14 მავნე ფინანსური ჩვევა, რომლებიც 30 წლამდე უნდა მოიშოროთ

1854
14 მავნე ფინანსური ჩვევა, რომლებიც 30 წლამდე უნდა მოიშოროთ
14 მავნე ფინანსური ჩვევა, რომლებიც 30 წლამდე უნდა მოიშოროთ

30 წელი – შესანიშნავი ასაკია, დასავლეთელი ფსიქოლოგები 30 წელს young adult (ახალგაზრდა უფროსი) უწოდებენ. მაგრამ რატომ არის რომ ვიღაცას 30 წლის ასაკში მანქანით, ბინით ან სტაბილური სამსახურით თავის ქება შეუძლია, ხოლო ვიღაც კი თვიდან თვემდე თავის გატანას ძლივს ახერხებს? ყველაფერი მავნე ფინანსურ ჩვევებშია, რომლებიც უფროს ადამიანს არ უნდა ჰქონდეს – ისინი ფსკერისკენ გიზიდავენ და კეთილდღეობის მოპოვებაში ხელს გიშლიან.

გთავაზობთ ფინანსური ექსპერტების მოსაზრებებს, თუ რომელ ჩვევებზე უნდა თქვათ უარი, რომ 30 წლის ასაკში წარმატებული ადამიანი გახდეთ.

1. საქალაქთაშორისო კომუნიკაციას ახორციელებთ


თუ საზღვარგარეთ ხშირი სატელეფონო კავშირი გაქვთ, სავარაუდოდ, ეს თქვენთვის მნიშვნელოვან ხარჯს წარმოადგენს, რადგან ყოველთვის “შიდა” ქსელში საუბრის საშუალება არ არსებობს. ყურადღება ინტერნეტ კავშირს მიაქციეთ. არაა აუცილებელი ეს იყოს  Skype: ბევრი სხვა აპლიკაციაც არსებობს, თანამედროვე და კომფორტული, რომ ვიდეოზარი განახორციელოთ.

ყველაზე პოპულარული ალტერნატივაა WhatsApp. მარტივი და მისაღები აპლიკაცია, მაგრამ აქვს თავისი ნაკლი – დიდი რაოდენობით სპამი, მათ შორის თაღლითებისგან. სცადეთ Talky, WeChat ან Google Hangouts. ეს პროგრამები უფრო მარტივია გასაგებად, არ შეიცავს რეკლამებს და უფასოა.

2. ტარიფებს ყურადღებას არ აქცევთ


ფიჭური კავშირი და მობილური ინტერნეტი ზოგჯერ ძალიან ძვირია. ტარიფებზე არ დაკვირვებამ კი შეიძლება თქვენი საფულე დააცარიელოს. დააკვირდით ტარიფებს, რომელზეც თქვენი მობილური მოწყობილობა ჩართული არსი, შეიძლება თქვენი თანხა არარაციონალურად ნაწილდება. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ ოპერატორი გამოცვალოთ. ამასთან არის შანსი, რომ ძველი ოპერატორი უფრო მომგებიან პირობებს შემოგთავაზებთ, როგორც კი მიხვდება რომ სხვაგან გადასვლას აპირებთ.

3. ნივთებს განწყობის ასამაღლებად ყიდულობთ


შოპინგი განწყობის ასამაღლებად – ნამდვილად ცუდი ფინანსური ჩვევაა. ასეთი დაუგეგმავი საყიდლებით თავს რამდენად ხშირად ანებივრებთ? კომპანია Slickdeals-ის გამოკითხვით, ამერიკელი მომხმარებლები კვირაში მინიმუმ 3 დაუგეგმავ შოპინგს ახორციელებს და ეს მათ ბიუჯეტზე სერიოზულ გავლენას ახდენს.

ფინანსური ექსპერტები ხსნიან, თუ რატომ არის ცუდი განწყობის შოპინგით ამაღლება. პირველ რიგში, თქვენ ბევრი არასაჭირო ნივთის ყიდვას რისკავთ. და იაფიც რომ იყოს, წლის ბოლოს მნიშვნელოვან თანხა გექნებათ დახარჯული. მეორე მხრივ, ყიდვის უაზრო სურვილი იმაზე საუბრობს, რომ თქვენი შინაგანი ფსიქოლოგიური პრობლემის გადაჭრას შოპინგით ცდილობთ. მაგ., დაბალი თვითშეფასება და ბავშვობაში ავტორიტარული აღზრდა შეიძლება ზედმეტი ნივთების ყიდვის მაპროვოცირებელი იყოს.

