ზამთრობით ფეხები ხშირად მიოფლიანდებოდა და აუტანლად მექავებოდა. მერე და მერე ფეხის თითების ჭკნობაც დამეწყო. მეზობლად მცხოვრებმა ექიმმა მითხრა, ეს სოკოაო და რამდენიმე ხალხური რეცეპტიც მასწავლა. 1-2 დღეში უკეთესობა ვიგრძენი. მალე ქავილმა სულმთლად გამიარა და მას შემდეგ აღარც შევუწუხებივარ, მაგრამ ხალხური მედიცინით დავინტერესდი, დავიწყე ცოდნის გაღრმავება, ნაცნობ-მეგობრებზე უამრავი რეცეპტი გამოვცადე და ბევრი მოვიმადლიერე. მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.
- აიღეთ 100 მლ სამედიცინო (90 გრადუსიანი ) სპირტი და 1 გრამი გლიცერინი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ფეხის თითებში.
- ერთი მუჭა ( 100 გრამი ) კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ სამ ლიტრ ადუღებულ წყალში და როდესაც შეგრილდება, გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს. ფეხი არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თვითონვე გაშრეს.
- პიტნა დააქუცამცეთ, შეურიეთ ცოტა სუფრის მარილი, დაიდეთ ფეხის თითებს შორის და ერთ საათს გაიჩერეთ.
- ცივ წყალში ჩაყარეთ 1 ს/კ საჭმელი სოდა და ამდენივე მარილი, ჩაყავით ფეხები, მაშინვე ამოიღეთ და ჩაყავით სუფთა წყალში.
- კარგად დაიბანეთ ტერფები და ჩაყავით კონცენტრირებულ ღვინის ძმარში.
- ხელ-ფეხი კარგად დაიბანეთ თბილი წყლით (ხშირად სოკო ხელებსაც აზიანებს ). აიღეთ წიწვოვანი ხეების ფისი, დაზიანებული ფრჩხილის ოდენად გააბრტყელეთ, დაიდეთ ფრჩხილზე და დოლბანდით გადაიხვიეთ. დაიტოვეთ 1-2 დღე.
თუ დაავადება დიდი ხნისაა, ფეხები კარგად დაიბანეთ და კიდევ ერთხელ გადაიხვიეთ.
პროცედურა უმტკივნეულოა, სოკო ქრება, ხოლო ფრჩხილი ჯანმრთელი და სუფთა რჩება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს