დაივიწყეთ საბჭოთა კვების ჩვევები და ცხოვრება შეუქცევად შეიცვლება

179

თანამედროვე ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესზე უფრო მეტად ფიქრობს. ეს კი ჯანსაღ კვებასთან უწყვეტ კავშირშია. არა მხოლოდ გემრიელად, არამედ სწორად რომ იკვებოთ, სასარგებლო კვების ჩვევები უნდა გამოიმუშავოთ, რადგან მათ გარეშე ჯანმრთელობაზე საუბარი ზედმეტია, ხოლო მოხდენილ ფორმებზე – მით უფრო. Vivien გიამბობთ, რომელ სასარგებლო ჩვევებს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

სასარგებლო კვების ჩვევები

  1. სუფთა წყლის დალევას მიეჩვიეთ. სითხის დეფიციტი ნივთიერებათა ცვლის შენელების მიზეზი შეიძლება გახდეს, ასევე სწრაფი დაღლა და თავის ტკივილი გამოიწვიოს.
  2. ბევრი ბოსტნეული და ხილი მიირთვით. მათში შემავალი უჯრედისი საჭმლის მონელებას ხელს უწყობს.
  3. შაქრის მოხმარება შეზღუდეთ. არა მხოლოდ სუფთა სახით, არამედ მზა პროდუქტების შემადგენლობაში. ნაყიდი პროდუქტების ინგრედიენტების ჩამონათვლის წაკითხვა ისწავლეთ.
  4. წესად გქონდეთ, რომ ყოველდღე რძემჟავა პროდუქტი მიირთვათ. კუჭ–ნაწლავის ტრაქტისთვის და იმუნიტეტის მხარდასაჭერად სასარგებლოა.

რა ვუყოთ საბჭოთა მემკვიდრეობას? მაგალითად, უცხოელები ვერ ეგუებიან ჩვენს ტრადიციას ისე ვიქეიფოთ, თითქოს ჩვენი ბოლო დღე იყოს. დილით ვაცნობიერებთ, რომ საკუთარი ორგანიზმის ასე აბუჩად აგდება არ შეიძლება, მაგრამ ხშირად ეს დროებითია. როგორც კი ქეიფის დრო მოდის ან სტუმარი მოსვლას დააპირებს, სუფრა მაშინვე კერძებით ივსება. სანამ გვიანი არაა, ძველ ჩვევებზე უარი თქვით ან „დამღუპველი“ გავლენა შეამცირეთ.

რომელ ჩვევებს უნდა გადახედოთ?

პური ყველაფრის თავია. რთულია, არ დავეთანხმოთ. შიმშილობის პერიოდ გამოვლილ ადამიანს განუვითარდა ჩვევა, რომ ყველა კერძს პური უნდა მიაყოლოს. ბევრი ადამიანი პურთან ერთად მიირთმევს პროდუქტებს, რომლებიც ნახშირწყლებით მდიდარია. თუ რამდენიმე კილოგრამის დაკლება გსურთ, პურზე უარი თქვით. თუ პურცომეულზე უარს ვერ ამბობთ, მთელი მარცვლეულის პური ქატოთი შეიძინეთ. შაქრიანი ჩაი და „რაღაც ტკბილი“. ყველა ტკბილეულის მოყვარულმა იცის, რომ ტკბილი ჩაი ღვეზელით „ბომბაა“. ხშირად გვავიწყდება, რომ პირველ რიგში, მისგან ფიგურა ზიანდება. ტკბილეული ჩირით, კაკლით ან დიეტური გალეტით ჩაანაცვლეთ. ინტერნეტში რეცეპტები შეგიძლიათ იპოვით და ორცხობილები სახლში გამოაცხოთ.

„მდიდრული“ სუფრის გაშლა წარსულის მავნე ჩვევაა, რომელიც უნდა მოიშოროთ. თუ თავად ტკბილ ფუნთუშაზე ან ტორტზე უარის თქმა შეგვიძლია, როცა საქმე სტუმრებისთვის სუფრის გაშლას ეხება, მაგიდა მძიმდება სხვადასხვა კერძით. სტუმრები სუფრიდან უნდა ადგნენ სიტყვებით: „ახლა გავსკდები!“ თუ ქეიფი გარდაუვალია, მენიუს შედგენას პასუხისმგებლობით მიუდექით. ხარისხზე გააკეთეთ აქცენტი და არა რაოდენობაზე. მოცულობა ისე გათვალეთ, რომ შემდეგ სამი დღე ნარჩენების ჭამა არ მოგიწიოთ. ორგანიზმისთვის ნაკლებად საზიანო პროდუქტები შეარჩიეთ. მაგალითად, ცხიმიანი ხორცის ნაცვლად ქათამი ან თევზი. სალათები მცენარეული ზეთით შეკაზმეთ, ხოლო ბოსტნეული სანელებლებთან ერთად მაყალზე ან ღუმელში გამოაცხეთ. თუ ოლივიეს გვერდს ვერ უვლით, მოხარშული ქათმით და სახლის მაიონეზით მოამზადეთ. სალათები მაიონეზით სუფრაზე გატანის წინ შეკაზმეთ და მცირე რაოდენობით, რადგან შეკაზმული დიდხანს არ ინახება.

მცირედით დაიწყეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. ჯანსაღი კვება თანდათან აითვისეთ და მალე ორგანიზმი სიყვარულითვე, ანუ ჯანმრთელობით გიპასუხებთ.