კმაყოფილება შეიძლება უფასო იყოს – მეგობრებთან ერთად გასეირნება, ოჯახთან ერთად პიკნიკი ან სუფთა ჰაერზე სპორტით დაკავება განწობას ამაღლებს და საფულისთვისაც უსაფრთხოა.

4. საკრედიტო ბარათს ისე ეპყრობით, თითქოსდა თქვენი თანხა იყოს


საკრედიტო ბარათი შემოსავლის წყაროს არ წარმოადგენს, რაც ბევრს ავიწყდება. თუ თქვენ საკრედიტო ბარათს ისე ეპყრობით თითქოსდა ეს ფული თქვენი იყოს, სჯობს მათზე უარი თქვათ. ხშირად საკრედიტო ბარათზე საკმაოდ დიდი თანხა ქმნის ილუზიას, რომ თქვენ ზედმეტი ფულადი სახსრები გაქვთ, რომელთა დახარჯვაც შეგიძლიათ. ბარათის ვალი ყოველ თვე უნდა დაიფაროს, რომ სამომხმარებლო პროცენტის ხარჯები არ გაიზარდოს.

5. დასვენებას წინასწარ არ გეგმავთ


დაუგეგმავმა დასვენებამ საფულეს შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს, რადგან ბილეთის ფასები და სასტუმროს ნომერი სეზონზე ბევრად უფრო მაღალია. არა მხოლოდ წლის სეზონი ახდენს ფასზე გავლენას, კვირის დღეც მნიშვნელოვანია – სამშაბათი და ოთხშაბათი ყველაზე მომგებიანი დღეებია მოგზაურობის დასაწყებად. ყველაზე წარუმატებელი კი ივლისსა და დეკემბერში კვირა – ბილეთები ამ დღეებში საკმაოდ მაღალია.

მოგზაურობის ბლოგერები გირჩევთ საცხოვრებელი დაჯავშნოთ, რომელიც შეიცავს საუზმეს და სადილს, ასევე წინასწარ მოძებნოთ უფასო საცხოვრებელი სახლი გაცვლით.

6. ფასიანი გამოწერებით სარგებლობთ


ფასიანი გამოწერები მუსიკასა და ფილმებზე ძვირი ღირს. ხშირად ბევრი ვერც ხვდება, რომ ფასიან სერვისს იყენებს – ისინი ავტომატურად ირთვება. თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ ბარათიდან რეგულარულად ერთი და იგივე თანხა იჭრება, ეს იმის საფუძველია რომ შეამოწმოთ, გაქვთ თუ არა ფასიანი გამოწერები. რა გავაკეთოთ თუ ფილმის ყურება ან მუსიკის მოსმენა გსურთ? აირჩიეთ კანონიერი ონლაინ კინოთეატრი და მუსიკალური საიტები – ეს სერვისები აბსოლუტურად უფასოა, ხოლო შემოსავალი რეკლამის ხარჯზე აქვთ.

7. ერთდროულად ბევრის შეძენას არ ახორციელებთ


დღემდე ფიქრობთ, რომ საყიდლებზე მხოლოდ მოხუცები და ძუნწები დადიან და ბევრი სახლის პროდუქტის შეძენის გრცხვენიათ? ასე არ ღირს. ბევრი პროდუქტის ერთდროულად შეძენაში, მით უმეტეს ფასდაკლებით, სამარცხვინო არაა, განსაკუთრებით მაშინ თუ პროდუქტის დიდხანს შენახვა შეიძლება.

სახლის საჭირო ნივთები (მარცვლეული, საპირფარეშო ქაღალდი, შამპუნი და სარეცხი საშუალებები) ზედმეტი ნივთის ყიდვის ცდუნებისგან დაგიცავთ, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგი უკვე გაქვთ. თუმცა ყიდვის დროს საქონლის შემოწმება აუცილებელია – ხშირად მაღაზიაში ფასდაკლებებს უხარისხოს პროდუქტზე აკეთებენ.

8. ერთგულების პროგრამით არ სარგებლობთ


ბევრი კომპანია ერთგულ მომხმარებელს ფასდაკლებებს და ბონუსებს სთავაზობს. ასეთი პროგრამებით არ სარგებლობა არასწორია, რადგან ეს არა მხოლოდ ბონუსის ბარათია, სადაც ყიდვის დროს ქულები გროვდება. ბევრი ბონუს ბარათის ერთმანეთში არევა რომ არ მოხდეს, შეგიძლიათ სპეციალური აპლიკაციის გადმოწერა და ყველა ბარათის ერთ სივრცეში მოქცევა.

