საქათმის დეზინფექცია სწრაფად და ეფექტურად. არც ერთი ქათამი არ დაიკარგება

443

საქათმის სწორად დამუშავება მოიცავს რამდენიმე ეტაპს: დეზინფექცია, დერატიზაცია, პარაზიტებისგან დამუშავება და კლასიკური გაგებით დალაგება. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ ქათმებისთვის, არამედ მათი მფლობელებისთვის სასარგებლოა. დაგვეთანხმეთ, როცა კვერცხის შესაგროვებლად შევდივართ და სუფთა საქათმის სუნს ვგრძნობთ, ეს განწყობაზე და ფრინველის მოვლის გაგრძელების სურვილზე კარგად აისახება. თუ ქათმები მუდმივად ჭუჭყშია, მალე აუცილებლად დაავადდება. მათი პროდუქტიულობა შემცირდება, ხოლო კვერცხი ისეთი სახიფათო მიკროორგანიზმებით დაინფიცირდება, როგორიცაა პროთეი ან სალმონელა. Vivien გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ საქათმე სახლის პირობებში და რას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.

რამდენად ხშირად უნდა გაწმინდოთ საქათმე? – გენერალური დალაგება და დეზინფექცია წელიწადში მინიმუმ 4–ჯერ საჭიროა. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო დროა, როცა ჭუჭყს, ობობის ქსელს და მტვერს ამჩნევთ. თუ საქათმეში საგები ძალიან ჭუჭყიანია, ხოლო ბუდობის მასალაზე ქათმის სკინტლები გაიზარდა, მაშინვე დაუყონებლივ დაალაგეთ.

საქათმის დეზინფექცია: რით ჩავატაროთ? – საშუალების არჩევისას მთელი რიგი ნიუანსები უნდა გაითვალისწინოთ. ხშირად მაღაზიაში ნაყიდი სადეზინფექციო საშუალებები აგრესიული მოქმედების არაორგანულ ნაერთებს შეიცავს, რომელიც როგორც ქათამს, ასევე ადამიანს აზიანებს. მაგალითად, ქლორის შემცველი პრეპარატი ქათმებში გაღიზიანების და სასუნთქი გზების დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს. საშუალება ფორმალინით სახიფათო კანცეროგენია. ამავდროულად, ხალხში პოპულარული დამუშავება მათეთრებლით ან ძმრით დეზინფექციის დამხმარე საშუალებად ითვლება. მსგავსი მეთოდი დაავადებების პრევენციისთვის მუშაობს და არა არსებული პრობლემის გასაქრობად. სამწუხაროდ, საქათმეში მავნე ბაქტერიებს, სოკოს და სხვა ვირუსს კირი და ძმარი სრულად ვერ მოგაშორებთ.

ეფექტური დეზინფექციისთვის გამოიყენეთ საშუალება, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია. ასეთი პრეპარატები როგორც მშრალი, ასევე თხევადი კონცენტრატის სახით (ხსნარების მოსამზადებლად) იყიდება. მნიშვნელოვანია, რომ საქათმის სადეზინფექციო საშუალება ძლიერ სარეცხ–სადეზინფექციო მოქმედებას ფლობდეს, ინტენსიური სინათლის ქვეშ თავისი აქტივობა შეინარჩუნოს, ხისტი წყლის გამოყენებისას გამოსადეგი დარჩეს. აღწერაში მითითებული უნდა იყოს, რომ პრეპარატი სხვადასხვა სახის ბაქტერიებს და ვირუსებს, სოკოებს და მათ სპორებს ებრძვის. ამრიგად, შესაფერისი საშუალების შერჩევა დამოკიდებულია თქვენს მიზანზე: პროფილაქტიკა თუ იძულებითი დეზინფექცია.

