ეს მცენარეული სამკურნალო საშუალება ნივრის და წითელი ღვინის სასარგებლო თვისებებს მოიცავს. მიღებულ ნარევს ბევრი დაავადების თავიდან აცილება, სისხლის გაწმენდა, იმუნური სისტემის გაძლიერება, ცუდი ქოლესტერინის მოშორება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების გაუმჯობესება, ორგანიზმიდან ჭარბი მარილის გამოდევნა, ამტანობის გაზრდა, ენერგიის მოცემა და სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლა შეუძლია.
ნიორი, სელი და თაფლი – ეს კომბინაცია ნებისმიერ სურდოს კლავს. პირველ რიგში, ეს ნარევი ძლიერი თვისებების წყალობით სხვადასხვა სახის სიმსივნეს ებრძვის.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 12 კბილი ნიორი
- ½ ლ წითელი ღვინო
მომზადება:
ნიორი გაასუფთავეთ და მინის ქილაში ნახევარ ლიტრ წითელ ღვინოს აურიეთ. გირჩევთ, ნიორი ბაზრობაზე ბებიებისგან შეიძინოთ და არა დიდი რაოდენობით ჩინური ნიორი, რომელიც სუპერმარკეტებში იყიდება. ჩინური ნიორი დარიშხანს უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს და უფრო დაბალი თერაპიული თვისებები აქვს.
გარდა ამისა, შეგიძლიათ ნიორი შუაზე გაჭრათ, ასევე ნაყენის ეფექტი უფრო ძლიერი იქნება. თუმცა ამ სახით, ნაყენის გემო საკმაოდ სპეციფიკური იქნება.
ნარევით სავსე ქილას თავზე დაახურეთ და 2 კვირით მზისგან დაცულ, ბნელ ადგილას შეინახეთ. ამავე დროს, დღეში 2-3-ჯერ შეანჯღრიეთ.
ბოლოს სითხე გაფილტრეთ და გაუმჭვირვალე კონტეინერში შეინახეთ.
ეს ელექსირი შეგიძლიათ როგორც მინიმუმ წელიწადში ორჯერ გააკეთოთ. 1 თვის განმავლობაში დღეში 2-3 კოვზ სამკურნალო საშუალებს იღებენ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.