9. ვაჭრობა ვერ ისწავლეთ


აღმოსავლეთის ქვეყნებში შესანიშნავი ტრადიცია არსებობს, მყიდველი და გამყიდველი უბრალოდ ვაჭრობაზე გიჟდება. ეს ნამდვილი ხელოვნებაა და შესანიშნავი უნარი ადამიანებისთვის, რომ ფული დაზოგონ. ვაჭრობა შეიძლება არა მხოლოდ ბაზარში, არამედ უძრავი ქონების, ავეჯის და ტექნიკის შეძენის დროს. ეკონომიის შანსი ხელიდან არ გაუშვათ, თუ მოლაპარაკება შესაძლებელი არის. ზოგჯერ უბრალოდ ფასდაკლების პროგრამების გაგებაც კი საკმარისია, რომ უფრო ნაკლები გადაიხადოთ.

10. მსხვილი შეძენის წინ რჩევას არ ღებულობთ


ოჯახი – ეს არა მხოლოდ ახლო ადამიანები არიან, რომლებიც მძიმე წუთებში თქვენ გვერდით დგას. თქვენი ნაკლის და მარცხის შესახებ მშობლებსა და მეუღლეზე გულწრფელად არავინ გეტყვით. ამით უნდა ისარგებლოთ, თუ მსხვილი შენაძენის გაკეთებას აპირებთ, რომელშიც ეჭვი გეპარებათ. ნებისმიერი გაუგებარი სიტუაცია ოჯახში განიხილეთ, შესაძლოა, მათ კარგი რჩევა მოგცეთ და უსარგებლო ხარჯისგან დაგიცავთ.

11. ფულს სიგარეტსა და ალკოჰოლზე ხარჯავთ


მოწევა, ალკოჰოლი და სწრაფი კვების პროდუქტები არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არის საზიანო, არამედ თქვენ საფულესაც ზიანს აყენებს. ფინანსურმა ექსპერტებმა დათვალეს, რომ აშშ-ს მოსახლეობას სიგარეტის ხარჯები დაახლოებით 5 ათასი დოლარი უჯდება. სწრაფი კვების პროდუქტები დროის ეკონომიაში გვეხმარება, მაგრამ აზიანებს ჯანმრთელობას და სეზონურ ხილსა და ბოსტნეულზე ბევრად ძვირი ღირს.

12. ყიდულობთ ტანსაცმელს, რომელიც გარდერობის სხვა ნივთებს არ ეხამება


ღია ფერის ფეხსაცმელი, რომელიც მხოლოდ ერთხელ გეცვათ ან ულტრათანამედროვე ჩანთა, რომელიც კარადაში დაიმტვერა, ადრე თუ გვიან თქვენ საფულეს ზიანს მიაყენებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირად ყიდულობთ ნივთს, რომელიც სხვა ნივთებს არ ეხამება. ფინანსური მდგომარეობა საღად უნდა შეაფასოთ და გარდერობი ისეა უნდა შეადგინოთ, რომ ტანსაცმლიდან სხვადასხვა ლუქის შერჩევის საშუალება გქონდეთ.

13. ყოველ დილით ყიდულობთ ყავას ჭიქაში


ბრიტანელი მეცნიერები თვლიან, რომ საშუალოდ ოფისის თანამშრომელი ყავაზე წელიწადში 393 ფუნტს ხარჯავს. რა თქმა უნდა, ყავის ფასი მსოფლიოში სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ ერთი რამ ეჭვგარეშეა: ყავაზე ბევრი ფული იხარჯება. ბევრად უფრო გონივრულია თერმო ჭიქის შეძენა და ყავის სახლში მომზადება.

14. თვის ბოლოს ფული აღარ გაქვთ


თუ ხელფასის ჩარიცხვამდე ერთი კვირა დარჩა, ხოლო უკვე წიწიბურას ხარშავთ, რომ თავი გაიტანოთ, ცუდი ამბავი გვაქვს. თქვენ თანხას არასწორად ხარჯავთ. შემოსავლების სწორად გადანაწილების შემთხვევაში დღე ფულის გარეშე არ უნდა იყოს. ბიუჯეტს გადახედეთ და გამორიცხეთ ხარჯები, რომლებიც უფსკრულისკენ გქაჩავთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს