3 ხრიკი, როგორ მიიღოთ ხრაშუნა ბოლოკის მოსავალი მეზობელზე ადრე

381

ბოლოკი ერთ–ერთი პირველი ბოსტნეულია, რომელიც შეგიძლიათ გაზარდოთ. ზამთრის შემდეგ ფერადი საგაზაფხულო სალათი ბოლოკით და არომატული მწვანე ხახვით ძალიან გვენატრება. სასიამოვნოა, როცა სალათს საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტებისგან ამზადებთ. საადრეო ბოლოკი გარკვეულ პირობებში შესანიშნავად იზრდება. Vivien გიამბობთ, რა პირობები გჭირდებათ ბოლოკის საადრეო მოსავლის ასაღებად. ჩვენს მხარეში ქვიშიანი ნიადაგი ჭარბობს, ამიტომ ბოლოკი თითქმის ყველა ბოსტანში გვხვდება. ბევრი მეზობელი ბოლოკს გზაზე ყიდის. ამ საადრეო ბოსტნეულის წარმატებულ გაზრდაზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ. გიზიარებთ 3 ეფექტურ რჩევას.

როგორ გავზარდოთ საადრეო ბოლოკი: 3 საიდუმლო

სწორი დათესვა – აღმოცენების პერიოდი და პირველი მოსავლის მიღება მოკლევადიანი რომ იყოს, მცენარეს კარგი პირობები შეუქმენით.

  • ხარისხიანად აღჭურვილი სათბური ნაკვეთის კარგად განათებულ ადგილას უნდა მდებარეობდეს.
  • სტაბილური ტემპერატურა შეინარჩუნეთ. დღისით 19 გრადუსი, ღამით 8 გრადუსი სითბო.
  • გრუნტის ტემპერატურა 12 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ტენიანობა დახლოებით 75%.

რაც შეეხება განათებას, ბოლოკი მოკლე დღის სინათლეს ადვილად იტანს. თუ მოცემულ პირობებს დაიცავთ, დათესვიდან მე-5 დღეს პირველი ყლორტები გამოჩნდება.

თესლის სწორად მომზადება – ბოლოკი წარმატებით რომ გაზარდოთ, თესლი მოამზადეთ. მარგანცოვკის ხსნარში 15 წუთით გააჩერეთ. სპეციალური პრეპარატი, ზრდის სტიმულატორი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, „ეპინი“. მისგან ხსნარი გააკეთეთ ( 2 წვეთი 1,5 ლ წყალზე). თესლი ამ ხსნარში მთელი ღამე გააჩერეთ. შემდეგ პირსახოცზე გაამშრალეთ და მიწაში დათესეთ.

მიწის მომზადება – სანამ ნებისმიერი ჯიშის ბოლოკს დათესავთ, კვლების მომზადებაზე იზრუნეთ. მიწა უნდა დაბაროთ და გაანოყიეროთ. ეს დათესვამდე 2 კვირით ადრე გააკეთეთ. სასუქად ნიტროამოფოსკი გამოგადგებათ. მისგან ხსნარი გააკეთეთ, 1 ჩ/კ საშუალება 10 ლ წყალს დაუმატეთ. ეს რაოდენობა ერთ კვადრატულ მეტრ ნაკვეთზე საკმარისია. მიწის გასაფხვიერებლად მდინარის ქვიშა გამოიყენეთ. ერთ კვადრატულ მეტრზე 1 ვედრო ქვიშა დაგჭირდებათ. გასათბობად დათესვამდე 1 კვირით ადრე მიწას ფირი დააფარეთ.

ამ მარტივი პირობების დაცვით საადრეო ბოლოკის წარმატებით გაზრდას და კარგი მოსავლით ტკბობას შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს