საბჭოელი ხალხის კულტურული ჩვევები, რომლებიც მოულოდნელად პოპულარული გახდა ევროპაში

359

საბჭოელი ხალხისგანაც რაღაც შეგვიძლია ვისწავლოთ. საბჭოთა პერიოდზე ორგვარი შთაბეჭდილება იქმნება. პენსიონერები იმ დროს ნოსტალგიით იხსენებენ. ბებია და ბაბუები იხსენებენ, როგორ ერთობოდნენ ახალგაზრდობაში, რა კარგ დროს ატარებდნენ დასვენების დღეებში, რამდენ საშუალებას აძლევდათ კულტურა. ოცნებობენ წარსულში დაბრუნებაზე, როცა სამსახურში მშვიდად დადიოდნენ და შრომისთვის თეთრებს იღებდნენ. ამაში გარკვეული სტაბილურობა იყო, რასაც ხალხი მიეჩვია. ოღონდ უნდა იცხოვროთ აწმყოთი, სადაც „წყალი ქვას ვერ ხვრეტს“. წარმატებას რომ მიაღწიოთ, დივნიდან უნდა ადგეთ და იმოქმედოთ.

ახალგაზრდები ამ ყველაფერს გარედან უყურებენ და უკვირთ პენსიონერების სურვილი დროის მანქანის გამოგონების შესახებ. თანამედროვე ადამიანს ესმის, რამდენად მოჩვენებითი იყო მათი „ბედნიერი ბავშვობა“. ოღონდ მოხუცებს ვერ დაუმტკიცებთ, რომ სიყვარულით იხსენებენ არა ცხოვრების წესს, არამედ ახალგაზრდობას.

საბჭოელი ადამიანის კულტურა – ერთი მხრივ, სსრკ–ში ხალხი მიმართული იყო ყველაფერი სიახლისა და მოდური ტენდენციისკენ, რომელიც „რკინის ფარდის“ ოდნავ აწევის საშუალებას იძლეოდა. მეორე მხრივ, საბჭოელი ადამიანის კულტურა საკმარისად მაღალი იყო, სოციალისტურ ქვეყანაში განათლების ხარისხი მთელ მსოფლიოში ცნობილი იყო. დასავლეთს მისგან რაღაცის სწავლა შეეძლო. მაგალითად, როცა ცივილიზებულმა ევროპელებმა უამრავი მეორადი პარკი გადაყარეს ისე, რომ მოახლოებულ ეკოლოგიურ კატასტროფაზე არ უფიქრიათ, საბჭოელი მოქალაქე მაღაზიებში უცვლელი დაწნული ჩანთით დადიოდა. ასეთი ჩანთა ადვილად იკეცებოდა და დიდ ადგილს არ იკავებდა. პლასტმასით პლანეტის დაბინძურების შედეგების გაცნობიერების შემდეგ კაცობრიობამ მრავალჯერად ჩანთებს ყურადღება მიაქცია და დაწნულმა ჩანთამ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში საპატიო ადგილი დაიკავა.

ძველ საბჭოთა ფილმებში ხშირად გვხვდება სცენები, სადაც გმირი, ბოთლი რძის ან კეფირის დალევის შემდეგ, ბოთლს წყალს ავლებს და თაროზე დებს, რომ შემდეგ ჩააბაროს. ასე იყო მიღებული, ბოთლი ბრუნდებოდა და იმავე ბოთლებში ისევ რძის პროდუქტი ისხმებოდა. ახლა განვითარებულ ქვეყნებში ნაგვის დახარისხება და გადამუშავება მიღებულია. ზოგიერთი პროდუქტის ღირებულებაში შედის კონტეინერის (შეფუთვის) ფასი, რომელსაც ჩაბარებისას უკან დაიბრუნებთ.

საბჭოელი ადამიანი – საბჭოთა პერიოდში მაღაზიებში ტანსაცმლის არჩევანი საუკეთესოს სურვილს ტოვებდა, ზომები ყველასთვის შესაფერისი არ იყოს, ერთნაირი მოდელებით ვერავის გააკვირვებდით. მოდის მიმდევრებს ისღა დარჩენოდათ, რომ ხარისხიანი ქსოვილები შეეძინათ და კაბები ატელიეში შეეკერათ. საზღვარგარეთ ეს ტრენდი აიტაცეს, ზოგიერთი დიზაინერი მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა.

რაც შეეხება აგარაკს აყვავებული ბაღით და მოვლილი ბოსტნით? პირდაპირ კვლებიდან ახალი ბოსტნეული სასადილო მაგიდაზე ხვდებოდა, ზოგჯერ კეთილ მეზობლებს თავისი მრავალფეროვნებით ახარებდა. როგორც ჩვენთან, ასევე სხვა ქვეყნებში მოდაში შემოვიდა კვლები ფანჯრის რაფაზე ან აივანზე, ბოსტანი სახურავზე. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები ფასობს, საღებავები ნატურალური გამოიყენება, ხალხი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

მხოლოდ უცხოელებს (განსაკუთრებით კაცებს) არ სურთ ჩვენგან ოქროს წესის სესხება: როცა მამაკაცი ქალს რესტორანში ან კაფეში პატიჟებს, კაცმა უნდა გადაიხადოს. ქალები გაოცებულნი და დაბნეულნი არიან, როცა უცხოელი თაყვანისმცემელი ურცხვად ახმოვანებს თანხას, რომელიც ქალმა უნდა დაამატოს, რომ წყვილმა რომანტიკული საღამოსთვის გადახდა შეძლონ.

როგორც ხედავთ, თანამედროვე სამყაროში ბევრი საბჭოური ჩვევა პოპულარულია. ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ეს ყველაფერი ძალიან რაციონალური და ლოგიკურია. რა თქმა უნდა, ეს საბჭოთა წარსულში დაბრუნების სურვილის მიზეზი არაა.