საბჭოთა ბრენდები, რომელთა წარმატების ჩვენი დროის გაქნილ მარკეტოლოგებსაც შურთ

392

სსრკ–შიც ტექნიკური პროგრესი და წარმოება არ ჩერდებოდა, არამედ ნელა (მაგრამ დარწმუნებით) ვითარდებოდა. ჩნდებოდა ხარისხიანი ბრენდები: რაღაცას თავისით იგონებდნენ, რაღაცას დასავლელი კონკურენტებისგან აკოპირებდნენ, რაღაც საბჭოთა დეველოპერებს მეგობრულად თავად გაუზიარეს. საბჭოთა კავშირში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტის, იქნებოდა ეს სუნამო, შოკოლადი თუ ავტომობილი, ხარისხს მკაცრად აკონტროლებდნენ. Vivien გიამბობთ, რომელი ბრენდები დაგვამახსოვრდა ყველაზე მეტად.

საბჭოთა ბრენდები

ტორტი „კიევური“ ტკბილეულის მოყვარულთა ოცნებაა. ორიგინალური დესერტი 1956 წელს კარლ მაქსის სახელობის კიევის საკონდიტრო ქარხანაში გამოჩნდა. ამ შედევრის შექმნის ისტორია ამბობს, რომ მისი რეცეპტი კონდიტერის დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. ვინ იფიქრებდა, რომ ვიღაცის „შეცდომა“ ტკბილეულის მოყვარულებს ასე მოეწონებოდათ!

„ალენკა“ – შოკოლადის ფილა, რომლის გემო ბევრს ახსოვს. ზუსტად რომ ახსოვს, რადგან მისგან მხოლოდ შეფუთვა დარჩა. შოკოლადის წარმოება 1965 წელს დაიწყეს და თავისი შოკოლადის გემოთი მყიდველების გული მოიგო. წლები გავიდა, ემულგატორებმა, სტაბილიზატორებმა და იაფფასიანმა შემცვლელებმა თავისი საქმე გააკეთეს. შოკოლადი ისეთი აღარაა, რბილად რომ ვთქვათ.

კოსმეტიკური საშუალებები

Dzintars–ის კოსმეტიკა და პარფიუმერია საბჭოთა მოდის მიმდევრებს შორის პოპულარული იყო. ამ კომპანიის სუნამოს უჩვეულო არომატი ადვილად ამოსაცნობი იყო და მდგრადობით გამოირჩეოდა. საწარმოო ასოციაცია 1976 წელს რიგაში უკვე არსებული კომპანიების გაერთიანებით ჩამოყალიბდა.

სუნამო „კრასნაია მასკვა“ და ამავე სახელწოდების ოდეკოლონი საბჭოთა პერიოდში დეფიციტური იყო. მოსკოვის ქარხნის „ნოვაია ერას“ პროდუქციაზე ნამდვილი „ნადირობა“ იყო გამართული. ამ კომპანიის სუნამოები გახდა სუვენირი, რომელსაც უცხოელ სტუმარს ჩუქნიდნენ.

ხარისხიანი ტექნიკა

„ზენიტის“ ფოტოაპარატი 1952 წელს გამოშვების პირველივე დღიდან პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. ეს „ფედის“ აპარატის ზუსტი ასლი იყო, რომლის წარმოებაც 1934 წელს ხარკოვში დაიწყო. თავად „ფედი“ გერმანული მაღალი ხარისხის Leica II-ის მიმსგავსებით შექმნეს. დიდი სამამულო ომის დროს ნახაზები კრასნოგორსკში გადაიტანეს. 1948 წლიდან 1952 წლამდე ფოტოაპარატი იწარმოებოდა სახელით „ზორკი“.

მაცივარი „მინსკი“ საბჭოთა დიასახლისის ერთგული მეგობარი. 1962 წელს მინსკის მაცივრების ქარხანამ დაიწყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება, რომელიც მოგვიანებით საზღვარგარეთ პოპულარული გახდა. შემდეგ მის პლატფორმაზე შექმნეს ორკამერიანი მაცივარი, რომელიც სსრკ–ში პირველი გახდა.

ლეგენდარული მანქანები 

GAZ-AA ლეგენდარული „ტონანახევრიანი“. ავტომობილი ნიჟნი-ნოვგოროდის საავტომობილო ქარხანაში 1932 წელს ააწყვეს. 1933 წლიდან ქარხანას ეწოდა გორკის და ცნობილი გახდა, როგორც GAZ Group. თავიდან GAZ–ის მანქანები ამერიკული მწარმოებლის Ford Motor Company-სგან ნასესხები ნახაზების მიხედვით იწყობოდა. საბჭოთა ვარიანტს მხოლოდ გაუმჯობესებული საჭის მექანიზმი და გადაბმა ჰქონდა.

ომისშემდგომ წლებში დეველოპერებმა Opel ნაწილ–ნაწილ დაშალეს და ქარხნიდან ახალი „პაბედა“ გამოიყვანეს. 1956 წელს გამოჩნდა „ვოლგა“, ავტომობილი „კარგი მადით“. „ზაპოროჟეცი“ ცნობილი „კუზიანი“ კომპაქტური მანქანაა უკანა ძრავით. 1960 წელს ის ქალაქ ზაპოროჟიეს „კომუნარის“ კარიბჭიდან გამოვიდა. მოგვიანებით საწარმოს უწოდეს ZAZ – ზაპოროჟიეს საავტომობილო ქარხანა.

ბევრი ქარხანა და საწარმო დღემდე არსებობს, მაგრამ მათი პროდუქციის ხარისხი საეჭვოა. მინდა გავიხსენო ბებიაჩემის ფრაზა: „აი, საბჭოთა კავშირის დროს.“. თუმცა სანატრელი არაფერია იმაში, რაც უკვე გავიდა. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ და ძველ ჩვევებს არ მივეჯაჭვოთ.