როგორ გავწმინდოთ საქათმე – პატარა საქათმისთვის ქლორის ხსნარის (ქლორის კირი, მათეთრებელი) გამოყენება დასაშვებია, მაგრამ სპორებს ვერ შეებრძოლება. ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოს ეფექტურად რომ შეებრძოლოთ, ფუმიგაცია გამოიყენეთ: გოგირდის ან იოდის ქვები, იოდის პრეპარატები ხსნარებში. ასეთ სადეზინფექციო საშუალებებს აქვს მოქმედებების ფართო სპექტრი:

  • ანადგურებს ობს, ვირუსებს და სპორებს ნებისმიერ ტემპერატურაზე, ხისტ წყალშიც.
  • ეფექტურია მძიმე ორგანული დაბინძურების დროს.
  • ხსნარის ეფექტურობა ფერის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს.
  • 2–3 თვე იოდს გამოყოფს.

საქათმის დამუშავება სხვადასხვა პარაზიტებისგან – ამ საკითხს მაქსიმალურად სერიოზულად უნდა მიუდგეთ. თუ პარაზიტებს დროულად არ შეებრძოლებით, სერიოზული დაავადებები შეიძლება განვითარდეს და ფრინველი მასიურად დაიღუპოს. ერთ–ერთი ასეთი მეთოდია ქვიშაში ნაცრის შერევა. ის ტკიპებზე, ტილებსა და რწყილებზე დამღუპველად მოქმედებს. თვეში ერთხელ საშუალება მოაყარეთ იმ ადგილას, სადაც ქათმები ბანაობს. ინსექტიციდური პრეპარატების გამოყენებისას ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რომ კვერცხსა და ხორცში ქიმიური ნივთიერებების შეღწევა თავიდან აიცილოთ. ეფექტური დეზინფექციისთვის და ფრინველის დასაცავად დოზა მკაცრად დაიცავით.

როგორ დავალაგოთ საქათმე – პირველ რიგში, ფრინველები საქათმიდან გამოიყვანეთ. დროებით სხვა ადგილას მოათავსეთ ან სასეირნოდ გაუშვით (თუ კარგი ამინდია). შემდეგ დალაგება დაიწყეთ:

  1. მთელი ჭუჭყი, ობობის ქსელი, ნაფოტი და დაცვენილი ბუმბული ხელით მოაშორეთ. მიმხმარი ნარჩენებისთვის შესაბამისი აღჭურვილობა გამოიყენეთ.
  2. დარჩენილი ჭუჭყი წყლის ჭავლით ჩამორეცხეთ. იატაკი, კედლები, ბუდეების ყუთები კარგად გარეცხეთ, რომ მიმხმარი სკინტლი დაარბილოთ და წვრილი მტვერი მოაშოროთ.
  3. დარბილებული სკინტლი, ნარჩენები და ჭუჭყი საბოლოოდ მოაშორეთ. წყალს დაწურვა აცადეთ.
  4. ნატურალურ ანტისეპტიკურ საშუალებად სუფრის ძმარი გამოიყენეთ. ვედროში წყალი და თეთრი ძმარი თანაბარი რაოდენობით აურიეთ. ჯაგრისი ან ცოცხი მასში დაასველეთ და საქათმე ენერგიულად გაწმინდეთ. დარწმუნდით, რომ ხსნარი საფუძვლიანად ნაწილდება.
  5. ზედაპირი რამდენიმე საათით გააშრეთ. ფანჯრები და კარები გააღეთ, განიავება აცადეთ. ახალი საგები დააგეთ. თუ საჭიროა, მაღაზიაში ნაყიდი პარაზიტების და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება გამოიყენეთ.

საქათმის დალაგებისას რესპირატორი გაიკეთეთ და ხელები საპნით დაიბანეთ (ყოველი მოქმედების შემდეგ!). ფრინველების სიცოცხლისთვის აუცილებელი წმენდა თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. შინაური ფრინველის მკურნალობა ყოველთვის რთული და ძვირია. საქათმის დალაგებამდე ფრინველი შეამოწმეთ. დაავადებულები ჯანმრთელებს მოაშორეთ და სპეციალური საშუალებებით პარაზიტები მოაცილეთ.