სახსრებისა და მუხლების ტკივილი – პრობლემა, რომელიც 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში საკმაოდ ხშირია და ის უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული. ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან ჩვენი მუხლები ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. წარსულში მიღებული ტრავმები, ჭარბი წონა და ხრტილის ასაკობრივი ცვლილებები – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მუხლებთან და სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს განაპირობებს.
თუ ხრტილის ცვეთის პროცესი ზედმეტად შორს არ არის წასული, პრობლემის გადაჭრა და ტკივილის სამუდამოდ მოშორება შესაძლებელია უმარტივესი საშუალებით, რომელსაც დღეს ვივიენი გირჩევთ. გახსოვდეთ, სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების პირველივე სიმპტომების დროს აუცილებელია დროულად შესაბამისი ზომების მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა გამწვავდება და შეიძენს იმდენად რთულ ფორმას, რომ აუცილებელი გახდება ქირურგიული ჩარევა.
ასპირინისა და თაფლისგან დამზადებული მალამო, რომელსაც დღეს გთავაზობთ, შეაჩერებს ართროზს. თაფლი – ბუნებრივი ბიოსტიმულატორი, რომელიც ხელს უწყობს სახსრების სითხის გამომუშავებას. რაც შეეხება ასპირინს, ეს იაფი საშუალება ძალზედ ეფექტურია ანთებითი პროცესის ჩასახშობად და ქსოვილების რეგენერაციის პროცესის დასაჩქარებლად.
თქვენ დაგჭირდებათ:
- 10 აბი აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი)
- 200 გ თხევადი თაფლი
მომზადება და გამოყენება:
- დაფქვით ასპირინის ათივე აბი. მიღებული ფხვნილი ჩაამატეთ 200 გრამ ნატურალურ თაფლში და კარგად გადაურიეთ.
- მიღებული ნარევი დააყოვნეთ 10 დღით ბნელ ადგილას. პერიოდულად კარგად მოურიეთ.
- 10 დღის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ ამ საშუალების გამოყენებას. თაფლისა და ასპირინის ნარევი წაისვით მუხლებზე თხელ ფენებად, გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და თბილი ქსოვილი.
უმჯობესია კომპრესის გაკეთება საღამოს და მისი დატოვება მთელი ღამით. თქვენ შეიძლება იგრძნოთ მსუბუქი წვა, რაც კარგის ნიშანია. გახსოვდეთ, მუხლის სახსრის აღდგენის პროცესი ხანგრძლივ დროს და რეგულარულ პროცედურებს მოითხოვს. თქვენ შეამჩნევთ, თუ როგორ მცირდება ტკივილი და დისკომფორტის განცდა ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ხოლო გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ პრობლემა საერთდ წარსულში დარჩება.
არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.