მეაგარაკეები გაზაფხულის დადგომას მოუთმენლად ელიან. სურთ, ცივი დღეები მალე დასრულდეს, რომ ქალაქგარეთ წასვლა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა შეძლონ. მათ ხომ ახლა ბევრი საქმე აქვთ. ნერგები უნდა მოამზადონ. კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, ჭარხალი და კიტრი ბევრი ფერმერის საყვარელი ბოსტნეულია, მაგრამ კენკრას ნამდვილი სიამოვნება მოაქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რამდენიმე ცალს იქვე ბოსტანში დაკრეფთ და მიირთმევთ. Vivien გიამბობთ, როგორ გაზარდოთ ჯანსაღი და ძლიერი მარწყვის ნერგები.
მარწყვის დათესვა ნერგების მისაღებად: პრაქტიკული რეკომენდაციები
- მიწის შერჩევით დაიწყეთ. მარწყვს ნოყიერი, ოდნავ მომჟავო მიწა უყვარს. მაღაზიაში იყიდეთ ან თავად გააკეთეთ.
- მარწყვი დაახლოებით 0,5 სმ სიღრმეზე უნდა ჩადოთ. ორმოების გასაკეთებლად ფანქარი ან თითი გამოიყენეთ.
- ორმოები კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით მორწყეთ.
- ახლა ორმოებში მარწყვის თესლები მოათავსეთ. მიწა არ მოაყაროთ.
- პარკი დააფარეთ და სითბოში (22°С) გაიტანეთ. პრეტენზიულ მარწყვს კარგად განათებული ადგილი სჭირდება. თუ ხელოვნური განათება გაქვთ, ზემოდან დაანათეთ.
- პარკი ზოგჯერ ახადეთ და ქოთნები მორწყეთ. აკონტროლეთ, რომ მიწა არ გამოგიშრეთ.
ამ წესების დაცვით ჯანსაღ, ძლიერ მოსავალს აუცილებლად მიიღებთ. პირველი აღმონაცენი დათესვიდან მე-15-20 დღეს გამოჩნდება. როცა 5-6 ფოთოლი გამოჩნდება, დაჩითილება შეგიძლიათ დაიწყოთ. პლასტმასის ჭიქები გამოიყენეთ. ფხვიერი მიწა დაგჭირდებათ. ნერგები ღია გრუნტში მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გადაიტანეთ. ამინდს დააკვირდით.
მთვარის კალენდარი მარწყვის დასათესად – როგორც სხვა კულტურების, ასევე მარწყვის დათესვისას მთვარის კალენდრით ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეები უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, თებერვალში 6, 19 და 20 არახელსაყრელი დღეები იყო. ამ დღეებში დათესვის შემთხვევაში ძლიერი ნერგის გაზრდის ნაკლები შანსია. ყველაზე ხელსაყრელი დღეებია 1, 2, 21, 22 და 28 თებერვალი. ამ დღეებში დათესილი მარწყვი უხვი მოსავლით და ზომით გულს გაგიხარებთ. კარგი ნერგის მისაღებად ყველა რეკომენდაცია დაიცავით. ასე შედეგად მსხვილ და ტკბილ კენკრას გაზრდით. მარწყვის ზომა და სიტკბო მიღებული მზის რაოდენობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ადგილი სწორად შეურჩიეთ. სხვათა შორის, ექსპერტების თქმით, რემონტანტული მარწყვი სეზონზე მოსავალს რამდენჯერმე მოგცემთ.