი. Vivien გიზიარებთ ებრაულ სიბრძნეს ფულისა და მასთან დამოკიდებულების შესახებ. ნამდვილად მისასალმებელია სიხარბე ებრაელებს შორის თუ ეს მხოლოდ არაკეთილმოსურნე ხალხის მიერ გავრცელებული ჭორია?

რა არის მერკანტილობა

  • „ფულთან ერთად ისე კარგი არაა, როგორც მის გარეშე ცუდად ყოფნა“ – პირველი გამონათქვამი დაფიქრებას გვაიძულებს, რამდენად აფასებენ ებრაელები სიმდიდრეს. როგორც ჩანს, ფულს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა პირველი ადგილი უკავია. კარგად გამომუშავება უაზრო დაგროვებისთვის საჭირო არაა, არამედ კომფორტული და ღირსეული ცხოვრებისთვის. როგორც არ უნდა მოეპყრათ ფულს, თუ ის ძალიან ცოტაა, სიამოვნებით ცხოვრება რთულია.
  • „ფული არაა, არ იზარმაცოთ, ფული არის, არ იამაყოთ“ – ყურადსაღები სიბრძნე. რჩევა მათთვის, ვინც სასურველზე ცოტას გამოიმუშავებს, და მათთვის, ვინც საკმარისი იშოვა (ან გამოიმუშავებს). „ფული არის, არ იამაყოთ“, მგონი ამ სიტყვებს ებრაელები სერიოზულად აღიქვამენ. შემოსავლით ტრაბახი არ უყვართ, ამ მხრივ მალულად მოქმედებენ.
  • „კარგი სურვილებით ვერ გამდიდრდებით“ – ამ სიტყვებში უფრო მეტი რამ იმალება, ვიდრე ჩანს. სასიამოვნო და გულწრფელი სურვილებიც არაფრის მომცემია. ებრაელებს სწამთ, რომ უმჯობესია ადამიანს ღირებული რჩევა მისცე, ვიდრე სურვილებით აავსო. სასარგებლოა, პრობლემის მოგვარებაში დაეხმარო, კარგი შესაძლებლობა შესთავაზო. რა თქმა უნდა, ახლობლისთვის კეთილი სიტყვების თქმა აკრძალული არაა.
  • „ყველა ჩივის ფულის ნაკლებობაზე, მაგრამ ტვინის ნაკლებობაზე – არავინ“ – ებრაელები სწორად აღზრდას და კარგ განათლებას დიდ ყურადღებას აქცევენ. ესმით, რომ გონება გარკვეულ როლს თამაშობს, თუ რამდენად უზრუნველყოფილი იქნება ადამიანი. გონებრივი შესაძლებლობების მუდმივ განვითარებას მიესალმებიან, მთელი ცხოვრება რაღაც ახლის სწავლას ხელს უწყობენ.
  • „ნერვიულობა საჭირო არაა, ამაში ფულს არავინ გადაგიხდის“ – საქმე არა ფულს, არამედ უსარგებლო განცდებს ეხება. ნებისმიერი სისულელის გამო შეიძლება ინერვიულოთ, ცარიელ შფოთვაზე და სასიცოცხლო ძალებზე დრო დახარჯოთ. აზრი? უმჯობესია, რომ ცუდი ემოციები გვერდზე გადადოთ, რომ გონივრულად და პროდუქტიულად იმოქმედოთ.
  • „თუ ფულით პრობლემის მოგვარება შეიძლება, ეს პრობლემა არაა, არამედ ხარჯი“ – თითქოს წინა სიბრძნის გაგრძელებაა. აქ ებრაელი ხალხის მძიმე ბედმა როლი ითამაშა. მათ ბევრი რამის გადატანა მოუწია. ამან ნებისმიერი უსიამოვნების მშვიდად მიღება ასწავლა. წვრილმან პრობლემებზე ნერვიულობა არ ღირს.
  • „ერთი სულელი იმდენს იყიდის, რომ ათი ჭკვიანი ვერ გაყიდის“ – როგორც ხვდებით, ებრაელები ფლანგველობას არ მიესალმებიან. დარწმუნებულნი არიან, რომ გონიერი ადამიანი ფულს არ გაფანტავს, სისულელეებს არ იყიდის. ნებისმიერი რესურსი უსასრულო არაა. ფული, როგორც რესურსი, რაღაც ღირებულში უნდა ჩადოთ.