ადრე ვფიქრობდი, რომ ვარდის გაფესვიანება მხოლოდ კალმებით შეიძლებოდა. აგარაკზე მცენარეს ასე ვამრავლებდი, სანამ ფანჯრის ქვეშ ვარდის ბუჩქს ყურადღება არ მივაქციე. ჩვენი მეზობელი პირველ სართულზე კლუმბების გაშენებით არის დაკავებული. სილამაზე სადარბაზოს გვერდით!გავოცდი, რომ მცენარეზე პლასტმასის ბოთლი იყო მიმაგრებული. როგორც კი მეზობელს შევხვდი, მიზეზი გამოვკითხე. აღმოჩნდა, რომ ბოთლი უკალმოდ ვარდის გასაფესვიანებლად არის საჭირო. დეტალური ინსტრუქციის გაგების შემდეგ ხრიკი აგარაკზე გავიმეორე. Vivien გასწავლით, როგორ გააფესვიანოთ ვარდი კალმების გარეშე.
ვარდის გაფესვიანების ახალი მეთოდი
დაგჭირდებათ:
- ბასრი დანა
- ბანანი
- ლიტრიანი ბოთლი
- მიწა
ინსტრუქცია:
1. გახევებული ტოტი იპოვეთ და ჩაჭერით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. საჭრელი ინსტრუმენტი აუცილებლად დეზინფიცირებული უნდა იყოს.
2. ბანანის პატარა ნაჭერი მოჭერით და გადანაჭერს შიგნიდან წაუსვით.
3. ლიტრიანი ბოთლის ქვედა ნაწილი გადაჭერით და ტოტის გადანაჭერში მოათავსეთ.
4. ჭურჭელი ნაყოფიერი მიწით გაავსეთ და ბოთლის ზედა ნახევარი დააფარეთ.
5. მიწა მორწყეთ და ბოთლს შავი პარკი შემოახვიეთ. ზოგჯერ პარკი უნდა გახსნათ, რომ მორწყათ და გაანიავოთ.
6. ზუსტად 2 კვირაში ვარდი ბევრ ფესვს გამოიღებს. დრო მოვიდა, კალამი გადაჭრათ და მიწაში დარგოთ.
ასეთი გაფესვიანების მეთოდი ერთ მცენარეზე მაინც აუცილებლად სცადეთ. სწრაფი, მოსახერხებელი და ყოველგვარი პრობლემის გარეშე! თქვენ როგორ აფესვიანებთ ყვავილებს? გაგვიზიარეთ ეფექტური მეთოდები და საიდუმლო ხრიკები!